Family, sweet family

ეს არის თეგ თამაში, რომელზეც დამთეგა ლაშამ 🙂

უპირველეს ყოვლისა მინდა მოვიხმარო ეს სურათი ჩემი დის ბლოგიდან : 

მართლაც, სახლი არის ის ადგილი, სადაც შემიძლია გამოვიყურებოდე ყველაზე უშნოდ, მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობდე თავს.

ჩემი პაააააატარა ოჯახი სულ 3 წევრისგან შედგება. დედა, ჩემი და და მე ვართ მხოლოდ.

დედა ( მამააააააააააააააააააა უუუუუუუუუუუუ ©Freddie Mercury) – მზია (რომლის დაბადებისდღეზეც დავიბადე მე) არის ყველაზე “ბულკი”, ანუ ყველაზე კეთილი, თბილი, გამგები, თანამედროვე და საყვარელი ადამიანი ჩემთვის ❤ მე არ გამიგია და დღემდე იგივე შემთხვევა არ შემხვედრია სხვებთან , როგორც მე და ჩემი და ვართ დედაჩემთან, არ არსებობს თემა რომელზეც ჩვენ მასთან ვერ დავილაპარაკებთ ან თემა, რომელშიც ის ჩვენ ვერ გაგვიგებს და თუ ვერ გაგვიგებს კიდე საბოლოო ჯამში ყოველთვის მართალი იქნება ( Mama knows best! mama will protect you 😀 © Rapunzel ). მიყვარს მისი გაკეთებული კექსები, სალათები, ყვავილოვანი კომბოსტო :დ, ხაჭოს პილმენები, ღვეზელები… (დედა მოდი სახლში, მოვკვდი მშიერიიიიიი!:დ ) მიხვდით ალბათ მშია და ამიტომ გამიგრძელდა სია … :დ მოკლედ, მე ის მიყვარს ყველაფრისთვის :* მადლობა ღმერთს რომ მყავს და გვერდითაა :*

ჩემი და – თათა (ხალათიანი თათა) 20ის ხდება :დ მაგრამ დიდი უცნაურობა ჭირს, თუ მაგალითად ეკოლოგიაში შეიძლება უძნელესი დეტალები ძალიან მაგრად ჩამოგიყალიბოს და ნამდვილი ყოვლისმცოდნე გეგონოს, მეორე წამს შეიძლება ისეთი ელემენტარული (ცხოვრებისეული) რამ ვერ აგიხსნას, რომ გაგიკვირდებათ. ამიტომ მას ჩვეულებრივ დონდლოს ვეძახით… ჰმ ბავშვობიდან გამოირჩეოდა :დ მახსოვს პანკობის ასაკიც, სამაგალითო მოსწავლის ხასიათიც და რაც არ უნდა იყოს ის ოჯახის გმირია :დ ხო, მისი მიმბაძველობით მე ვისწავლე როლიკებზე სრიალი (სკეიტზეც ვეცადე, მაგრამ არ დამცალდა), ბიჭებთან მეგობრობა, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა და ვაჟკაცობა! ო იე ზუსტადაც ვაჟკაცობა : ))) ხო რაც მთავარია, მისი რამდენიმე მეგობარი ისე აღმიქვამს როგორც თავის მეგობრად და ეგ ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს ჩემი დის ბევრი მეგობარი ❤ განსაკუთრებით ხატია, ბეჟო, წოპე, ნინელა რომელსაც არასდროს ვავიწყდები და ა.შ (ფეისბუქის 162 მეგობრიდან 66 საერთო მეგობარი გვყავს :დ )….  მოკლედ თავისუფლათ შეგიძლიათ გშურდეთ, რომ ჩემნაირი დონდლო და არ გყავთ :დ

უჰჰ ვიღა დამრჩა, ჩემს თავს ხომ ვერ ავღწერ ( ისეთი ეგოისტური ვარ about me ვერ შემივსია ჯერ :დ(არა ეგოისტი არ ვარ, მეშინია რამე არ გამომრჩეს უბრალოდ)) …

ვთეგავ :ანას  და ყველას ვისაც გაგეხარდებათ :დ :*

Advertisements

6 thoughts on “Family, sweet family

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s