ჩემი კლასი

წინასწარ მინდა მივმართო ბლოგერ მკითხველებს. ეს პოსტი არ დამიწერია იმ ბლოგერებისთვის, რომლებიც გამუდმებით კარგ საკითხავს ეძებენ. ნამდვილად, ეს იქნება მომაბეზრებელი, სარკაზმით, ზიზღით და იდიოტიზმით გაჯერებული პოსტი, რის წაკითხვასაც, პირადად მე არ გირჩევდით. მაშ ვირასთვის ვწერ? კლასელებისთვის? მოდი ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.

ო როგორ მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯი ახალ სკოლაში. არადა სკოლა საკმაოდ ძველი იყო. იქაურობა დღემდე საბავშვო ბაღს მახსენებს. სუნი, კედლლები, ბავშვები… ხო, საბავშვო ბაღში უფრო ბედნიერი კი იქნებოდი ბავშვი… მახსოვს პირველი ემოციები კლასშიც, საუბედუროდ ისტორიის გაკვეთილი შევაწყვეტინე და შუა გაკვეთილზე შევეჭერი ბავშვებს. მე9 კლასი ახალი დაწყებული გვქონდა ყველას. პირველი, ვინც აღმოჩნდა გამბედავი, დავესვი გვერდით ანჟელიკა აღმოჩნდა, რომელსაც მე ენჟის ვეძახდი, როგორც ეშმაკისეულ მობილურში ენჟია, ოღონდ ამას იმასთან საერთო არაფერი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მე ვეძახდი ენჟის. პირველ დღეს მშვიდობიანად არ ჩაუვლია, დამრიგებელმა სხვის ნაცვლად კარგად გამომლანძღა და მერე ბოდიში მომიხადა, სხვაში ამერიეო. ჩემს გვერდით მჯდომ არასიმპატიურ ბიჭთანაც მომივიდა ხიპიში, რომელიც ყველა მოძრაობაზე კომენტარს მიკეთებდა. მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ მაინც ის იყო, რომ ელემ პირველმა მითხრა გარეთ გამოდიო, დამელაპარაკა და მას შემდეგ არ მივუტოვებივარ.

კარგი, ეს მოგონებები ასე თუ ისე ტკბილია. ის ორი წელი რაც ა კლასთან გავატარე, ნაცრისფრად მახსოვს, იშვიათი გამონათებებით. მაშინ მარტო ელესთან ვმეგობრობდი და ქეთელაურს ვუსმენდი, რომელიც ყოველთვის რეალზე ლაპარაკობდა. კლასში ასე თუ ისე სიწყნარე იყო, რამდენიმე ჭორიკანას და რამდენიმე სწერვას (ბიჭს თან) თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ვთქვა ტიპიური სასკოლო ცხოვრება იყო… არაფერი განსაკუთრებული.

აი წელს, ახალ შეერთებულ კლასში კი სუნთქვა და აზროვნება მიჭირს. საქმე იმაშია, რომ გავიზარდე, ტრადიციული აზროვნებიდან კარგად მაგრად გადავუხვიე ბევრ საკითხში, ვცდილობ ბევრ რამეზე უფრო ინფორმირებული ვიყო, მოწესრიგებული “მოსწავლე” ვიყო და სხვებს ტვინი არ ვუბურღო ჩემი ჩურჩულით, ვცდილობ სხვის შეცდომებზე ძალით სიცილით არ გავიგუდო და რაც შეიძლება ჰარმონიული ურთიერთობა მქონდეს ისეთ ლუზერებთანაც კი, რომლებითაც სავსეა ჩემი კლასი.  კლასში კი ყველაფერი პირიქით ხდება.

metro-trains-dumb-ways-to-die-600-12370

ჩემს კლასში არ არსებობს ცნება”პირადი სივრცე”. გამუდმებით გაწუხებენ, იყურებიან შენს რვეულებში, დაუკითხავად იღებენ შენს ნივთებს, არ გიბრუნებენ და მერე ან ცხვირში იტენიან, ან ნერწყვავენ, რომ დაბრუნება აღარ სთხოვო.

