ბავშვი ცარცით

I’m just a child with chalk in her hand, trying to draw all that happiness and pain that you gave to her.

რამდენჯერ ამიღია ხელში ცარცები, მიძებნია ადგილი დასახატად და პოვნის შემდეგ გაშეშებულს მიცქერია კედლისათვის. ახლა რა გავაკეთო? ხომ ვიცი, რომ არ შემიძლია, არ ვიცი და არ გამომდის ხატვა. არადა გონებაში რამდენი ფერი, რამდენი ფორმა, რამდენი სიუჟეტი მაქვს, რომლის შენთვის ჩვენებაც მინდა. რომ იცოდე რა ლამაზია ყველაფერი ჩემს შიგნით. მგონია, რომ ადრე შენ ამას ხედავდი, ახლა კი დაბრმავდი… დაკარგე გრძნობა…
გრძნობაზე დიდი მუზა კი ვერაფერია ამ ქვეყნად.
ხო ეს გრძნობა მაიძულებს სიტყვების გარდა, აზრის გამოხატვის სხვა საშუალებას მივმართო, რადგან ვფიქრობ დიდიხანია აღარც სიტყვები გესმის ჩემი. მერედა ეს გრძნობაც როგორ მაწვალებს? როგორ მებრძვის შიგნიდან, გარეთ გამოსვლას და გამოაშკარავებას მთხოს, თავისუფლება უნდა. მე კი, მშიშარა, ვმალავ, ვითომ მიყუჩდება და თავისით გაქრება.
ჭკვიანმა მეგობარმა მითხრა, როცა გიყავრს მაშინ ხარ ადამიანი, მაშინ ხარ ბედნიერი, მაშინ ცხოვრობ და გესმის ამქვეყნიურობის ყველაზე დიდი და ნეტარი არსიო.. და მართლაც, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, რა ჯანდაბისგამოღა ვთქვა უარი იმ გრძნობაზე,რომელიც დღეს მავსებს?
შენ მითხარი “Если ты этого хочеш, дай чуствам свабоду.” – ვიცი, სხვა რამეს გულისხმობდი, მაგრამ სულერთია, вот я и даю им свабоду.
გონება ნათდება, პულსი მიჩქარდება.
ვიწყებ ხატვას. ერთი სწორი ხაზი, მეორე მრუდი… მესამე უშნო ხაზი… ყველაფერი, როგორც ყოველთვის ისე არ იხატება როგორც გონებაშია. რატომ ხელებო? რატომ არ შეგიძლიათ…
ორ ნაბიჯს ვდგავ უკან და “ნახატს” ვუყურებ. “-კატასტროფაა! წაშალეთ ვინმემ…”

გვიანია. ცივა.

სახლში მივდივარ.
კედელზე კი უშნო ბეტმენი ან მზე რჩება.

Advertisements

8 thoughts on “ბავშვი ცარცით

  1. არაქვს მნიშვნელობა უშნო ბეტმენი თუ მზე გამოისახება შენგან , მთავარია აი ის შიგნით სულ ღრმად შენში.
    მე გიგრძენი <33

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s