ბლოგერების შემდგარი შეხვედრა

პირველი ბლოგერების არ შემდგარი შეხვედრა იხილეთ აქ.

ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ექსპრონტად და სწრაფად დაიწყო. ჩემინავას პოსტი დავინახე

Untitled

 

გამოვეხმაურე ბავშებს, რა ხდება მეთქი, ვიკრიბებით მარჯანიშვილთანო, ვიკითხე ეს მანაგაძის ივენთია მეთქი? ნანუკამ ანუ ემილი სმითმა არაო მითხრა ისე, რომ თვითნაც არ იცოდა. მე და გიგას დაძაბული გვქონდა ძალიან და რაკი გავიგე, რომ მისი ივენთი არ იყო, მივწერე ჩემს შვილს ნიკას-პოვეტს, წავიდეთ დედა, ვნახოთ ბავშვები მეთქი და გამოვლაგდით სახლებიდან. ნიკა რუსთაველის მეტროში შიგნით უნდა დამლოდებოდა, ერთად მისვლას სხვა ეფექტი ქონდა მაინც და გამოვედი ვაგონიდან, ვეძებ ნიკას, ზის თავისთვის წყნააარად, მივუჯექი გვერდით ისე რო ვერ დამინახა და ვეკითხები, თქვენი გაცნობა შეიძლება?? ნიკამ ისე შემომხედა ეს მთლად კარგად ვერააო… :დ წავედით მარჯანიშვილზე, დავინახე ჩემინავა ^^ მივესალმე, მერე უცბათ მეტიჩარა გაჩნდა ჩემს წინ. სულ სხვანაირი მეგონა, აი სულ. როცა ვიკითხე ვინები მოდიოდნენ, გიგას გაგონებაზე გავშრი. რომ წარმოვიდგინე რა უხერხულში იქნებოდა ის, მეც, ნიკაც… წასვლა მომინდა… მაგრამ let it be ჩამესმა და დავრჩი. მოვიდა გიგა. აი “ღმერთოოღონდესარა” სახით მოვიდა… გავაცანი ბავშვებს 😀 დაა ბოლოს მოვიდა ნანუკა, რომელსაც სუფთა ბლოგერული იერი აქვს და უფრო აპტარა აღმოჩნდა ^^

პიცა უნდა გვეჭამა, მაგრამ რომ გადავხედე ჩვენს თავებს, ძალიან მორიდებულები ვიყავით და პირველივე წამებში პიცის ჭამა უფრო მოერიდებოდა ყველას, ამიტო იქვე, ვარდების ბაღში წავედით. სკამი სუფთა არ მომეჩვენა და არ დავჯექი, მოგვიანებით სალფეტკი ვითხოვე და სკამს წმენდა დავუწყე და მანაგაძემ შენიშნა ჩემი ეს ჩვევა (პირველად რომ ვნახე ყველა სკამი სადაც დავჯექით ჯერ გავწმინდე).

რაზე ვილაპარაკეთ სხვა ბავშვებსაც გადასარევად უწერიათ. როგორი კარგი დღეც გამოვიდა ესეც… მთავარი რაც მინდა ავღნიშნო, იყო ის, რომ,

რომ არა თეთრაძე, როგორც ყოველთვის ივენთი მკვდარი იქნებოდა. ამ ბიჭს ყოველთვის კარგად გამოსდის ადგილების შერჩევა. Thanks dude.

რომ არა ჩემინავა, მთელი საღამო სიცილ-ხარხარით ვერ ვივლიდით სმარტიდან. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემინავა სნობი არ აღმოჩნდა, როგორიც ინტერნეტიდან მეგონა რატომღაც და პირიქით, ძალიან სასაცილო და უკომპლექსი იყო და თეთრაძეს ტროლავდა 😀

რომ არა მეტიჩარა, რომელიც სიჩუმეს ვერ იტანს, ჩუმად ვისხდებოდით. ძალიან საყვარელი იყო როცა ყველაფერი ბრუნავდა მასთან 😀 😀

ნანუკაც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ჩემი წარმოსახვითი ნანუკასგან. ცქნაფა და მხიარული 😀 ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი გავიცანი ^^

ნიკა წყნარი იყო რაღაც, დასტოინად ეჭირა თავი. :დ მარა დალევის პროცესში სასაცილო რაღაცეებს აკეთებდა, ბამბუკს ისე ჭამდა :დ

გიგა… ეს ბავშვი ჩემი ტკივილია :დ გამიხარდა რო რაღაცნაირად დალაგება დავიწყეთ ჩვენი არეული ურთიერთობისა, სიმართლეც ვუთხარი, რა აზრის ვიყავი მასზე და მოკლედ, როგორი ტიპია იცით? შეუძლია ან სულ ჩუმად იყოს და არაფერი თქვას, ან უცებ არსაიდან ისეთი გიჟობა მოხიოს და გაგაზოოოს… მაგარი შერეკილია 😀 ამის გამოც ვაფასებ(თ).