საკანცელარიო ნივთების დანახვაზე გიჟდებიან, ყველაფრის გასინჯვა და მოხმარება უნდათ. მე დამცინიან, თუ რატომ დამაქვს ამდენი ნივთი, თვითონ კი იმხელა ინტერესით აკვირდებიან მათ, როგორც მე ვაკვირდებოდი მცენარის ღეროს ანათალს მიკროსკოპში პირველად ჩახედვისას. ხო, თხოვება საერთოდ არ მიყვარს, იმის შემდეგ რაც ჩემი ჰაილაითერი თავმოჭმული დამიბრუნეს და საერთოდ, ელემენტარული ჰიგიენაა… აქაც მიწერია ”  ვერ ვუძლებ, როცა ჩემს საკანცელარიო ნივთებს იყენებენ განსაკუთრებით ჩემი სულელი კლასელები…”

მათთვის, ნებისმიერი რელიგიის ადამიანი იეღოველია… ჩიტიპედიის განმარტება სასწაულად ერგება მათ :

იეღოველი – იეღოველები წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მიეკუთვნებიან ყველა რელიგიას გარდა მართ(ლ)მადიდებლობისა, საერთოდაც არცერთ რელიგიას არ აღიარებენ ან არიან რომელიმე სექტის წევრები. ასევე იაღოველია ის, ვინც უსმენს როკს, მეტალს. არ იწერს პირჯვარს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეკლესიის დანახვისას. არ სურს მოკლას ვინმე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის ვიღაც გეია, ანაც უარყოფს ან აკრიტიკებს რომელიმე ქართულ ტრადიციას. ასევე, იაღოველთა უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ იეჰოვას მოწმეები.

და აი ზუსტად ამიტომ, მეც ძალიან ხშირად მეძახიან იეღოველს 😀 ამაზე ყოველთვის მეღიმება თუ არ მეცინება.

ისინი მზად არიან თავი გაუჩეჩქვონ ყველა არატრადიციული ორიენტაციის  ადამიანს და მათ ხსენებაზე კუნთებზე იხედებიან და თანაც ისეთი ეკლესიურები და ღვთის მოშიშები არიან…. პირდაპირ დატკბები ამ სანახაობით.

ისინი უმარტივესი შეცდომისათვისაც კი დაგცინებენ და ყველა ქმედებაზე დაგაკომპლექსებენ, როცა სინამდვილეში თვითონ იწვიან იმ კომპლექსებით, რაზეც შენ ხმამაღლა ლაპარაკობ.

კლასში არის იშვიათი სწერვა (ბიჭი თან), რომელიც არის კომპლექსების ბუდე, “მუხრუჭი” ყველა საკითხში. მდუმარე ბიჭებთან და დიდგულა გოგოებთან. აქვს თავისი სორო, სადაც იმალება ყოველი უთანხმოების დროს კლასში. ჰომოფობი მგონი ნამდვილად არაა, თუმცა ქედმაღალი ცინიკოსია – არა ყველას ჰგონია რომ ცინიკოსია, რადგან ყველა ქვემოდან ზემოთ უყურებს, ამიტომაც არიან დარწმუნებულნი რომ მისი ყველა პასუხი სასაცილოა და ტაშის კვრით ადიდებენ, ჰყვებიან მას და ასე და ამგვარად ჩვენ ვიღებთ ცინიკოსს, რომელიც, უბრალოდ, კომპლექსებით გატენილი მეშოკია. იმდენად მაღიზიანებს, რომ სიტყვა ტომარაც კი არ მემატება მისთვის : )

კიდევ, ერთი მკვეხარა ტიპი. რომელიც რაღაც პერიოდი ჩემი მეგობარი იყო. მერე ჩაჯდა ბიჭებში და გახდა იმათი ფერის. ყველაზე მეტად, როცა მისგან ელოდები მხარდაჭერას, აქეთ გიტევს. თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, ფიქრობს ალბათ. რაც მახსოვს სულ გაიძახის, სწავლას ვიწყებ, სწავლასო… ხო ალბათ იმასაც ფიქრობს, სწავლა სიბერემდეაო და ამიტომაც არ აწუხებს კლასში შექმნილი ვითარება, რომელიც აზარალებს იმათ, ვინც სწავლობს.სწავლით კი, ისედაც რა არის სასკოლო მასალა, რო ესეც არ ისწავლო… ბიჩ ფლიზ. გავაგრძელოთ.

