რას ვუსმენ მე დღეს

საერთოდ, ვთვლი, რომ ერთიდაიგივე მუსიკაზე ჩაციკლვაზე მოსაწყენი არაფერია. ის ადამიანებიც, რომლებიც მუდმივად ერთ ჟანრს უსმეენენ, ვფიქრობ მშიშრები არიან, სცადონ რაღაც ახალი. მე რაც შემეხება, “ჩაციკლული” ალბათ პარამორზე ვარ, თუმცა პარამორის პარალელურად ყოველთვის ვუსმენდი სხვადასხვა “ვეშებს” (ეს სიტყვა ვეში listen.ge-ს ადმინებისგან დავამუღამე, თან როგორია ერთი სახლში რომ გიზის).

ამ პოსტში მთლიანად ვივიწყებ კალსიკურ როკს, 60იან წლებს და ა.შ . ძირითადად ალტერნატივა მომწონს, 90იანებიდან, რატომღაც სასტიკად თიინეიჯერული, ხმაურიანი, მამოძრავებელია და აი ისეთი, როცა უსმენ ადგომა და გიტარით ყველაფრის დამტვრევა რომ გინდა 😀 ცოტა არ იყოს, არაუსაფრთხოდ ჟღერს, მაგრამ რა ვქნა.  მართალი გითხრათ, იმ ბენდებში, რომლებსაც დღეს მე ვუსმენ, ნირვანა არ შედის. მესმის მისი ღვაწლი ალტერნატივის ჟანრში და მთელი ამბები, უბრალოდ ვთვლი რომ ნირვანა ძალიან მეინსტრიმია 😀 და პრინციპულად არ ვუსმენ. ინდიც ძალიან მომწონს ^^  მოკლედ, ჩემი საყვარელი ბენდების ჩამონათვალი ამჟამად :

Paramore
Weezer
Fall out boys
Gorillaz
All american rejects
Green day
Offspring & Oasis (რამდენიმე ჰიტი)
I Blame Coco
The Strokes
Pink
The Pretty Reckless (იშვიათად)
Звери

ამ ყველაფრისგან ძალიან შორს მყოფია Земфира, რომელსაც ჩემს გარშემო სულ 4 ადამიანი ვუსმენთ, სამწუხაროა, ვგიჟდები მის რეალობასთან ოდნავ აცდენილ ტექსტებზე, მუსიკაზე , ხმაზე… მოკლედ, იდეალურია ჩემთვის, თვითონ სოლისტიც, ძალიან მომწონს, როცა ვუსმენ რაღაცით მეტი მგონია თავი.
ლამის ჩემი ზაფხულის აღმოჩენა, Radiohead-ი დამავიწყდა. ნოდარ, მადლობა რომ არსებობ :დ ადრე თუ გვიან, მომიწევდა რედიოჰედის მოსმენა, მაგრამ ამ ადამიანმა, ზუსტად შეარჩია დროც და სიმღერებიც და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ რედიოჰედთან მარტო ყოფნაზე მაგრად აღარაფერი მისწორდება… ეს ნამდვილად ერთ-ერთი გენიალური მუსიკაა.

 მგონი ურიგო არ იქნება, ყველა ჯგუფიდან, ერთ-ერთი ორიგინალური სიმღერა მოგასმენინოთ.


Say Ain’t so (ანუ ჩემი კოკაინი)

ამათი მუსიკა და კლიპები…. ❤ სასწაულ ტალღაზე მაყენებს

ამის მოსმენა მიყვარს საღამოს, ბნელ ოთახში, მხოლოდ ლამპიონის შუქი რომ შემოდის…

უიმედობის დროს ❤ move along

მეც და ყველას, ვინც უსმენს ამ სიმღერის mp3 ვერსიას, ელიოტი კაცი ჰგონია…

we can always we can always Party on our owns.. so raise your (aaah fuck) …

Somebody mixed my medicine..  I don’t know what I waaant…

და რათქმაუნდა, რედიოჰედი, ბოლოსთვის მოვიტოვე… რედიოჰედი მისი creep-ით, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. so I’m a creep, I’m a wierdo ❤ მართალი გითხრათ, დეპრესიულ პერიოდს დაემთხვა ჩემი რედიოჰედზე ჩაშეყავრებულობა და ის ადამიანი, რომელიც ჩემგან ამ დროს წავიდა, რედიოჰედმა შეცვალა! მდაჰ… გიჟურად ჟღერს ხომ?

