Surprise…

ამ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო მეტად ცივა. ფეხსაცმელში არ შედის, თუმცა აშკარად იგრძნობა მიწის სისველე, ვერ ვიტან წვიმას. ერთი სული მაქვს სახლამდე მივაღწიო. ჩემი ეზოს უსწორმასწორო ასფალტზე ბარბაცით, სრიალით მოვდივარ და სადარბაზოს დანახვისას სიჩქარეს ვუმატებ (სტიმული მეძლევა  სახლში მისვლისთვის). სადარბაზოს გავდივარ და კიბეებამდე მისაღწევ ორ საფეხურზე ავდივარ. უცებ ვჩერდები, მოუბრუნებლად ნაბიჯებს უკან ვდგავ, გიყურებ. იმის შიშით რომ არ შეამჩნიო, ვითომშეუმჩნევლად ოსტატურად ვიხედები გარშემო, ვინმეს ხომ არ ელოდები… აშკარად არავინაა… დგები ფეხზე… მე უკვე ვხვდები სახლში მოკურცხვლის დროა… მაგრამ გვიანია… მესმის “ნატა!” ვიყინები, ახლა რაღა ვქნა?
ძლივს ვბრუნდები შენსკენ, ძლივს გიყურებ, რა გაცვია, როგორ გამოიყურები, ნახევარი წელია არ მინახიხარ. არ მინდა სახეზე გაოცება შემეტყოს, არც გახარება, ანდა როროგრ უნდა მიხაროდეს ამდენი უშენო გონებისმტანჯველი ფიქრის მერე, ასე უცებ შენი აქ, ჩემთან, ასე ახლოს დანახვა? ჟოლოპიდან თქრიალით წამოსული წყლის ხმა მაღვიძებს ფიქრებიდან, მესმის კითხვა “რა გჭირს? როგორ ხარ?” ვიცოდი, რომ ბიჭები ურთიერთობის საქმეებში მოსულელოები იყავით, მაგრამ ასეთ რამეს არ მოველოდი. ნუთუ შეიძლება გაიკვირვო რეაქცია გოგოსი, რომელსაც, ღმერთმანი, ძალიან ადარდებდი, ცდილობდა შენთან საერთოს ქონას და შენარჩუნებას, შენ კი ყველაფერი დაიკიდე და ახლა, ნახევარი წლის შემდეგ დაინტერესდი როგორაა…  ამიტომ, ნამდვილად არ ვიცი რა გიპასუხო. ნეტა შეიძლებოდეს, ამდენი ბრაზის, ამდენი გააზრების (რომ მე და შენ ერთმანეთი არ გვჭირდება) მერე მაინც ჩაგეხუტო… იმიტომ, რომ რაც არ უნდა მკითხო ამ წამს ვერ გიპასუხებ. ვერც გეჩხუბები, ვერც გკითხავ რატომ-მეთქი ბევრ რამეზე… ძალიან რთული იქნება… ჩახუტება კი ისეთი მარტივია, ისეთი თბილია, ისეთი მშვიდია… ნეტა შეიძლებოდეს ჩაგეხუტო, მერე წახვიდე ისევ, აღარ უხდება წვიმას და საღამოს ჩვენი ერთად ჯდომა და სისულელეებზე სიცილი. მერე მე მომენატრები ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილხარ.
ამ ყველაფრის გაფიქრებისთვის 2 წუთი უკვე გამოვიყენე. შენ სულელივით ისევ მეკითხები “რა გჭირს, რატო გაშტერდი?” (ზრდილობით არასდროს გამოირჩეოდი) … მე ჩემი გაპარული ხმით ვახერხებ პირველად თქმას “აააარა იცი ცივა, უნდა ავიდე” ისევ ვბრუნდები უკან, შენ ჩემს დაჭერას ცდილობ მაგრამ ჩემს ზურგჩანთას ეჯახები, რა სასაცილოა, მაინც ახერხებ მაჯაზე ხელის ჩავლებას და არ ვიცი ამას როგორ ახერხებ, 180გრადუსით მატრიალებ და მიხუტებ “მოიცა რა… მომენატრე ძალიან” – მარტო ამას ამბობ და მე უკვე შენს ხელებში გაჩუმებული ვფიქრობ, მოდი და ასეთ სულელს ეჩხუბე, მოდი და პატარა ბავშვს ეჩხუბე იმის გამო რაც არ ესმის თუმცა გრძნობს…

