Night at Pizzeria

ღამეა. არც ცივა არც ცხელა, მაგრამ ჩემი ლურჯი ჟაკეტის ჯიბეში მაინც მიწყვია ხელები. თმა შეკრული მაქვს, მაგრამ მაინც გაპუწული, მხარზე ჩანთა მაქვს გადაკიდებული და საიდანღაც გამოძებნილი შარვალი მაცვია და საერთოდ არ ვაპირებ იმაზე ფიქრს მიხდება თუ არ მიხდება. გვიანია შემოდგომისთვის, მაგრამ მერე რა რომ სახლი შორსაა, ველოსიპედი აქვე, ბოძზე მაქვს მიბმული.

10 წუთიც და წარწერა  “Best Pizza You Will Ever Taste” ჩაქრება, 10 წუთიც და გამოხვალ. გამოხვალ დაღლილი სახით და ზურგზე ჩანთით და მომესალმები. ალბათ ჩემს ღიმილს ვერც შეამჩნევ. ველოსიპედის დახსნაში მომეხმარები და დავუყვებით დაღმართს. დაღლილი, მსუბუქი ხუმრობებით და მომავლის იმედებით.
ქუჩაზე გუბეები განათების შუქს აირეკლავენ. ალბათ მარტო მე მომწონება მათი ყურება.

ჩვენს გზაჯვარედინამდეც მივალთ. გავჩერდებით, შენ დაღლილი მეტყვი “ხვალამდე. გამეხარდა რომ მოხვედი” და ამ დროს შეიძლება გაიფიქრო “ყოველდღე ერთიდაიგივე”…

მაგრამ, ხომ შეიძლება შეამჩნიო როგორ მიყვარხარ… არ დაფიქრდები, რომ გზაჯვარედინს ჩვენი გზების გარდა სხვა ორი  შესახვევიც აქვს და შეიძლება გავუხვიოთ და ბედნიერები ვიყოთ? Let’s do something stupid and become happy.

So why don’t we go somewhere only we know.

 

Advertisements

4 thoughts on “Night at Pizzeria

  1. აააააააააააააა ნატალიიიი ^^^ დრაFტში რამდენიხანია პოსტი მაქვს “გზაჯვარედინზე” რაღაც დავინახე რისი დაწერაც მინდოდა ^^ აილაიქიუ : D

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s