Moony thoughts

მე5 სართულის აივანზე ვიდექი და სულ მეკიდა სიმაღლის შიში რომ მქონდა, ჩემთვის მთავარი იყო მთვარე, რომელიც მთელს ქალაქს დაჰყურებდა, ქალაქი კიდევ ჩუმი და თბილი იყო. არანაირი ზედმეტი ხმა, არანაირი ზედმეტი მოძრაობა. ვიდექი და ვუყურებდი, მერე ზემფირას Мы разбиваемся გამახსენდა, კერძოდ ციტატა სიმღერიდან “Звонки телефонные, под луной Границы условные, – я с тобой “ , რაღაცნაირად გული შემეკუმშა და მოვკურცხლე აივნიდან 😦

მას შემდეგ 3 დღე გავიდა, სიცხეც მქონდა, ვინერვიულე კიდეც, ვიჩხუბე კიდეც, შევურიგდი კიდეც, გავიცანი კიდეც…

და… ჯერ არეულობაა ლაშასთან, რაღა დავწერო არ ვიცი.

ხო რა თქმა უნდა ნუ დაივიწყებთ არტბურგერს, რომელიც ჯერ კიდევ ცხვება!

სიყვარულით , ვაიბი

Advertisements

9 thoughts on “Moony thoughts

  1. იცი როგორი პოსტი იყო?
    თბილი.
    ასეთი თბილი პოსტი პირადზე არ წამიკითხავს… საერთოდ პირადზე თითქმის არ ვწერ, მაგრამ ისე მომეწონა აუცილებლად უნდა ვცადო… ვშიშობ კარგად არ გამომივა (თან რომ არ მოგატყუო პირადში ისეთი პირადულები ტრიალებს ამ წუთას, რომელსაც ლამისაა საკუთარ თავს ვერ ვუთხრა)
    ჩვენი არტბურგერიიიი… ჰო, ცხვება ჯერ და მგონი გემრიელი გამოდის, ხოიცი )))

    • Natsy ❤ ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარის წაკითხვა ^^ დიდი მადლობა ❤ იცი, ეგეთი ფიქრები მეც მაწუხებს, ანუ რაშიც ჩემ თავს ვერ ვუტყდები, მაგრამ კარგია როცა წერ პირადზე, ასე თუ ისე უშვებ შენიდან ამ ყველაფერს და წყნარდები. ჩემი ბოლო 5 თუ 6 პოსტი სასტიკად პირადულია და გუშინ ღამე ვფიქრობდი ხომ არ წამეშალა… ვყოყმანობ ძალიან.

      • არა, არწაშალო… პირადული პოსტის წაკითხვა დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ… მარტო ამ სიამოვნებად ღირს პირადზე წერა♥♥

  2. ყოჩაღ კარგი პოსტია ♥
    საერთოდ 2 ბლოგს ვკითხულობ – ამას და ფორთოხლის გოგონას და მინდა გითხრა რომ ნამდვილად გამორჩეული ხარ ♥

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s