ამ საღამოს შეეწირა ჩემი კაბა, რომელიც პირველად ჩავიცვი და მინდა ავღნიშნო, რომ საშინელება იყო იმ ზღუდეებზე ძრომიალი, თავი Cat woman მეგონა.

ასევე თეთრაძის თეთრი ნაუშნიკები, რომელიც გაუწყდა და ვაგზლამდე წუწუნებდა თურმე .

ნიკას თითი, რომელიც მიწის თხილის კონსერვის გახნის დროს გაიჭრა (როგორ მოხაერხა ერთი)….

P.S

Advertisements

29 thoughts on “ბლოგერების შემდგარი შეხვედრა

  1. რა გითხრა ეხლა რა გელაპარაკო…
    რა მასმევდა საერთოდ,თურმე წნევა ჰქონია,მე კიდე ვიჯექი არხეინად და “ვსკდებოდი” (სად იყო მაგდენი) არყით…
    კიდე რა ვთქვა,კიდე რა ვთქვა,კიდე რა?!
    ნუ კაი,მეყოფა.
    პ.ს. დალევა ისწავლეთ სასტავ,ივარჯიშეთ ცოტა.

      • ჩემი შეხორცდება,შენი გაიკერება…
        მერე როცა გნახავ წაგაკითხებ რაღაცას,ფურცელზე მიწერია და მეზარება კომპიუტერში აკრეფა…
        პს. ჩემი – თითი,შენი – კაბა :დ

  2. ჰო, კიდე ისეთებს ვლაპარაკბოდი ბოლოს შენ მითხარი არაუშავს კლეპტომანია დაავადებაოო 🙂 კარგია, რომ ჩემი მუსიკალური გემოვნება არ იქნა ხსნეებული. მოკლედ თუ რამე პაპსა სიმღერა ჩართეს ბაღში ყველა მეცნობოდა. 🙂 🙂 🙂

  3. მაგარია, მე ახალბედა ბლოგერი ვარ ,მაგრამ ჩემი ბლოგი უკვე ყველაზე რეიტინგულია, მომავალ შეკრებებზე მეც შემოგიერთდებით თუ მიმიღებთ სასტავში:)

    • ჯერ რათქმაუნდა უნდა გაგიცნოთ, თინეიჯერმა ბლოგერებმა. ახლა გადმოვედი შენს ბლოგზე და მვიხვდი რატომაც ხარ რეიტინგული 😀 ხო გადავხედო შენს ბლოგს?

      • კი მე იმიტომ ვწერ მოთხრობებს რომ ფართო მასებს გავაცნო და მოთხრობების წიგნი გამოვცე

      • ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს, ბლოგზე ვიზიტორსა და ვიუერს შორის რა განსხვავებაა, ვიზიტორი არის რამდენი კაცი შემოვიდა ხომ? ვიუერი რაღაა?

      • ანუ ერთმა ვიზიტორმა შეიძლება რამდენიმე პოსტი გახსნას და view ანუ ნახვა იზრდება, ვიზიტორი არი ერთი კონკრეტული IP, რომელიც ბევრ რამეს ნახულობს. და ნახვები ანუ view-ები არის ყველა დაკლიკება ან გვერდის ან პოსტის ნახვა 🙂

      • გადავათვალიერე თქვენი ბლოგები კარგი და ლამაზი ნამუშევრებია მომეწონა,მრცხვენია ჩემი ბლოგი რომ პირველ ადგილზეა:) იოლი გზა ავირჩიე რეიტინგისათვის:)ალ პაჩინო რომ ამბობს “ქალის სურნელში” ყოველთვის ვიცოდი ცხოვრებაში რომელი გზა იყო სწორი და რომელი არასწორიო, მაგრამ არასწორი გზით დავდიოდი,იმიტომ რომ სწორი გზით სიარული რთული იყოო, მეც ეგეთი რამე მომივიდა ბლოგერობის გზაზე სიარულში:)

