Underground

IFLT:  შედიხართ, შენს წინ ჯდება, ყურსასმენებით, კოლით და დიდი ღიმილით. ფეხზე ვანსები -Not bad, Skinny Jeans – not really bad, მოვარდისფრო ჟაკეტი – ამმმ ალბათ თამამი ტიპია ვარდისფერი რომ აცვია, მაისური? მწვანე, რაღაც ისეთები ახატია, უეჭველი ვიცი ლაშას რომ მოეწონებოდა :დ თმა – გაბუჩქული, ეგეთების ასაკიდან კაი ხანია გამოვედი, მაგრამ მაინც კაი ტიპი ჩანს . სანამ მატარებელი დაიძვრებოდა თავისუფლად მესმოდა ის მუსიკა რომელსაც უსმენდა, ვიფიქრე ცოტაც და დაყრუვდება მეთქი.
არ მიყვარს მეტროში მარტო ჯდომა, მითუემტეს ყურსასმენების გარეშე, არ ვიცი რა ვაკეთო ან ვის ვუყურო. ერთი პერიოდი მეტროში ისეთი გათიშული, ბედნიერი ჩავდიოდი სამგორ-ავლაბარს შუა რომ საშინელი სუნია საერთოდ ვერ ვგრძნობდი ხოლმე :დ
ამჯერად დავფიქრდი მეტროს რაობაზე და იმაზე, რამდენხანს გაგრძელდებოდა მისი წინ ჯდომა და ქურდული თვალის გაპარებები ორივე მხრიდან. მაგრამ საერთოდ რა აზრი ქონდა, გარეთ  დღეში რამდენი უცნობი იპყრობს ჩვენს ყურადღებას და სიმპატიას, უთვალავი, თუმცა აზრი? ისინი ხომ უცნობები არიან და უცნობებად დარჩებიან. ყველაფერი რაც გრჩება არის  :

ჩემი მზერა მის კედებზე- მისი  მზერა ჩემს კედებზე,
მზერა მის  შარვალზე –  მზერა ჩემს ჭრელ შარვალზე,
მზერა მის  აიპოდზე – მისი მზერა სამაჯურზე, რომელსაც უკვე იმის გამო ვმალავდი, რომ მეინსთრიმი გახდა,
ღიმილი მის პირსინგზე –  გაკვირვებული სახე,
მზერა მის  კოკაკოლაზე “აუ მეც მწყურია” –   მზერა კოკაკოლაზე “უი შენც აქ ხარ?”
და მერე, ის დგება, ცოტას ყოყმანობს და გადის. მორჩა, შენ მას ცხოვრებაში ვეღარასდროს ნახავ, არ იცი სად ცხოვრობს, რა ქვია, რა მუსიკას უსმენდა ასე ხმამაღლა და არც ის იცი ვისთან მიდიოდა, ერთადერთი რაც მასზე იმდღესვე გავიგე, იყო ის, თუ სად იყიდა ის ჟაკეტი (ქარვასლაში ვიყავი წარმატებულ შოპინგზე და ერთ მაღაზიაში ვნახე).

ეეე, აღარ მიყვარს მეტრო :/

Advertisements

15 thoughts on “Underground

  1. ჩემი თავი გამახსენდა -_- მთელი დღეა ამაზე ვლაპარაკობ :დ და ყველაზე მაგარია,როცა გგონია რომ ვეღარ ნახავ და უცებ რომ შეგხვდება… უუ! ❤
    ვერ ვიტან ვერანაირ ტრანსპორტს!!! :დ
    გემრიელი პოსტი იყო ♥

    • :დდ ჰეჰე ხო ანი ეგ მართლა მაგარია, მქონია ეგეთი შემთხვევები და მეორე შეხვედრაზე ვცდილობდი თვალს არ დაეკარგა ისინი მარა მაინც დაიკარგნენ :დ

      • მე მესამედაც შემხვდა,სახელიც გავიგე და ის ერქვა რასაც ვფიქრობდ :(((( აააა ერთი ნახვით შეყვარების მჯერა უკვე ❤ :დდდ

  2. აუუჰ რა ცუდია ეგრე ვიღაცა რომ დაგაინტერესებს\მოგეწონება და ისე რომ გაუშვებ, იცი ვერასოდეს ვერ ნახავ …
    ერთხელ მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა და დღემდე ვნანობ, რომ არ მივედი და დაველაპარაკე …. :((

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s