ერთუჯრედიანთა კავშირი – არ ვაჭარბებ, ასეა. მათზე ჭკვიანი და ცოცხალია თავად ამება.  ყოველ მეორე სიტყვაზე ღმერთს იფიცებიან, ხომ სცოდავენ ამით? მაგრამ ესეც არაფერი. ყოველი ეკლესიის დანახვისას პირჯვარს გადაიწერენ და ყველა ცოდვა მიეზღვევათ.

ფეისბუქზე ან სკაიპში უმისამართო გინებებს წერენ და ამავდროულად პატრიარქის ფოტოებს აზიარებენ კოცნებით და რამე… კარგი სანახაობაა..

ასევე ბიჭები, რომლებიც ვერ გადაეჩვივნენ უკნიდან პწკენას და გოგოებისთვის თმის აჩეჩვას. ნუ უბრალოდ ვერ აზრობენ, რომ სავაჟკაცეები არიან და სულ მცირე “ტეხავს” მაინც ასეთი საქციელი. გეუბნებით, საბავშვო ბაღს მაგონებს ეს ყველაფერი.

არის ორი გოგო, რომელიც ერთად სხედან კლასის შემოსასვლელში და მათგან გამარჯობა , გაგიმარჯოს ან ზარი როდის იქნებას მეტი არაფერი გამიგონია.

დანარჩენ გოგოებს რა უშავთ. ჩემს წინ მჯდომი ერთი გოგო მიზანთროპია და ერთი გოგოს გარდა მგონი არავის ეკონტაქტება. მეორე კი ემოციურია და ხანდახან სასაცილოც და ამავდროულად სახიფათოც. 😀

არიან გოგოები, რომლებსაც რიტორიკული კითხვების დასმა ჩვევაში აქვთ, არ ვიცი რატომ. არა სინამდვილეში ვიცი რატოც. აქტივობაშიც ქულა იწერება და მასწავლებელის კეთილგანწყობაც კაი ვეშია : )

მე რომ მთლად ანგელოზი არ გამოვიდე, ჩემზეც ვიტყვი, რომ ზუსტად ვიცი რა აღიზიანებთ ჩემში. რომ ყოველთვის ვარ პირდაპირი და მათზე ბევრად “ვაჟკაცური” როცა სასწავლო ნაწილი შემოდის კლასში. ასე ხდებოდა მე10 კლასში, ასე ხდება წელსაც. ყველას აღიზიანებს ჩემი შენიშვნები და თხოვნები, რომ გაჩუმდნენ. აღიზიანებთ ჩემი დაუმთავრებელი ანეგდოტები და უაზროდ მოყოლილი ამბები. აღიზიანებთ ისიც, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებ მათემატიკის გაკვეთილზე, მაგრამ ამის არ მრცხვენია და მთელი ძალით ცდილობენ, როგორმე შემარცხვინონ. აღიზიანებთ ის, რომ თავისუფალი ვარ. აღიზიანებთ ის, რომ არ მინდა სკოლაში იმიტომ დავდიოდე, რომ საქმე არაფერი მაქვს და ის, რომ ზუსტად ვიცი, რომ სკოლა თავშესაფარი არაა…

მოკლედ, არ მაინტერესებს ის, რამდენად ვძულვარ  ყველა ბიჭს, იმის გამო, რომ მათ გასაკეთებელს მე ვაკეთებ, როცა თვითონ ანგელოზებათ მოაქვთ თავი სასწავლო ნაწილთან.^^

Bitches please!… Haters gonna hate and Haters gonna die.

DUMB IS NEVER CUTE!

BULLING IS FOR LOSERS!

Advertisements

4 thoughts on “ჩემი კლასი

  1. ase zustad shefasebuli jer araferi minaxavs…respect am agiarebistvis 😀 ,piradapirobisa da obieqturad danaxuli mware realobistvis 😀 ishviati ”suchka momewona, damxmare dzalaa sachiro,romelic 2 wlis win gadavida 😀 sul mcire 80% gasayrelia…chemi pozicia shen mshvenivrad ici…chemi mshvenialuri mowodebebic…mizani amartlebs sashualebas,hoda Don’t give up

  2. უნდა დამე-Hater Gonna hate-ებინა კომენტარში შუაში რო ვიყავი და ვკითხულობდი,მარა მაცადე რო?

    “პო ხუი მაროზ”,ჩირქები მეც მყავდნენ კლასში,ყველას ყვანან.

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s