ჩვენ ოცნებებით

 

მე ვიცნობ ადამიანებს თავისი ოცნებებით. მესმის მათი ოცნებები და მთელი არსებით მინდა ისეთი ოცნებები აუხდეთ, რაც მათ გარშემომყოფებს არ ავნებს, რაც არ გულისხმობს გადაჭარბებულ მატერიალურ მხარდაჭერას და საერთოდ, რაც მხოლოდ სულიერი სიმშვიდისთვის და პიროვნული განვითარებისთვისაა საჭირო. კიდევ, სასტკად ოპტიმისტურად მჯერა, რომ თუ რაღაც მთელი არსებით გინდა, ის ისე მოდის შენთან, ვერც კი ამჩნევ, კიდევ იმისიც მჯერა, რომ “ყველაფერი აგიხდება, მთავარია გადაგინდეს” მაგრამ ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ უნდა ვისურვოთ და გულხელდაკრეფილნი დაველოდოთ მის ასრულებას… მოკლედ, მინდა იმ ადამიანების სურვილებზე დავწერო, რაც ჩემი აზრით ყველაზე კარგია ასახდენად და რაც ყველაზე მეტად მინდა აუხდეთ…

***
ნიკა პაატაშვილი 19-ის
ნორმალური აპარატი,ველოსიპედი და სამყოფი ფული.
ამ სამი რამის გარდა არაფერი არ მინდა.წავიდოდი ჩემთვის,ჩუმად,ალბათ ვერავინაც ვერ შემამჩნევდა (და თუ შემამჩნევდით,დიდი ვერაფერი) და ვივლიდი,ვიხეტიალებდი,გადავიღებდი უამრავ საინტერესო და ორიგინალურ სურათს,გავიცნობდი საოცარ ხალხს,რომლებიც “ბრაბუსებით” და “იქსპიატებით” კი არ დადიან,არამედ სადმე კუთხეში სხედან მწვანილს,ან ლიმონს ყიდიან და მათთან ერთად ვიქნებოდი ბედნიერი.ბევრი მათგანი შეიძლება ნებისმიერ სიტყვაში გატყუებდეთ,მაგრამ ისინი მაინც თავისებურად პატივსაცემი ადამიანები არიან.
მოვივლიდი მთელს საქართველოს,დავიწყებდი ერთი ბოლოდან და გავიდოდი მეორეში,შევაგროვებდი რაც შეიძლება მეტ საინტერესო სურათს და ფაქტს და ვიქნებოდი ამით ბედნიერი.
მე ხალხის აღიარება არ მჭირდება.

***
თაკო ჯაბაური, 14-ის
გამოვიგონო კიბოს წამალი. კარგი ქიმიკოსი ვიყო.

***
თათა ყულჯანიშვილი , 20-ის
ნამდვილი სიყვარული

***
გიორგი ჯამბრიშვილი, 16-ის
1.მინდა რომ ფეხბურთელი გავხდე დაახლოებით დავით თარგამაძის დონეზე თუ მეტი არა.
2.საქართველოს ნაკრებში ღირსეული ადგილი
3.საყვარელი ოჯახი

***

სალომე ბექაური, 16-ის
არ ვიცი ჩემს სულს რა ჭირდება, Oh God რა მჭირს თუ Oh Science…

***
ვანო ტატულაშვილი, 16-ის
ბისექსუალი საყვარელი და პატიოსანი ცოლი მინდა

***
ქეთი სოლოშვილი, 16-ის
რამდენად ღირებული პასუხია არ ვიცი, მაგრამ ის რაც მინდა  და შესაძლოა ასრულდეს შეიძლება ჩაითვალოს ის რომ ძალიან მინდა  წითელთმიანი იყოს ჩემი ბავშვი  და მეორე ესეც თუ ღირებულია… ავსტრალიის “გაცნობა” მინდა ისე, როგორც საქართველოს ვიცნობ.
*ის თვლის რომ ეს სურვლი ღირებული არაა უბრალოდ იმწამს თავში მხოლოდ ეს მოუვიდა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ნამდვილად ღირსეულია ეს სურვილები ისმისთვის, რომ ასრულდეს

