მინდოდა

მოკლე შესავალი : ზამთარია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ჩემი საყვარელი შორტების ჩაცმაში და წეღან შემთხვევით ჩემი ყვავილებიანი შორტის ჯიბეში ვიპოვე ძველი დღიურიდან ამოხეული ფურცელი, რომელსაც დიდი ხანი ჯიბით ვატარებდი, იმ იმედით, რომ რომელიმე დღეს მაინც შემხვდებოდა და ამ ფურცელს მიმტვრეულ ცხვირზე გადავახევდი :დ მაგრამ როგორც ხედავთ ფურცელი ისევ ჩემთან დარჩა, მისია ვერ შეასრულა.

ეს ადამიანი არის ჩემი, მე10 კლასის კოშმარი. რომელზეც მთელი მე10 კლასის განმავლობაში ვფიქრობდი. ვფიქრობდი არც მეგობრულად და არც არამეგობრულად. ამ ადამიანს ჩემი არ ესმოდა და არც ახლა ესმის. ამიტო ვერ ვხვდები ეს ყველაფერი საწყენია თუ კარგი. კარგი დავიწყოთ, ვნახოთ რა ეწერა ფურცელზე: 

მინდოდა შენი ხმა ღამე, აივნის ქვეშ.

მინდოდა შენი SMS საღამოს სახლთან.

მინდოდა შენი ახალი ფეხსაცმლის მიზომება ჩემსასთან.

მინდოდა გედარდა, გეფიქრა მაინც.

მინდოდა ფასი გცოდნოდა. აზრი მაინც.

მინდოდა ჩემს ხუმრობებზე გაგცინებოდა (ნუ ამის პატიება კიდევ შეიძლება).

მინდოდა სკოლაში მოკითხვა და სახლამდე გაცილება.

მინდოდა შენი დახვედრა ღამით, ოდნავ მძიმე ჩანთის გამორთმევა. ჯელტმენობა.

მინდოდა სკამზე ჯდომა ბუნებაში.

მინდოდა ისევ მოგეწერა “ძილინებისა” ან რამე მაგდაგვარი.

მინდოდა შენი სულელური სახის დანახვა გორში.

მინდოდა გაგეღვიძებინე საღამოს ძილისგან.

მინდოდა გეთხოვა პატიება.

მინდოდა შემემოწმებინა რამდენ წრეს დაარტყავდა შენი უსაშველოდ გრძელი ხელები ჩემს წელს…

მინდოდა გენახა რა კარგად გამოვიყურებოდი 🙂

მინდა მხედავდე რა თავისუფალი გავხდი.

მინდოდა…

გადამინდა იცი?

FUCK YOU!

582138_468442636518617_667823205_n

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s