ყველაზე კარგი ბავშვობა

Best Friends (Not) Forever

თაკო გახსოვს ერთი ხე ჩვენს ქუჩაზე , შენ გჯეროდა რომ თუ მის ქვეშ გავივლიდით და სურვილს ჩავიფიქრებდით ის სურვილი აუცილებლად ახდებოდა… თუ სახლში “გაცილებდით” და დაგვავიწყდებოდა მის ქვეშ გავლა უკან ვბრუნდებოდით , სურვილს ვიფიქრებდით და ისევ ვაგრძელებდით გზას , გახსოოვს? რათქმაუნდა ამას იმიტომ არ ვაკეთებდით, რომ 100%ით გვჯეროდა სურვილი აგვიხდებოდა , უბრალოდ სხვებისგან განსხვავებულები ვიყავით, მთავარი იყო იდეა ❤ (ისე მართლა რას აღარ მოიგონებდი ჰა? 🙂 )  ყოველთვის მაოცებდა ხოლმე თაკოს წარმოსახვის უნარი , თუ ის დაიწყებდა გოგოების ხატვას და მერე ლამაზად აცმევდა , მას ვბაძავდი მეეც , მერიც დაიწყებდა რათქმაუნდა ხატვას , იმიტომ რომ არ არსებობდა რაღაც  რასაც სამივე ერთად არ გავაკეთებდით. სასაცილო იყო ხოლმე, სიმღერა და ცეკვა უყვარდა, სწრაფი ლამაზი წერა იცოდა და სულ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ამოცანებს პირველი რომელი დავწერდით, დაფასთან გასვლისას ყოველთვის ვუწერდით ერთმანეთს მაგალითებს, ერთმანეთს სულ ვუწერდით მეგობრულ წერილებს . ერთმანეთს ვავსებდით მოკლედ. ერთად “შეგვიყვარდა” ( ვაი მაგ შეყვარებას ჩვენ რო შეყვარება გვეგონა) პირველად 🙂 (მერიც ჩვენთან იყო სულიერად უბრალოდ მას დღესაც არ შეჰყვარებია რის გამოც ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის :დ ) ერთად გავიჩინეთ პირველი ძმაკაცი, ერთად ვიგებდით ან ვაგებდით შეჯიბრებს , ერთად მივედით ცეკვაზე :დ გახსოოვთ? მერე თაკო ჩვენდასამწუხაროდ გადავიდა :(( მანძილმა შეიძლება ვერაფერი დაგვაკლო , მაგრამ დრო თავისას შვრება.

მერი ? სულ თავიდან რომ დავიწყო გამახსენდება გოგო, ძალიან სწრაფი და ცოცხალი, სწორი ოდნავ გრძელი თმით , ასევე ოდნავ გაყოფილი კბილებით და ყურებამდე დიდი ღიმილით სახეზე ❤ პირველი კლასიდან ვმეგობრობთ , მახსოვს როგორ ატარებდა ხელით დედამისი თავის პატარა დას რომელიც ნელ ნელა იწყებდა სიარულს (არ ვიცი ეს რატომ მახსოვს) , მახსოვს კიდე პირველ კლასში როგორ ვიწერდით ერთმანეთისგან რაღაც უბრალო მაგალითებს მაგალითად 7+8 , ან რაღაც მაგდაგვარებს… მეკოს და მერის შორის არჩევანს ვერ ვაკეთებდი ხოლმე :დ მაგრამ საბოლოდ მერი ჩემთვის უფრო ახლო მეგობარი აღმოჩნდა , მერე შემოგვიერთდა თაკოც და როგორც უკვე ვახსენე შევიკარით 3 მუშკეტერი. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად , ვაბრაზებდით და ვბრაზდებოდით თათიაზე დიანაზე და ანაზე 🙂 :დ მერი უფრო თბილი იყო , უფრო მეტს ფიქრობდა , უფრო ნელა წერდა, მაგრამ მაინც ლამაზად. მერის უფრო ისეთი თამაშები უყვარდა სადაც სხარტი აზროვნება და მოძრაობა იყო საჭირო. მე დონდლოს ყოველთვის მეზარებოდა ხოლმე სირბილი , ამიტომ მე ცალკე დავდგებოდი და ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ისინი :დ აუცილებლად , ყოველ სასწავლო დილას , თაკო გამომივლიდა მე , მე და თაკო გავუვლიდით  მერის… ერთად მოვიფიქრეთ რომ ჩაგვეფლა ყუთით მიწაში რაღაც ნივთები და მერე დიიიიიდი ხნის შემდეგ გაგვეხსნა და ბევრი გვეცინა , ჩამარხვის ადგილზე რამდენი ვიფიქრეთ ეგეც მახსოვს. ჩაფლვის დღეს მერიმ ვერ შეძლო გამოსვლა და მთელი სამუშაო მე და თაკომ გავაკეთეთ, დიდი კოვზით ამოვთხარეთ მიწა , ჩავდეთ ყუთი და დიდი კოვზითვე მივაყარეთ მიწა  :დ სამივემ ერთად დავიწყეთ მეგობრობა თათიასთან ….