***
ანი ფარეხელაშვილი, 16-ის

ოცნება არა მაგრამ სურვილები მაქვს რამდენიმე ოცნებად ქცეული.
1.მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.
2.ეს რეალურად არ ახდება მაგრმა მაინც ძალიან მინდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გულით მიყვარდა შეიცვალოს და გახდეს ისეთი, როგორიც პირველად ვნახე…
3.მინდა უფრო ბევრმა ხალხმა ნახოს ჩემი შემოქმედება და ფართო საზოგადოებაში შევძლო გატანა. გარდა ამისა როცა ასაკში შევალ აუცილებლად დავწერ განვლილ ცხოვრებას და დიდი სურვილი მაქვს დაიბეჭდოს.

***

ქეთა დარჩიაშვილი, 14-ისაჰააამ კარგი, მინდა რიოში, კარანავალზე, საერთოდ ბრაზილიაში მინდა მოგზაურობა, ვთვლი რო ეს საჩემო ქვეყანაა და საერთოდ შეცდომით ვარ დაბადებული საქართველოში. მინდა Pink Floyd-ის კონცერტზე დასწრება, მინდა წითური შვილი, მინდა შეყვარებული რომელიც ინება ჩემზე გიჟი და გადარეული რომელსაც ეცოდინება გიტარაზე დაკვრა. მინდა ვიყო ფსიქოლოგი, კარგი ფსიქოლოგი( ეს მიზანია უფრო მაგრამ მაინც) ხოო და კიდე დამოუკიდებლობა მინდა, არ მინდა ვიგაცა ჯანდარმივით მედგას და მაკონტროლებდეს.

***

სოფო ჩიხრაძე, 15-ის
ნატა, სიმართლეს გეტყვი და ერთი დიდი მეოცნებე მაგრამ მაინც პატარა გოგო ვარ. ვვოცნებობ ყველაზე და ყველაფერზე, ვვოცნებობ იმაზეც რომ ბიჭი რომლის დანახვაზეც მუცელში პეპლები იწყებენ ფრენას, ერთხელ გამომელაპარაკება და გამიცნობს . მაგრამ ალბათ დროებითია ყველა ჩემი ოცნება, დროებითია გარდა ოცნებები წიგნებზე და მუსიკაზე. ვვოცნებობ მქონდეს ცოტა დრო და უფრო ცოტათი ” გამძლე ” თვალები, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ წავიკითხო ” თამაში ჭვავის ყანაში ” მომენატრა ჰოლდენი. მინდა უბრალოდ დავურეკო სელინჯერს და მიპასუხოს უამრავ კითხვაზე რაც თავში მიტრიალებს. მინდა ჰოლდენი გამოგონილიც მაგრამ რეალური ადამიანიც იყოს. ისე მაგრად მოვეხვეოდი, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი მეც ხშირად მესიზმრება შენი გარდაცვლილი ძმა და ზუსტად ისეთია როგორსაც შენ აღმიწერდითქო. უბრალოდ მინდა გვერდით მყავდეს ჰოლდენი. რაც შეეხება მუსიკას, სულ ვვოცნებობდი მქონოდა ერთი კუთხეებ მოკეცილი ბილეთი ზეპელინის კონცერტისა. წავსულიყავი და იმ უამრავი ხალხთან ერთად მეც დამრქმეოდა ფანი. სულ ეს იყო რაც უეცრად თავში მომივიდა, ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი ოცნებების დიდი წიგნიდან