დღეისთვის ეს იყო ❤ არადა სასაცილო ისაა, სანამ ამ პოსტს ვწერდი, ვინც ჩემი ფეისბუქის კედელს ადევნებდა თვალს ნახავდა, მეტალიკა, ფინქ ფლოიდი, ეტა ჯეიმსი და ა.შ გავიზიარე :დ  მიხვდით? კაი კაი წავედი :დ

Advertisements

18 thoughts on “რას ვუსმენ მე დღეს

  1. ისე მოხდა, რომ აქიდან მხოლსდ radioheadს ვუსმენ..
    არც მე ვარ ჩაციკლული ერთზე, საქმე ისაა, რომ ბევრზე ვარ ჩაციკლული :დ
    პინკ ფლოიდი, ლედ ზეპელინი, დიფ ფარფლი, განზენროუსი, EUROPE(ეს ქართულო ასოეებით როგორ დავწერო) ნირვანა, ეისიდისი(სულ რამდენიმე სიმღერა)
    და რავიცი, არ მახსენდება ახლა ))
    Paramore მომეწონა, კარგია ნამდვილად..
    და ლისენ.ჯი რატომაა გაჩერებული?? ნამდვილად მოსახერხებელი საიტია )))

    • რავიცი, ვერ იცლიან საიტისთვის ალბათ , მართლა არ ვიცი, ახალი დიზაინით და უკეთესი ფუნქციებით უნდა დაბრუნდეს და ამიტო ფერხდება ამდენხანს. აუ რას ერჩი შენ როკის კლასიკებს უმსმენ, ანუ ჭეშმარიტ როკს! და ეს უფრო აჯანყებისთვისაა :დ სულიერი, გონებრივი აჯანყებებისთვის

      • ჰო, მაგრამ იცი რა არ მომწონს? რომ იბრალებენ ვგიჟდები პინკ ფლოიდზე ტატარატარა.. და ამითი ამაყობენ, მაშინ, როდესაც მთელი დღე მხოლოდ უიშ იუ უარ ჰიას უსმენენ და თავი პინკ ფლოიდის ფანებათ მკაქვთ..
        რავიცი რავიცი…. არც მე მაწყენდა რამე ახლის აღმოჩენა

  2. მომწონს შენი გემოვნება,თუმცა მხოლოდ იმით ვერ ვიხელმძღვანელებ შენს პიროვნებაზე, რომ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ მუსიკოსებს უსმენ, მართალია ამ ყველაფერს “მრავალფეროვანი” შეიძლება დაარქვა,მაგრამ არა გემრიელი კოქტეილი. ძალიან ცუდად შემომეკითხა შენი ერთი-ერთი მოსაზრება, რომ ვინც ერთ ჯანრს უსმენს, ან ერთ სიმღერას აფანატებს ის შეიძლება ერთფეროვანი ადამიანი იყოს და შესაბამისად უინტერესო. არა და მუსიკა რაა ? შენი შინაგანი სამყარო, რომელსაც უკეთ გამოხატავს მელოდია, ის სტროფები, რომლებიც იმდენად გწვდება რომ საკუთარ თავს პოულობ მასში )) მე მყავს მეგობარი,რომელიც მხოლოდ დაბსთეფს უსმენს, ვერ გუობს უბრალოდ სხვა ჯანრს, მაგრამ ამავდროულად ის საინტერესოა, გამოირჩევა კრეატიული აზროვნებით, რატომ? იმიტომ რომ ის ეძებს ამ სტილში მუდამ ახალ ბიტებს, ახალ ჟღერადობას )) თუ შენ ვერ უგებ ასეთ ადამიანებს, გამოდის ობიექტურად ვერ მსჯელობ, მას ვერ უგებ და იცი რაში ? მუსიკის სიყვარულში ))

    • მე ერთი და იგივე მუსიკის მოსმენაში ვიგულისხმე ის მომმენტი, როცა რაღაც ახალს არაფრის დიდებით არ უსმენენ. მეც მყავს ეგეთი მეგობარი, ვერაფრით ვერ მოასმენინებ თანამედროვე როკს, რადგან მისი აზრით ლეგენედბი დაიღუპნენ და მათზე მაგარ მუსიკას ვეღარავინ შექმნის. ეგ უკვე პრინციპის ამბავია, მე ვფიქრობ. და ის ადამიანი მე მართლა ვერ მიგებს მუსიკის სიყვარულში, მე ვიჩაგრები ხოლმე 😀 კაგრი გასაგები და საინტერესო იყო შენი პოზიცია.

  3. აქედან მარტო პარამორს და გრინ დეის ვუსმენ, ვნახავ სხვებსაც იქნებ მომეწონოს ^^
    პოსტი ნამდვილად კარგია.

  4. ძველი “როკელები” არც მე მიყვარს და ერთხელ,ზეპელინის სოლისტზე რო ვთქვი კი არ მღერის,კნავის-მეთქი,ჩამქოლეს კინაღამ….თითქოს ღვთაება იყოს,ღმერთი და მათზე ცუდის თქმა ცოდვაა…არადა კნავის… მაგას ჩესტერ ბენინგტონის ბღავილი (როგორც ზეპელინების ფანები უწოდებენ) მირჩევნია..
    თანამედროვე ალტერნატიულ როკ ჯგუფებში ფლეისბო და ლინკინ პარკ-ია ჩემთვის ყველაზე ისეთი,კარგი…
    მაგრამ თითქმის ერთი წელია დაბსტეფს ვუსმენ…ოღონდ დაბსტეფი მარტო ის ჟღრიალ-ჯგრიალი არ არი,სკრილექსი და ბორგორი რასაც უბერავენ…
    აი ნახეთ,მალე რამდენი დაიწყებს დაბსტეფის მოსმენას და შეიძლება ეგეც მეინსთრიმი გახდეს სულ მალე,შეიძლება კი არა და უეჭველი გახდება…