თათია ❤ ჩემი მართლაც რომ გიუნაშვილი (რაც თუ არ ვცდები მამაცს ვაჯკაცურს ნიშნავს, დამავიწყდა არ გამკიცხოთ). აღმოჩნდა რომ ძალიან კარგი გოგო ყოფილა და რას ვერჩოდით მთელი ბავშობა ვერ გამიგია. გავხდით უკვე სამი მუშკეტერი და ერთი დარტანიანი. მამულისთვის სული ისე ანთია….  გახსოვთ ხო? :დ თათია იყო არაჩვეულებრივი იუმორის მქონე გოგო (რავი ერთად კი ძაან ბევრს ვიცინოდით დაა..) ძალიან უყვარდა ფეხბურთი და მისი ერთერთი კლიჩკაა მარადონა. თაკოს   წასვლის შემდეგ განსაკუთრებით დავახლოვდით, ძალიან ბევრი საერთო გამოგვიჩნდა. თუ ჩხუბი იყო ჯერ ჩვენ თვითონ რაები ვიყავით , მაგრამ სულ თათიას დაჭერა გვიწევდა :დ ის ყველაზე ხულიგანკა იყო.. :დ თათია სკოლასთან ახლოს ცხოვრობს და კოლის შემდეგ ხშირად გვეპატიჟებოდა და მოკლედ მაცივარს ვაცარიელებდით :S ერთად ვჩხუბობდით,  ერთდ  გვიხაროდა , ერთად ვსწავლობდით , ერთად ვუყურეთ ბინდს პირველად,( 🙂 ) ერთად სუუულ ერთად ვიყავით ჩვენ ❤ მას განსაკუთრებულად ესმოდა ჩემი. ჩემი დიდი თანამოაზრე და მეგობარი იყო.

ეთო ადამიანი, რომელსაც ძალიან ადრეული ბავშობიდან ვიცნობ , პირველი რაც მახსენდება : ჩემთან ბაღში დედაჩემი და მაკა (ეთოს დედა) მოვიდნენ და მითხრეს, რო ეთოც ჩემთან უნდა გადმოსულიყო.. აი იმის შემდეგ მე ეთო მახსოვს :დ მე და ეთო პერიოდულად ვმეგობრობდით , იმიტომ რომ ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ უბნებს, მაგრამ არანაკლები სიგიჟე და სიდებილეები გადაგვხდენია :დ გაახსოვს შენთან მტვერსასრუტში კაუჩუკის ბურთი რომ ჩაგვივარდა და მაკას შიშით სულ გადავმალეთ მტვერსასრუტი? :დ აუ რა ადრენალინი იყო… კიდე რამდენჯერ ჩაგვტყდომია ლოგინი ხტუნაობისგან , დღემდე აი ამ წელსაც კი ჩატყდა ეთოს ლოგინი :დ ჩემი ერთი დაჯდომა საკმარისი იყო ეთო ამობრუნებულიყო ლოგინიანად :დდ გახსოოოვს? ეთო ჩემთვის პარალელურად ყოველთვის საუკეთესო მეგობარი იყო , განსხვავებული იყო , ამბიციური უფრო რაც ყოველთვის მაკვირვებდა იმიტომ რომ მე თვითონ დონდლო ვიყავიიი :დ ეთოს ვეძახი და დღემდე რჩება ჩემს საუკეთესო მეგობრად , იმიტომ რომ ნამდვილი მეგობარი არის :

  • ის ვინც დარჩება შენთან , როცა ყველა ზურგს შეგაქცევს
  • ის ვინც ყველაფერი იცის შენზე, მაგრამ მაინც ძალიან უყვარხარ…
  • ის ვინც მაშინაც კი არ გეტყვის “ხომ გეუბნებოდის” მაშინაც კი , თუ მართლა გეუბნებოდა ❤

ეს ძაან მცირე რამეა რისი თქმაც მე ეთოზე შემიძლია. თუ ვჩხუბობთ ყველაზე საშინელი მტრები ვართ ერთმანეთის, მაგრამ თუ ერთად ვართ ყველაზე მტკიცეები ვართ , ეთუშ დზიბილ , მე ბედნიერი ვარ რომ მყავხარ :*