***
გვანცა ასანიძე 14-ის
მთა და ხის სახლი, ბოდიალი მთაში.მოდი ოცნებებში ვზივართ ჩემს სახლში, ბუხრიანში. ვსაუბრობთ და ვსვამთყავას. მერე ნიკა “ბოდიალიდან” მოვიდა ჩვენთან და შემოგვიერთდა.
და მერე ვინმემ გააგრძელოს…
ეს კი რეალურად :
ჩემი ოცნება ყოველთვის ადამიანებთან, უცნაურ ადამიანებთან ურთიერთობა იყო, არის და იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათგან ბევრს ვსწავლობ, ცხოვრებას უფრო ვაფერადებ და… როგორ გითხრათ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ასე ვიღებ. დიდი მეოცნებე არასდროს ვყოფილვარ, ძირითადად არასებულ რეალისტობას ვიბრალებ.. მაგრამ გულის სიღრმეში ვოცნებობ პატარა, ხის სახლზე. ხის კიბეებით, კედლებით, ჭერით, ავეჯით. და ქვის ბუხრით. ერთი კედელი სულ მთლიანად წიგნების თაროებით იქნებოდა გაწყობილი. ბუხართად რამდენიმე რბილი მდივანი იქნებოდა. მაგიდაზე ყავა და ფინჯნები, და რაა ცხოვრება რძიანი შოკოლადის გარეშე?! უფრო შორეული მომავლისთვის ბევრი შვილი და სითბო მინდა. მანამ კი ბევრი, თქვენნაირი, საინტერესო მგობარი… თქვენც ომ გიყვართ ყავა, ჩემი სახლიდან ზღვის და მთების ხედი, ხეები, სიმწვანე.. ზაფხულში მზის ჩასვლა, ზამთარში საპირისპირო სარკმლიდან აწვერილი მთების ყურება… რძიანი ყავა, ბუხარი, მაგიდაზე ‘ნაჩნიკი’ (რაქვია ქართულადდ?) და საუბარი, საუბარი და სიცილიც, თბილად…. იაუუბჰგ.. ისე რატომ ვოცნებობ, ზუსტად ასეთი სახლი მაქვს, ერთი აივნიდან ზღვა ჩანს, მეორედან ზღვა, მაგრამ ხის არ არის.