    • კარგი მაგალითი მოიყვანე შენ ტიპიური გაღმერთების როკ ვარსკვლავისა, აი ჯონ ლენონი რო ავიღოთ, ყველას უყვარს და ყველამ იცის რო “მაგარი კაცი” იყო, მაგრამ რო კითხო რატოო ვერ გეტყვიან.. მაგაზე ვგიჟდები… ჩემი აზრით როცა რამეს ეგრე აკერპებ, ზუსტად მაშინ გიყვარდება რაღაც მეინსთრიმი… აი მე ნირვანას იმის გამო ვერ ვუსმენ რო მეინსთრიმია… რომც მოვუსმინო ხალხს არ ვეტყვი, “auuuuuu Kuurt dagvibrundiIiiii:X:Xxxx:x” -მეთქი და ეგეთებსაც არ დავიწყებ არასდროს … მე მიყვარს ჩემი რიგინა ალტერნატივა, შიგადაშიგ მაგარი ჯახაჯუხით და წმინდა თინეიჯერული სულით…. \m/

      • “auuuuuu Kuurt dagvibrundiIiiii:X:Xxxx:x” :დდდდდ
        მასე ვარ ზეპელინებზეც,ფლოიდებზეც…ყველა უსმენს და ამ დროს Kashmir-ისა და Stairway To Heaven-ის მეტი რო არ აქვთ მოსმენილი…
        15-16 წლის ბავშვს პინკ ფლოიდების საკმაოდ “გაფრენილ” და ღრმა ფილისოფიურ შემოქმედებაზე რატო უნდა აბოდებდეს ვერ ვხვდები,იმიტო რო დარწმუნებული ვარ,არაფერი აზრი არ ესმით ფლოიდების სიმღერებში.
        აი დაბსტეფი კი ენერგიით მავსებს და დადებითი მუხტი მოაქ,თან გაბრაზებულზე რა სასიამოვნოა ბასები და “ვობლები” ყურებს რო გფხანენ ^^
        ნუ მოკლედ… :დ
        მთავარია იპოვნო შენი სულის მუსიკა (შენს შემთხვევაში ალტ.როკი,ღრიალ-დგრიალი,ჩემში – დაბი-დუბი,ჭჟჟიიუმ-პიუმ და არა თქვა რო მე დღეიდან გემოვნებიანი ადამიანი ვარ და ნირვანას ვუსმენ,ვსო… (არც ეგენი მევასებიან) ) :დ

        P.s. ის სასიამოვნო მომენტი,როცა შენი აზრის ადამიანს იპოვნი.

      • :highfive: ზუსტად, ზუსტად ზუსტად ეგაა, აი შენ დაფსთეფი ენერგიით გავსებს და გსიამოვნებს, მე ალტერნატივა და ფენიქსის რაღაცნაირი რითმები მოძრაობას და ცანცარს მაწყებინებს და მიხარია :დ აი უამგრესი გრძნობაა და მერე მოვიდეს ვინმე ფლოიდისტი და მითხრას საძაგელი გემოვნება გაქვსო? იქვე მოვკლავ :დ ხო დაბი-დუბი,ჭჟჟიიუმ-პიუმ < მაგარი იყო :დ
        P.S ეგ მომენტი მეც გამიხარდა :brofist:

      • მასეთ მომენტებში მეც მზად ვარ ვიღაც შემოვიკლა ხელში…მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე,ვაგრძელებ “ჭჟჟჟიუუმ-პიიუუმს” და ჩემი მუსიკალური გემოვნების გამო ჩემი მეზობლებიც არ მცემენ მაინც და მაინც დიდ პატივს 😦 :დ

      • მე საერთოდ ჩემი და თუ სახლშია ვერაფერს ვუსმენ, პაპსავიკია, ჯახაჯუხს ვერ იტანს და ვიჩაგრები მაგრად, მეზობლებს არ ვინდობ მარტო თუ ვარ :დ

      • არც მე ვინდობ… არ არიან ეგენი ღირსები :დ მე ვინც გინდა იყოს სახლში (ერთადერთი ვინმეს თუ თავი სტკივა მაგ შემთხვევის გამოკლებით(ნუ ცოტა ხანში ყველას სტკივა ხოლმე თავი,მარა…) ) ვუსმენ და ვუსმენ როცა მინდა :დ

      • ჩემს დას სულ ტკივა როცა ვრთავ ჩემს ფლეილისტს :დ ხოდა თან 20ისაა და თან წიკვინააა და ვნებდები ხოლმე :დ

      • მეც უფროსი და მყავს,მაგრამ არ ვინდობ ხოლმე და ბოლოს იმის სიხარულით ამთავრებს,რომ მხოლოდ ლეპტოპის დინამიკებით შემოვიფარგლები და რამე სხვა,უფრო საშინელება არ მაქ :დ

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s