– I’m glad you came – გეუბნები და დამშვიდობებამდე ჩუმად ვართ.
რამდენი ხანს ვსხედვართ ასე ვერ ვიმახსოვრებ. ვიმახსოვრებ მხოლოდ იმ ენდორფინებს, რომლებსაც შენ იწვევ ჩემში ჩახუტებით მერე რა, რომ ყველაფერი არასწორად გამოვიდა, მერე რა რომ არ იმსახურებდი არაფერს,. მეორე დღეს დაქალებსაც კი არ ვუყვები რომ მნახე და მითუმეტეს ამ ვითარებაში, უკვე წარმომიდგენია რა გიჟად შემრაცხავენ  და არც გამიკვირდება მათი. ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი მოსაზრებების მოსმენა არ მინდა ან რამე. უბრალოდ, არის საღამოები, რომლების მეორე დღეს გარჩევაც ძნელია ან უბრალოდ არ ღირს.

 
Advertisements

10 thoughts on “Surprise…

  1. მერე მე მომენატრები ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილხარ.
    უბრალოდ, არის საღამოები, რომლების მეორე დღეს გარჩევაც ძნელია ან უბრალოდ არ ღირს.- ნუ რაარის ეხლა ნატაა, ჰაა? ამდენი სწორი ფრაზა არცერთ პოსტში წამიკითხავს, ვგიჟდები პირდაპირ…
    180გრადუსით მატრიალებ და მიხუტებ “მოიცა რა… მომენატრე ძალიან” – მარტო ამას ამბობ და მე უკვე შენს ხელებში გაჩუმებული ვფიქრობ, მოდი და ასეთ სულელს ეჩხუბე, მოდი და პატარა ბავშვს ეჩხუბე იმის გამო რაც არ ესმის თუმცა გრძნობს…-ამაზე ხო საერთოოოოდ… ვჩუმდები.
    ყოჩაღ, ვსიო ^_^

    • :333333333 ვაიმე ვაიმე ვაიმეეე ❤ ❤ ❤ ❤ ეს პოსტი კაი ხნის დამწნილებული იყო დრაფტებში, მაგრამ გუშინ ცდუნებამ მძლია გამოქვეყნების…

    • ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ეს პოსტი სწორად გაეგოთ და რაც შენ არამხოლოდ კარგად გაიგე, რამედ რაგაც მომენტებიც დაგამახსოვრდა და ძალიან გამეხარდა :$

      • <33 ესეთი პოსტები დრაფტებში უნდა განისვენებდნენ ნატა?? :))
        კიდე გექნება შენ რამე რუმეები და გადაჩხრიკე :* :*

    • აი ახლა დავუკვირდი მეც, რომ ბოლო ფრაზა არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ცხოვრებაში მითქვამს :დ 😥 ცრემლი მომადგა ეს პოსტი რო გადავიკითხე.

  2. გამოხმაურება: The Best (Of 2012) – ყველაზე, ყველაზე...

  3. გავგიჟდი, გავოგნდი… მთელ სხეულზე რაღაცებმა გადამირბინეს, ბოლომდე ვიგრძენი სიტუაცია… შოკი მაქვს.

    აუ, ნატა, რა მაგარი გოგო ხარ?!

    • ანა… მგონი ეს მართლა ერთადერტი პოსტია სადაც სიუჟეტი კარგად მაქვს გადმოცემული… ძალიან მიხარია, რომ შენში ეგ გრძნობები გამოვიწვიე ^_^ აი ის მომენტი მაქვს, დამსახურებულად რომ ვამაყობ ნატალის ნამუშევრით:დ (თავკერძა ვარ 😥 ) ❤ მადლობა ❤

      • სულ თავმდაბალი ხარ და ამ ერთხელ მაინც იყავი თავკერძა ^^

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s