Enjoy the little things

გეცნოთ ალბათ, ზომბილენდის წესი ნომერი 32. ყოველთვის, როცა იმას ვერ ვიღებ რაც მინდა, ან საერთოდ თუ ვერაფერს ვერ ვიღებ, ვცდილობ, რომ წვრილმანებით გავიხარო. აი დღეს რა მოხდა, დიდის ამბით გავეკიდე ჩემებს საყიდლებზე და მივხვდი რა ცუდი ყოფილა როცა ხელფასი არ გაქვს და დედაშენს ან შენს დას უნდა უყურო ჩექმებიანი კატის თვალებით, რომ რამე გიყიდონ. გადასარევი მარტინსები ვნახე რივერ აილენდში, მაგრამ ჯერ ჯერობით მარტო იდეაშია. ანუ მანამდე ვიფიქრებთ, სანამ ვინმე ჯიბესქელი, ფულიანი, “ტრაკუცუნა” გოგონა არ მივა და არ იყიდის. მდაჰჰ…

ყველაზე ცუდი იის იყო, რომ აბსოლიტურად ყველა მაღაზიაში, რომელშიც შევედით, სხვა მყიდველები ფასებს მე მეკითხებოდნენ, ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველას გამყიდველი ვეგონე… ისე ბოლოს ერთმა ბიჭმა მკითხა, ცოტა დიდ ზომას ხომ ვერ მომცემდითო და მე უხერხულად გამეცინა, აააარ ვარ მე გამყიდველი მეთქი და მერე ვინანე, რატო არ მოვატყუე რაღაცები მეთქი. მაგალითად, “მოითმინეთ, ახლავე”, ან “ეგ ზომები უკვე გამოილია, მოუსვით აქედან!” კაი იქნებოდა :დ მერე მივხვდით, ჩანთა არ მქონდა და ყველას ეგონა ალბათ აქ მუშაობსო… ეავიცი ეავიცი…

ხოდა მოკლედ, იმ აზრმა, რომ ჩემს მარტინებს ვიღაცა ჯიბესქელი იყიდიდა, დამგრუზა. დამგრუზა მერე ზოგადად ქვეყნის მდგომარეობამ და პირველად ცხოვრებაში გავიფიქრე კაპიტალიზმის არ-ვარგობაზე. საბედნიეროდ ეგ აზრი მალევე გაქრა, როცა გამახსენდა სოციალისტური CCCP-ი და ნამგალი და ურო…. საბედნიეროდ, ამ აზრებმა მალე დამტოვეს, თუმცა უარესებმა მომიარეს…

უკვე ვფიქრობდი, სახლში მისვლისას ის თავის მოკვლის 10 უმტკივნეულო გზა ხომ არ მეცადა, მე და ლაშამ რომ შევადგინეთ მეთქი, მაგრამ  შოპინგზე იძახიან კარგი ანტი-დეპრესანტიაო, უბრალოდ მერე ისე იღლები, ის შენი პრობლემები სულ ქინძზე გეკიდება, არ აქვს მნიშვნელობა ქინძი გაქვს თუ არა… ჩემმა დამ მიყიდა “საროჩკა” , ქართუალდ პერანგია ვიცი მაგრამ რეაღაცნაირად ჟღერს… თან თავისი პირველი ხელფასით მიყიდა, ისე კი არა ^^ შემოვიცვი ეს ჩემი “საროჩკა” და გზაში უნებურად ყველა სარკეში ვიხედებოდი 🙂

უკვე სახლისკენ მომავალ გზაზე ტატკო მწერს “ნატა ნახე რა მაგარი მთვარეა”, უცებ გამახსენდა, დღეს და ხვალ სავსე მთვარეა, დავიწყე კანტუზიანივით ცაში მთვარის მოძებნა, ვერ ვხედავდი მაგრამ უცებ….  სასწაული ხდება როცა ვუყურებ ^^ არ ვიცი, მიყვარს…  ნილ არმსტრონგ, მშვიდად განისვენე, მაგრამ, ნეტავ იცოდე როგორ მშურს შენი…

Advertisements

5 thoughts on “Enjoy the little things

  1. მე არ მიყვარს შოპინგი… მძულს, მაგარი დამღლელი რამეა. :დ მარა ახალი რამეები კი მიყვარს,
    ინტერნეტ-შოპინგი ამიტომ რაა ^_^

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s