Spleet is absolutly crazy…

სახლში ვერ ვჩერდებიო, სახლში გაჩერებას ყველაფერი მირჩევნიაო – აქ მეწყინა, მეთქი ეს ნახე, ოღონდაც სახლიდან გასულიყო იფიქრა “ჯააანდაბას ვნახავ ნატას (ნატოს მეძახის არადა)”-ო და გამოვიდა მეთქი …
უცნაური ტიპია 😀 ეს ზოგადად, თორე უფრო დაწრვილებით რომ ვთქვა აქვს წარმოდგენის განუზომელი უნარი ხანდახან მართლა მთვარეზე რომ მიდის ხოლმე და არაპროგნოზირებადი ხასიათი, ერთ წამს რომ დაითანხმებ სკამზე დაჯდომაზე და მეორე წამს რომ შორს უნდა ფეხით წასვლა…  საშლელების საყიდლად შევედით მაღაზიებში, მე ავიღე და პატიოსნად ვუყიდე 50 თეთრიანი საშლელი 😀 და თვითონ… თვითონ მაჩუქა ჯადოსნური კალამი, უბრალოდ წვრილწვერიანი კალამი და ბლოკნოტი, რომელზეც ვეხვეწე არ მაჩუქო მეთქი, მაგრამ რად გინდა…  ახლა ყველანაირად ვცდილობ დანიშნულება მივცე ფუმფულა ვარდისფერ ბლოკნოტს. ისე ახლა გამახსენდა ყიდვისას ვამმბობდი არ მინდა ბავშურია მეთქი და გამყიდველი მეკითხება რამდენის ხარო და გიგამ 28-ისო და ქალი მიყურებს მართლა 28-ის ხარო? ვერ მოვატყუე კი მეთქი რულავს რო იტყუები მაგრამ რა ვქნა რომ ნიჭი არ მაქვს ტყუილიის… მოგვიანებით წუწუნს შევეშვი და პირველი ფურცლებიც გავაფორმეთ.. არ ვიცი რატო ან რანაირად გამოვიდა ასე, მაგრამ მადლობ spleet, ყოველთვის მეცინება ჯადოსნურ კალამს რომ ვუყურებ …
სახლში მოვედი და ჩემებმა რომ ნახეს ჩემი საჩუქრები, ჩემი და გაგიჟებული მეკითხება რა ამბავში ხარო? და გამწარებული ურეკავს შეყვარებულს, ნატას საჩუქრებს ჩუქნიანო (ცდილობს შეყვარებული მიახვედროს … 😀 ) … ამ დღეებში ეს ჩემი მეორე საჩუქარი იყო, პირველი საჩუქარი რამდენიმე დღის წინ დამხვდა სახლში, უძვირფასესი წიგნია “ხელოვნების ამბავი”, რომელიც თოვლის ბაბუს უნდა მოეტანა და კეთილმა მეგობარმა დაასწრო ^^ თან უბრალოდ არასდროს არ უჩუქნიათ ჩემთვის ასეთი რამეები და ახლა მგონია რომ აწი აღარავინ არაფერს არ მაჩუქებს იმიტომ, რომ ლიმიტი ამოვწურე… 😀 ხო აეგეთი სულელი ვარ…

ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ❤ ΞΘΩ

Advertisements

7 thoughts on “Spleet is absolutly crazy…

  1. სამაგიეროდ ჩემს მოგონებების ყუთს შეემატა რამდენიმე ნივთი და უფრო საინტერესო გახდა იქაურობა. გუშინ რაღაცნაირად თავიდან დიალოგიც ვერ აეწყო მარა…. მთავარია იყო სერებრისტაია ლუნა^^

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s