ძალიან იმოქმედა. მეშინია არასწორი შეფასება არ მივცე ამ ყველაფერს და ჯობია თქვენ წაიკითხოთ და შეაფასოთ.

∞ spleet ∞

ყოველთვის იყო ცინიკური, ეგოისტი და არც ვინმე ყვარებია მთელი გულით. ასეთ ადამიანებს მარტივად ბოროტებს ეძახიან. ჰო ბოროტება მისთვის არ ყოფილა უცხო. პირიქით შესისხორცებულიც კი ჰქონდა. სამაგიეროდ სიკეთე იყო უცხო ხილი.

ნუ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მაგრამ, ყველაფერი მთლად-მთლად შეიცვალა, როცა უთხრეს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანებს ცუდებად და კარგებად ყოფდნენ და შესაბამის ადგილებში გზავნიდნენ. მას სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ ფიქრმა იმაზე რაც მის მერე ელოდა მართლაც შეაძრწუნა. სიცხეს ვერ იტანდა, ვერც ძაან სიცივეს. ანუ ჯოჯოხეთში თავს მართლაც არაკომფორტულად იგრძნობდა. და ვინაიდან სიკვდილი ოდესმე მასაც მისწვდებოდა, გადაწყვიტა სამოთხისკენ მაინც გაენაღდებინა საგზური.

ეკლესიაში სიარული დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მანამდე ათეისტი იყო.

_ არაფერის შეცვლა არაა გვიან !

გაიფიქრა მან. მართლაც მხოლოდ ათი წლის იყო და თუ რამის შეცვლას დააპირებდა(საკუთარ თავში რასაკვირველია) წარმატებითაც განახორციელებდა.

მართლაც სულ მოკლე ხანში შეძლო და კეთილი გახდა.

მერე დიდხანს ეცადა სამოთხის ძიებას. მიხვდა რომ დედამიწაზე ვერ იქნებოდა. ეძება, ეძება, მაგრამ ვერაფრით  მიწვდა.

ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა, რომ ღმერთი…

View original post 53 more words

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s