    თაკო ჩემთვის არის როგორც კაკაო ❤ ცოტათი ნაზი , ცოტათი სადა და ცოტატი ენერგიული და ეს ყველაფერი ისე ერწყმის ერთმანეთს როგორც რძე და კაკაო ❤

  მერი არის ფორთოხლის წვენი ❤ ყვითელი , ღაჟღაჟა , ცხოვრებას რომ მოგანდომებს ისეთი :*

    თათია არის ყავა , მიმზიდველი, დინჯი :დ გაწონასწორებული, ხანდახან მწარე და ხანდახან უტკბილესი…

  ეთუკი ჩემთვის იგივეა რაც ჩაი , ყოველთვის ჩემთან , ყოველთვის თბილი და დამამშვიდებელი, თავის ტკივილის  მომხსნელი, დამაწყნარებელი და მოკლედ, საიმედო ადამიანია  🙂

ერთერთ პოსტში დავწერე, რომ 14 წლისამ ვიჩხუბე მეგობრებთან რის შემდეგაც ჩვენი მეგობრობა უფრო სუსტი გახდა ვიდრე თავიდან. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, ჩვენ გავიზარდეთ , ისე ახლოს აღარ ვართ ერთმანეთთან. როცა თბილისში გადმოვედი რაღაც გლობალური ნოსტალგია შემომაწვა და ძველი მოგონებებისგანღა ვსუნთქავდი , მივხვდი რომ ყვეალზე ბედნიერი ბავშობა მქონდა, როგორიც კი შეიძლება ყოფილიყო. მე “ჩვენ” მყავდით ❤ აქ რაც გავიხსენე ზღვაში წვეთია იმისა რისი გახსენებაც შეიძლება ❤ ამ ზაფხულს დიდი ხნის შემდეგ პირველად ვნახე თაკო , ის ისეთივე დარჩა როგორიც იყო რაც ძალიან მახარებს ❤ მერი და თათიაც იმედი მაქვს ისეთივეები არიან , ძალიან წარმატებულები და მოკლედ “მაგარე ქალებე” როგორც მე ვიტყოდი : დ ეთუკი კი ისედაც ჩემიაა :)))))

P.S  არ ვიცი ამ პოსტს თაკოს , მერის, თათიას და ეთოს გარდა ვინმე ბოლომდე თუ წაიკითხავს იმიტომ, რომ უსაშველოდ გრძელი პოსტია და თან შეიძლება სხვისთვის უინტერესო იყოს ❤ მაგრამ რა იქნება ჩემი ბლოგი თუ მასში არ ავღნიშნავ ჩემს მნიშვნელოვან ნაწილს , ნაწილს რომელიც თქვენ ხართ , რომელსაც თქვენ ქმნით :*

 მარად თქვენი ნატა 🙂

Advertisements

18 thoughts on “ყველაზე კარგი ბავშვობა

  1. vvaaimee nataaa chemoo tkbiiloo chaii :Xx mecc shennze igiives tqmaa shemidzliaa:x magram ufro metiss:X es mtversasrutii naklebad maxsovs magram logiins ra damaviwyebs da zustad shen gemttvreoodaa:D::D giiji xar giiji magram egeti giji da gadareuuli mikvarxar}}meenattrebii usasrulobamdee:x da chemi goochii xarr:xx maradd da muudam da yooveltvis da vapshe magrad mikvarxar shenn tavss gepicebii chemo dondlo : X }<33

  2. Naa Yooveltviis vgijdebodii portoxlis wvenze shen kargad icii ;DD Meenatrebaa Yveelaferii …shen saxltan rom gavivlii sull yvelaferi tvalwin midgeba ,Yvela ertad rogorc adre (mm) Moomenatree Gadareuloo Sheen subieqtur azrs yoveltvis vitvaliswinebdi xolmee *** Tqven kidev imdenii wvrilmani gaxsovt rom ravicii me kideev sklerozii maqvs : S Room shevikribeebiit gamaxseneet yvelaferii : d

    Marad Tqveni MarY (natastvis Meriani )))

  3. ნატა მეც წავიკითხე შენი პოსტი და ისე კარგად გიწერია ყველაფერი რომ მეც შემომაწვა ნოსტალგია და ბავშვობა გამახსენდა. არ დაკარგოთ ერთმანეთი, მომავალში ბევრ მეგობარს შეიძენთ, მაგრამ ბავშვობის მეგობარი ყველაზე ტკბილია (ჩემი მოკრძალებული რჩევა) 🙂 :*

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s