      • აუ რას ამბობ… ყველა ბლოგი თავისმხრივ ორიგინალურია თავისი თემატიკით. ახლა მე ნამდვილად არ მინდა ამ ეტაპზე ეროტიული ამბების მოთხრობების წაკითხვა, განა იმიტო რო 18+ია და “ვინც მაგას წაიკითხავს, ყავის სმასაც დაიწყებს” , არა, უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ ვინტერესდები (პირად წყენად ნუ მიიღებ). შეგიძლია გააკეთო მეორე ბლოგი და შენი მეორე, ნამდვილი ბუნება გამოავლონო. როგორც გინდა, საქმე იმაშია, რომ ჩვენი ბლოგერების უმეტესობა დღეში 60 ნახვაზე მეტზე თუ ავალთ ვერ ვიჯერებთ.ქვეცნობიერად ბევრი მკითხველი ყველას გვინდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი ჩემს თავს თუნდაც ბლგოერად. აი წარმატებულ ბლოგერებს ვიცნობ და ისინი სხვანი არიან, მე სხვა. მაინც წარმატებები (ვიცი ამჟამად ნაკლებად გჭირდება, მაგრამ მაინც ^^)

      • ერთი შეკითხვაც თუ არ შეგაწუხებ, ჩემი მოთხრობები მთავარა გვერდზე მთლიანად დევს და მოუხერხებელია დასათვალიერებლად, როგორ გავაკეთო რომ პირველ გვერდზე თითოეული მოთხრობის მარტო სათაური და 4-5 ხაზი იდოს, რომ იოლად დაათვალიეროს ვიზიტორმა და რომელიც მოეწონება ის გახნსნას

      • ვეწვალე და დავამატე როგორც იქნა ტოპ.გე-ზე,და მნახველიც მომემატა. 806 views მქონდა გუშინ და ტოპ.გე-ს პერსონალურ საიტებში მესამე ადგილზე ვარ, ახლა გე დომენის კიდვა მინდა მაგრამ ეს საიტების კეთება არ ვიცი,ვინმეს ვნახავ რომ გამიკეთოს საიტი და მერე ვიკიდე გე დომენს

      • რა მაინტერსებს იცი, ფეისბუკიდან შემოდიან სანახავად, დღეს მაგალითად 57 ნახვა დაეწერა ფეისბუკიდან, და ვერ ვხვდები იქიდან როგორ მომაგნეს მე არ დამიდია ჩემი საიტის ლინკი მანდ, რა ლინკით და ვისი გვერდიდან ემოდიან ხომ არ იცი როგორ მივხვდე?

      • არა,უბრალოდ დამაინტერესა ამ ხლხმა საიდან მომაგნო ფეისბუკიდანთქო, ისე ისიც მინდა რომ ბევრი მნახველი მყავდეს,რაც მეტი ნახავს უკეთესია,ჩემი მოთხრობები წიგნად მინდა გამოვცე

      • ყოჩაღ, მაგარია, ჩემი დის ბლოგიც მასე იყო რაც სიუჟეტი გავიდა იმედზე მის ბლოგზე მაგრამ მერე იკლო მკითხველმა. მდა, წარმატებები კიდევ ერთხელ. ბლოგინგში გარკვევა თუ გინდა ჯობია უფრო კომპეტენტურ ხალხს მიმართო, უი ხო კიდე არი რაღაც საიტები blogger.ge მე აქ არ ვარ , მაგრამ კაი რამე იქნება თუ დაინტერესდები

      • 2000 ნახვა მქონდა ერთ დღეს ყველაზე მეტი, ახლა მეორე ადგილზეა ჩემი გვერდი ტოპ.გე-ს პერსონა ფეიჯებში

  4. საყვარლები ხართ! მეტიჩარა ჩემი შორეული ნაცნობია და მინდა ვუთხრა რომ ძალიან საყვარელია 🙂 შენზე ალბათ იცი ჩემი აზრი :დ ❤

  5. ძაააალიან საყვარლები ხართ! ♥
    პ.ს იმედი მაქვს მეც შევძლებ ოდესმე მარტო სიარულს და შემოგიერთდებით მომდევნო შეხვედრაზე ^^ ;დ

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s