Awesome me

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანის გაზიარებული ფოტო მომხვდა თვალში (უკვე მეორედ ვწერ ანის გაზიარებულ ფოტოზე პოსტს, I’m such a parawhore). გუშინდელი მოწყენილი და ემოციურად მკვდარი დღის შემდეგ გადავწყვიტე, მოდი რატომაც არა, ვიქნები დღეს გადასარევი მეთქი.  And so I  started  being an awesome.

ჩემი შესანიშნავობა, დაიწყო იმით, რომ თავს მივხედე, ჩავიცვი ადამიანურად, მოვწესრიგდი მერე კი ცოცხი ავიღე, ავიღე და თავი ფიფქიას მივამსგავსე. მახსოვს მულტფილმიდან კადრები, ფიფქია ალაგებს, თან ჭასთან მტრედებს ელაპარაკება…

  საკმაოდ შევიჭერი როლებში და დავიწყე მეც (მთლად ფიფქიასავით ვერა, მაგრამ მიახლოვებით) ღიღინი… თან ხომ ვიცოდი, რომ ცოტახანში ჩემი პრინცი ჩამოივლიდა, ჩემი ხმით მოიხიბლებოდა და მეც უფრო თავმოვწონედ ვმღეროდი. წარმოვიდგინე, ჩემი პრინცი მოდის და მეკითხება :

 – What are you doing?
– Being awesome.

მერე, როცა ფიფქიობას თავი დავანებე, ფიონა გამახსენდა, დატანჯული, სევდიანი, ნაღვლიანი ფიონა, რომელიც, კოშკიდან უიმედოდ იყურება და ელოდება თავის რაინდს. ლამის მეც, ჩემი მეორე სართულის ფანჯრიდან, დავიწყე ყურება, საბედნიეროდ “ლამის” მეთქი. თუმცა გონებაში კი, ველოდებოდი, რაინდს არა, შეტყობინებას რაინდისგან “მოვდივააარ!!! Hurayyyyy!!!!” – რომელიც, რაღათქმაუნდა, არ მოვიდა. თუმცაღა მე თავი სევდას ვერ მივეცი, რადგან დღეს მე გადასარევი უნდა ვყოფილიყავი, ურაინდოდ და უპრინცოდ.

გარეთ გასვლის დროც დადგა, ისე უნდა ჩამეცვა, რომ გადასარევი ვყოფილიყავი, ავიღე ჩემი ძველი ვანსები, სქინი ჯინსი :დ ჩემი ხატიასთვის აწაპნული მაისური და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, შავი, პატარა ჟაკეტი. ანუ ყველაზე ჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, მაგრამ მთავარი იყო, მე ვგრძნობდი თავს გადასარევად. დავრბოდი და ჩრდილში ჩემს სქინი ჯინსს ვუყურებდი, მომწონდა :დ მე ხომ გადასარევი ვიყავი? ვიჯექი და ფეხებს ზემოთ ავწევდი, ჩემს ვანსებს ვათვალიერებდი, ძველები, მოთენთილები, მაგრამ სიმპათიიურები იყვნენ. 😀  ანუ awesome-ობა კარგად გამომდიოდა.

 არ ვიცი რამედნად გადასარევად ვიცინოდი, ვხმაურობდი და ვმოძრაობდი. მთავარია, ფაქტია, საღამომდე, ანუ მის Long distance call-მდე თავს გადასარევად ვგრძნობდი. მერე ცოტა დავიბენი და გადამავიწყდა awesome-ობა.

 ამ პოსტზე ღამის 3 საათზე იმიტომ ვიწვალე, რომ, რამენაირად მიმეხვედრებინა, ის , რასაც უჩემოდაც მიხვდებით, უნდა იყო გადასარევი, აი ისეთი რა, ამერიკელები ჟარგონულად, მაგარი ხმით რომ დაიძახებენ, “(s)he is awesome”… იყავი მშვენიერი, გასაოცარი, გადასარევი, რატომაც არ უნდა იყო? წარმოიდგინე როგორ გაახარებ შენს გარშემომყოფებს, რამდენ სიხარულს გასცემ და საპასუხოდაც იგივეს მიიღებ. იყავი გადასარევი და მერე პრინციც მოვა ^^

Advertisements

16 thoughts on “Awesome me

      • კი მაგის, დისნეის.
        მაგრამ დროებითი და მარტივად გადასალახი იქნება.
        მთავარია მონდომება – როგორც ყოველთვის

      • აჰა, გასაგებია, თუმცა კომპლექსი რომ დაამარცხო კომპლექსის არსი უნდა გესმოდეს, მე კი არ ვიცი რა არის ალისას კომპლექსი 😦

      • არარეალურ სამყაროში და სამყაროთი ცხოვრება. (ზღაპრები, პრინცები, პრინცესები, კეთილი იმარჯვებს ბოლოს, სამყარო ვარდისფერია და ასე შემდეგ)

  1. ვაიმე რა შაყვარლობაა, შენ ხარ შაყვარელი რაც მთავარია ^^
    ჰო, ნუ ეგ being awsome მგონი ცოტა ძნელია, ყოველდღიურ ცხოვრებაში… მაგრამ ყოველდღიურად მისი განცდა რომ შეიძლებოდეს, ალბათ awsomeც არ იქნებოდა ))

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s