უცნაური გოჭი

გუშინ ძალიან მაგარი სიზმარი ვნახე… მაგარი რა, კარგი ფერები იყო, თუ არ ჩავთვლით იმ გოჭს, რომელსაც მთელი სიზმარი ვიგერიებდი, ყველაფერი იდეალური იყო. ნამდვილ გოჭს ვგულისხმობ, დამსდევდა და ვერ მივხვდი ჩემი კბენა უნდოდა, თუ რა?…

სიზმარი აქედან მახსოვს : მე, მერი და თათია აღმართზე ავიდოდით, ასფალტი ეგო, ხოდა ვლაპარაკობდით,  თუმცა უცებ გავჩუმდი (ბუნების სილამაზემ დამადებილა) და გადავხედეთ სამივემ იმ გორებს, რომლებიც ჩამავალი მზის სხივების ფონზე, უამრავი, ფფერადი, ფუმფულა ღრუბლებით იყო დაფარული. არ მახსოვს რომელმა ჩვენთაგანმა თქვა  “ნახე, დედამიწა ორთქლდება, რაშეგვიძლიია ჩვენ გავაკეთოთ?”- დედამიწის ბედით დამწუხრებულები ვიდექით და ვუყურებდით იმ პეიზაჟს, რომელიც ჩვენს წინ იყო. ღრუბლები მართლა ზემოთ იწევდნენ და დითქოს ულამაზეს სამყაროს დასასრულზე მიგვითითებდნენ… ისეთი შთაბეჭდილება მქონდა,თითქოს ეს ჩემი სამოთხე იყო, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. მერე დიდხანს ყურება აღარ მოგვიწია, საიდანღაც ის გოჭი გამოიქცა და მახსოს დავიხარე და გორა, რომელზეც ჩვენ ვიდექით პურის, ან რამე ცომეულისგანიყო შემდგარი და ნაწილი ჩამოვტეხე, რომ გოჭს შეეჭამა (რა მზრუნველი ვარ), გოჭმა ნატეხი ჰაერში დაიჭირა, მაგრამ ეს არ იკმარა… წამოვიდა ჩემსკენ და მახსოვს “ფარით” ვიგერიევბბდი :დ ისე გავწვალდი გამომეღვიძა. გამეხარდა, რომ გოჭი აღარსად ჩანდა…

ახლა შენ ამას კითხულობ და ალბათ dafuq? -ო ფიქრობ, ხო? :მე ვიფიქრე და ამ ყველაფერს ჩემებური ახსნა მოვუძებნე. ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ მერი და თათია ჩემი ტკივილია, წარმოიდგინეთ, ისინი ჩემი საუკეთესო წლების, საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ახლაც ვმეგობრობთ, მაგრამ ეს იმასთან არაფერია , როგორც ადრე ვიყავით. ხოდა, ამ დღეებში მერისგანაც  გავიგე, რომ მალე ძმა ეყოლება და  თათიაზეც საბედნიერო ამბავი შევიტყვე^^, ხოდა ალბათ ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა და ზუსტად  სევდიანი, მაგრამ ბედნიერი სახით დამესიზმრა…  მერის ძმის ამბავი მართლა შოკი იყო, მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდა ^^ მაშინვე ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა : მერი პირველი შვილიშვილი იყო და ყველას ძალიან უყვარდა და ანებივრებდა, მაგრამ გაჩნდა მარიამი, მისი და, ხოდა მერიც ეჭვიანობამ აიტანა და ყურადღების ნაკლებობა იგრძნო, ხოდა მოჰკიდა თავის ახალშობილ დას ხელი და ნაგავში უპირებდა გადაგდებას 😀 იმედია სწორად მახსოვს. მაშინ მერი ალბათ 5 ან 6 წლის იქნებოდა,  საბედნიეროდ მარიამი ნაგავს გადურჩა და ახლა უკვე დიდი გოგო გაიზარდა. ხოდა მოკლედ, არვიცი რას ერქმევა, მომავალ ვაჟკაც თინიკაშვილს, მაგრმა უკვე წარმომიდგენია როგორ ეყვარება მერის ის ❤

Anyway, მინდოდა ეს რაღაც მომეყოლა ვინმესთვის, მაინტერესებს ნიშნავს რამეს სიზმრები? და ეს გოჭი? რა უნდოდა, რას მერჩოდა? ღმერთმანი (მიყვარს ეს სიტყვა) უაზრო სიზმრები დამჩემდა…

Advertisements

4 thoughts on “უცნაური გოჭი

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s