***
ანა ჯაყელი, 14-ის
ყველაზე მეტად სულიერ სიმშვიდეზე ვოცნებობ,ამისთვის ალბათ ისეთი რამეა საჭირო,რაც მხოლოდ საკუთარ და/ან შენს გარშემო მყოფების ბედნიერებას უკავშირდება,თუმცა ამ ყველაფერთან ერთად,ის რაც მთელი გულით მინდა,არის მშვიდობა. ამას კი ოცნება იმიტომ ქვია,რომ მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ გარკვეული ეტაპითაა შესაძლებელი.ვოცნებობ,რომ ადამიანები მიხვდნენ რამხელა ჯაჭვია გაბმული თითოეულ ჩვენგანს შორის…
იცით ყველაზე მეტად რა მინდა,რაზე ვოცნებობ? ვოცნებობ,რომ ერთხელ მაინც,მხოლოდ ერთხელ…ადამიანებმა სამსახურში იარონ იმისთვის,რომ დაეხმარონ არა მარტო საკუთარ ოჯახის წევრებს,არამედ უფროსსაც,რომ მისთვის ასე წვალებით შექმნილი სამსახური ანდო,რომ უხდის,მადლობის ნიშნად პატიოსნად იმუშაონ. უფროსებმა იმიტომ კი არ გადაუხადონ დასაქმებულებს,რომ მათი მოვალეობაა,არამედ იმისთვის,რომ მათთვის შრომობენ,ხშირად იტანენ მათ უმიზეზო ჩხუბს,გადაუხადონ მადლობის ნიშნად.. ოჯახის წევრებმა დააფასონ ადამიანი(ები),რომელიც მათ გამო შრომობს,მათი სურვილების შესასრულებლად იკლებს საკუთარ სიამოვნებას,მადლობის ნიშნად,სამსახურიდან მოსულს,ერთხელ მაინც არ უსაყვედურონ,რომ იმ დღეს სასურველი საკვები არ ჰქონდათ და მოეფერონ,მადლობა გადაუხადონ,რომ მათზე ზრუნავს. თქვენ,მხოლოდ იმისთვის კი არ დაეხმაროთ ადამიანებს,რომ მათი გაუთავებელი ლაპარაკი აღარ მოისმინოთ,არამედ იმისთვის,რომ დაეხმაროთ მათთან ერთად საკუთარ თავს,გაალამაზოთ მათი მძიმე ცხოვრების,თუნდაც 1 საათი… და თქვენ,რომლებიც მხოლოდ იმიტომ უხდით ადამიანებს მადლობას,რომ მათი ნაჩუქარი მონეტებით (!) შეძლებთ საკვები შეიძინოთ,იცით რა არის ამაზე მნიშვნელოვანი? იმედი,რომელიც დიდი ხანია დაკარგეთ და ცოტა ხნით მაინც,როდესაც ვინმე გეხმარებათ,დაგიბრუნდებათ ხოლმე…მადლობა გადაუხადეთ იმისთვის,რომ თქვენს ჩამქვრალ ცხოვრებაში სინათლე დააბრუნეს.და ეს ყველაფერი მინდა გააკეთოთ გაცნობიერებულად (!)
თქვენ კი,ყველამ,დამსაქმებლებო და დასაქმებულებო,მათი ოჯახის წევრებო,მინდა,რომ მადლობა გადაუხადოთ უსახლკაროებს,გაჭირვებულებს,განსაცდელში მყოფებს,რომ თუ სხვა დროს არა,მათი დანახვისას მაინც აცნობიერებთ,რა ბედნიერები ხართ,რომ შეგიძლიათ იაროთ,მოეფეროთ საყვარელ ადამიანს,მიირთვათ და ჩაიცვათ ის,რაც გსურთ,გაქვთ სახლი,თბილი სახლი,სადაც დღის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყს იწმენდთ და ხვდებით,რომ ცხოვრება არც ისეთი ცუდია,როგორიც გეჩვენებათ ხოლმე,რომ მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ვიღაცის მფარველი,ადამიანი,რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დააფასებს. უბრალოდ,ვოცნებობ,რომ ერთხელ მაინც,ყველამ იგრძნოს,რომ ცხოვრება მართლა მშვენიერია…

***

ბაბუაჩემისთვის ყოვლეთვის მინდოდა ხელსაწყოების ძვირფასი ნაბორი მეჩუქებინა, ძველი და დაჟანგული ნივთები აქვს და კაცი ვერ ისვენებს, დედაჩემი დაქალს დიდი სიამოვნებით მოვუძებნიდი ახალ სამუშაოს, შენ და ერთ მეგობარს გაჩუქებდით painting pad თუ რაცარის, ერთ პენფრიენდს და ნათესავს, რომელიც ძალიან მსუქანია ვაჩუქებდი პიანინოს
ახალი გიტარა რომ მქონდეს ძველს ძმაკაცს მივცემდი
ესაა
მართლა მქონდა მაგის სურვილი ყოვლეთვის
მარა ყველაზე მეტად რა მინდოდა არ დამიწერა
რომ უფრო წესიერი ვყოფილიყავი ოჯახის წევრებისთვის, საშინელი ძმა, შვილი და შვილიშვილი რომ არ ვყოფილიყავი

***
მე, 16-ის.
ამ ზაფხულს მივხვდი, რომ არის გარემოებები, ჩემი მიწერი სამოთხეები, რომლებთანაც ასოცირდება ყველა ოცნება და ყველა სურვილიც. წელს მივხვდი, რომ ვსხივოსნდები ცის და ბუნების წიაღში ღამით ყოფნისას, შიშის მიუხედავად, ამაზე დიდი “კაიფი” ვერ წარმომიდგენია, იყო ბუნებაში კარავით, ტელესკოპით, კარგ კომპანიასთან ერთად და უყურებდე ცას, ჩრდილოეთის ნათებას, მეტეორების წვიმას და სავსე მთვარეს… მინდა ლენინგრადული თეთრი ღამეებიც…
პეტერბურგამდე და ჩრდილოეთამდე ჩემი საქართველოა, მთაგორიანი ქვეყანა, მოვლილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ წელს ამ ზაფხულს, გადავწყვიტე, რომ აქედან კარგია, მაგრამ მთებში უკეთესია ცაზე დაკვირვება და მიუხედავად იმისა, რომ ზოზინა, წუწუნა, ფაქიზი (უფრო დონდლო) არსება ვარ, მაინც დავლაშქრავ რამე მაღალ ადგილებს , ჩემი ტელესკოპით და ჩემი კარავით ^^ აი ესაა რისთვისაც მინდა ჩემი ახალგაზრდობა.

