პოსტი იმაზე თუ როგორ მენატრება ბუნება და მზის ჩასვლის ნახვა (დებილური პოსტი)

რამდენიმე დღის წინ, როგორც ყოველთვის სკოლიდან მოსული კომპიუტერთან ვიჯექი. უსაქმუროდ დავძრებოდი ბლოგიდან ფეისბუქზე, ფეისბუქიდან ბლოგზე. უცებ ერთერთი ჯგუფის “მე თავისუფალი ჰიპპი ვარ”-ის ჩატი ამომივიდა, მეც ჩავერიე და 2 ადამიანს ვწერდი. მერე ერთმა თვქვა მოდით ბუნებაზე ვისაუბროთო. გამიკვირდა. მეთქი რა არის აქ სალაპარაკო. მერე დაიწყეს , ერთმა თქვა მე ბუნებაში შიშველი სიარული მიყვარსო, ამას ხშირად ვაკეთბ ზაფხულშიო( სხვათაშორის გამიკვირდა, მაგრამ მერე გამახსენდა რო ჰიპპებთან მქონდა საქმე და გავატარე), მეორემ კი დაიიწყოო, გაილექსა, ჯამში თქვა, რომ ბუნება მისთვის ყველაფერი იყოო. მე არაფერი დამიწერია, თუმცა ამ ყველაფერმა ძალიან დამაფიქრა. მივხვდი, რომ ბუნება ძალიან მენატრება.

მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ტყეში ვცხოვრობ (გარეუბანში), მაინც ყოველთვის მენატრება. უსაშველოდ მენატრება. ამოდის და ჩადის მზე. მენატრება. 😐 მენატრება მთვარეც, ვარსკვლავებიც. საქმე იმაშია, რომ ჩემს სახლს 4 ივე მხრიდან ნაძები აქვს გარშემორტყმული, სახლს კი არა მთლიანად უბანს :დ საითაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ გახევებული ნაძვები ჩანს… უნდა ვთქვა, რომ შემძულდა ნაძვები….

სუნებზე გართულება მაქვს. მიყვარს სუნები, რომლებიც რამეს ან ვინმეს მახსენებენ. გაზაფხულის სუნი მიყვარს, წვიმანარევი და იასამნის სუნით გაჟღენთილი, მეგობრებთან ერთად გორის ქუჩებში სეირნობას და იასამნების ფერად, უზარმაზარ თაიგულებს მახსენებს.

 

  მენატრება.

აქ კი… აქ აყვავილებული ხეების სურნელი არ დგას ხოლმე, აი წვიმა კი ხშირად იცის. იცის და ჩამორეცხავს ნაძვებს, მეორე დილით ასფალტი მწვანე ხდება. არ მიყვარს. აღარ მინდა.

ბუნება მხოლოდ გაზაფხულით და თავისი სუნებით არ გამოირჩევა. 1 საათი ბუნებაში ქალაქის 1თვეს უდრის ხოლმე ჩემთვის.  ახალქალაქი გამახსენდა ახლა :დ ❤ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მხოლოდ 1 ნახევარი დღით ვიყავი ბუნებაში. მაგარი იყო, მიტოვებული სახლი, მეგობრები, მწვადი+ლუდი, კარგი განწყობა და მშვიდი სოფელი. რა კარგი იყო ღამით ეზოში , კოცონთან, მიწაზე წამოწოლილები ცხოვრებაზე რომ ვლაპარაკოვბდიიით :დ ეს ერერთერთი ყველაზე სასაცილო და საუკეთესო დიალოგი იყო :დ ხო, მერე ღამით, რა ახლოს იყო ცა… ბეჟანის დახმარებით ვცდილობდით თანავასკვლავედების გარჩევას… მერე ყველა თავისთვის როცა იყო მივხვდი, რომ მეც ვიღაც მჭირდებოდა, ავიღე ტელეფონი და აბა ვის დავურეკე :დ  ჩემს ეგრედ წოდებულ მეორე მეს, რომელსაც ეზარებოდა ჩემთან ლაპარაკი :foreveralone:

ეს ის კოცონი :

შემოდგომაც მომწონს, ყველაზე ლამაზ დროდ მიმაჩნია გაზაფხულის შემდეგ. ულამაზესი და უფერადეესია ❤ მოკლედ, მიყვარს როცა ეს ყველაფერი შემიძლია ვინმეს გავუზიარო. ახლა კი მარტო ვარ…

ესეც მე და 2010ის შემოდგომა მთაწმინდაზე.

ზამთარი???? ნაააააააჰ…. მხოლოდ ბავშობიდან შემორჩენილ მოგონებებში მიყვარს. ძალიან ადრე იწყება და ძალიან გვიან გადის. არ მიყვარს.

მოდი ბოლოს ისევ ჩემს საყვარელ ფოტოს ჩავაკრავ, ძალიან მიყვარს ეს დრო, იმ წელს ახალი გადასული ვიყავი და ფაქტიურად კლასთან უერთიერთობის პირველი წელი მქონდა, გაზაფხულზე ყველასთან ყველაფერი დალაგდა. ბექა და სალო შერიგდნენ :დ , გამოცდები ჩავაბარეთ. ხო, ერთი ტყემლის გულისთვის თბილისის დასალიერში რომ მივდიოდით ეგეც კარგი იყო… მოკლედ ფოტო :

 

.

Guys ! მე მჯერა, რომ წელს უფრო ბევრს ვიხალისებთ და უფრო კარგები ვიქნებით ❤

მოკლედ, დიდი იმედი მაქვს უკეთესი ამინდების, უკეთსი განწყობის, უკეთესი დღეების და უკეთესი ცხოვრების …

P.S სიყვარულით, ვაიბი.

Advertisements

2 thoughts on “პოსტი იმაზე თუ როგორ მენატრება ბუნება და მზის ჩასვლის ნახვა (დებილური პოსტი)

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s