315314_460251190666031_249496255_n

რა უცნაურია ისე, სანამ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერის გაკეთება შეგიძლია, – ფული  და თავისუფლება არ გაქვს, მერე უკვე როცა იზრდები, მუშაობ და ფული გაქვს ის ენერგია და სურვილი აღარ გაქვს წანწალის :(

ყველას წარმატებას გისურვებთ, ხომ იცით…
*და მაინც, თუ გსურთ, რომ გაიგოთ სურვილების ავტორების ვინაობა, ფიფქების ქვემოთ, მაუსით მოხაზეთ ცარიელი ადგილი.
წარმატებები ^^
და რათქმაუნდა დიდი მადლობა გულახდილობისთვის…

Advertisements

14 thoughts on “ჩვენ ოცნებებით

  1. ნატა, ❤ მაგარია. მე ამას ფეიჯად გავაკეთებ, და ყველამ ვისაც გვაქ ბლოგი ფეიჯად ავტვირთოდ ეს პოსტიი ❤
    ძალიან მაგარი გამოვიდა.
    იმწამსვე ვიცანი ანა ჯაყელი, სოფო ვიცოდი, და ნიკა ვიცანი. რა უნდა მაგის გამოცნობას.
    მეწყინა გიგა მანაგაძე რო ვერ ვნახე, მაინტერესებდა მაგის ოცნებები :დდ მაგარია <3333

    • ვუი გვანცც.. დავიჯერო ღირს საფეიჯოდ? უბრალოდ, შევაგროვე ოცნებები, რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს, იმიტო, რომ აუცილებლად უნდა ასრულდეს 😀 აი ვანოს სურვილი, ბისექსუალ საყვარელზე და პატიოსან ცოლზე რა ვთქვა :დ მაგრმა იმას ესე უნდა და დაე აუსრულდეს :დ <33 ძალიან მიყვარხართ და ყავაზეც მოვალთ გვანც…

  2. rogorc yoveltvis originaluri natalie…mshvenialuri postit ❤ არ ვიცი ჩემს სულს რა ჭირდება, Oh God რა მჭირს თუ Oh Science…amis gageba martlac pirveli ocnebaa,magram me xom suli xshirad migijdeba,amitom amis gagebastan ertad sxva ocnebebic gachnda,romelsac xval wagakitxeb(tu inebebs zeblogeri whybe) ❤

    • ZeBloggeri? 😀 გამაცინე სალო 😀 მადლობა ^^ რათქმაუნდა ვინებებ (ცნობისმოყვარესმაილი). წარმატებები შენც და ჩვენც ამ სურვილებში/ოცნებებში ^^

  3. აქ შეიძლებოდა ყოფილიყო შენი პასუხი
    (რა ცუდია,”ტექტს ედიტორში” ტაბით შეწევს ხოლმე ნაწერს (მაგ:Notepad++),აქ კიდე ტაბი არ შვება მაგას).
    ეხლა “ქრომი” მაქ ჩართული და მრცხვენია ამის,თან მიჭედავს.
    ხო რას ვამბობდი,კი არა და რაღა უნდა ვთქვა,წარმატებები.

    • 😀 😀 😀 😀 მაგრად ვერ ხარ შენც ხო იცი 😀 ეგ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო შენი პასუხი ის პონტია, ზდეს მაგლა ბიც ვაშა რეკლამა 😀 ხო ხვდები

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s