როგორ ვუთხრათ ბიჭს, რომ მოგვწონს.

რეცეპტი იმისა, თუ როგორ შეგიძლია გააკეთო ეს სწრაფად და ემოციურად.

შაბათს დილით ავდგეთ ადრე და მოვემზადოთ იმ თამაშისთვის, რომლისთვისაც მთელი კვირა ემზადებოდი. წავიდეთ უნივერსიტეტში და მივიღოთ მონაწილეობა „თამაშში“. არც ძალიან სამარცხვინო და არც კარგი ქულით დავამთავროთ თამაში და წამოვიდეთ მეგობრების სანახავად. რუსთაველზე უნდა გალოდინოს მეგობარმა, და რომ მოვა კამერით და მიკროფონით უნდა მოგადგეს და ინტერვიუ აიღოს კორეის შესახებ.

კარგი, ინტერვიუს შემდეგ დაველოდოთ მეგობრებს. მეგობრები მოვლენ და როცა უკვე შედგება „კლანი“ გავისერინოთ სადმე საყვარელ ადგილზე. როცა დასხდებით დაიწყეთ წუწუნი, რომ უკვე დიდიხანია ეს ყველაფერი გაწუხებს და რომ ჩუმად ყოფნა საშინელებაა და აი აქ, თუ თქვენ გეყოლებათ ისეთი მეგობრები, რომლებიც კლიშეებს უარყოფენ – ისინი აუცილებლად გეტყვიან „უთხარი!“, „როგორ და ეგრე!“ და თან ამას ისეთი დამაჯერებელი სახით გეტყვიან, რომ გამბედაობას მოიკრებ და დააპირებ, რომ ადგე და მას ყველაფერი უთხრა.

დაიშლებით მეგობრები, მადლობას ეტყვი მხარდაჭერისთვის და წამოხვალ სახლში. გზაში მესიჯს მოგწერს, სთხოვ რომ გამოვიდეს. ვერ გამოვა. სახლში ნახევრადცოცხალი მიხვალ. გზაში თავს მხოლოდ სიარულის დროს კედებზე დაკვირვებით გაირთობ. სახლში მისული დედაშენი ჩაგაგზავნის მაღაზიაში და სრულ თავისუფლებას მოგცემს შენაძენში. შენც ადგები და იმას იყიდი, რაც ყველაზე მეტად გახარებს, რაც დიდიხანია გინდოდა და რაც დაგავიწყებს რომ ნახევრად ხარ ცოცხალი. ასე მაგალითად, აიღებ ლუდს, მერე გახსენდება, რომ შენს ძმაკაცს ლუდში ჩაყრილი მიწისთხილების დევნა უყვარს და აიღებ მიწისთხილებსაც, რომ მიბაძო.

სახლში ამოსული ლუდს გახსნი „კაცურად“, დაჯდები მაგიდასთან მარჯვენა ფეხს მოკეცავ და ისე, აიღებ ნეთბუქს და მიწისთხილიტ და ლუდით გარშემორტყმული შეამოწმებ ფეისბუქს. იქ ის მწვანედ დაგხვდება. რაღაცას მიწერ, მოგწერს. იცი რომ ეს უნდა გააკეთო, იცი რომ ეს ისეთი ადვილია როგორც 2×2 და ეუბნები, რომ რაღაც უნდა უთხრა და როცა გწერს „გისმენ“  იწყება ყველაზე მძიმე მომენტი. გაწვება კეფაზე ის ლუდი, რომელსაც ისე სვამდი, რომ ვერც  იგებდი, პულსი გიჩქარდება, გული გარბის და მთელი ამბავი. დაიწყებ თავის დაღწევას და უკან დახევას, უფროსწორედ უკან დასახევი გადამწვარი ხიდების გამთელებას. რათქმაუნდა ვერ გაამთელებ. გიწევს სიმართლის მიწერა.

წერ.

წერ.

წერ.

გპასუხობს.

იღიმი.

გიხარია, რომ ეს მხოლოდ შენში აღარ ცხოვრობს.

დედაშენს ეტყვი – მერე რააო გეტყვის, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლებაო. დაქალებს ეტყვი, გაამზადებენ მომაკვდინებელ იარაღებს და გამოემართებიან.
მეგობრებს (რომლებმაც შეგმართეს საამისოდ) ეტყვი, გიპასუხებენ  That’s my girl-ო.

ის რას გეტყვის? რა მნიშვნელობა აქვს.  მთავარია შენ ამას იზამ. ნუუუ თუ ისეთი უდარდელა ხარ ამ საკითხში როგორიც მე ვარ… და მე მაგ საკითხში… ძაან….

მერე ეგ საღამოც ჩაივლის და დაიწყებ შემდეგი დღეების გატარებას. ფიქრებით ხან ჯომოლუნგმაზე აღმოჩნდები, ხან მარიანის ღრმულში, მაგრამ ყოველთვის მოიძებნი  ბალანსს. ბალანსი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ ან ვინმე. ასე მაგალითად მეგობრები, რომლებიც მთელი კლასის წინაშე გაბეზღებენ რაზე ფიქრობ, ან მეგობარი ისევ, რომელიც მხარზე ხელს გადებს – მხარს გიჭერს, როცა შენ მასზე კითხულობ. დედაშენი, რომელიც შოკოლადებით მოგამარაგებს. მზის სხივიიი ერთ კვირიანი წვიმების შემდეგ და ა.შ.

d0fef2eccf32

იქნები ბედნიერი და თავისუფალი ან Pffffffffffff …

აბა… წარმატებები ^^

Advertisements

16 thoughts on “როგორ ვუთხრათ ბიჭს, რომ მოგვწონს.

  1. chemi tavi gamaxsenda,,uf rogor michirda,,da ramden xnas vinaxavdi,,gulshi,,bolos davagnirie davamsxvire yvelaferi,mere raa,,rom gogo var avdeqi da ase vutxari,,shen xar chemtvis yvelaze dvzirfasi da miyarxar,,uffff,,am dros megona miwa gaskdeboda an me movkdvebodi,magram arafric ar mxoda,magari grdznpba aiiiiii yvelaze magri,roca shen morcxvi gogo uxsnii,,im tamaam da tavzexelagebul bijs siyvarulssssssssss,,,

    • წეღან ვგვიდი და ვფიქრობდი გვანცასთან დიდიხანია არ მილაპარაკია და ალბათ პოსტი უნდა ვანახო მეთქი და ვერ მოვიფიქრე რა მექნა 😀 მადლობა გვანცა კეთილი სურვილისთვის მაგრამ ეს ისე ისტორია არაა რომელიც ჰეფი ენდით მთავრდება. ნამდვილად ვიცი. ან სულ არ დამთავრდება, ან თუ დამთავრდება ვიცი რომ ჰეფით არა. ხოდა ასე ^^

      • თუ გგონია, რომ ჰეფი ენდით არ დამთავრდება მაშინ არ დაამთავრო : )) მდინარე ხან სად წაგიღებს ხან სად :დ თან მე პირადად შემიყვარდა დაუგეგმავი ცხოვრება.. ყოველ წამს იმის კეთება, რაც თავში მომდის:)
        ისე ეხა გამახსენდა, მგონი შენ მითხარი-ვერც კი ვიფიქრებდი შენნაირ ცაცნცარას ბიჭისთვის თუ არასდროს უთქვამს, მომწონხარო.. ეს ისეთი საკითხია, რომელშიც ბოლო დონის კომპლექსიანი ვხდები ;დ

      • არა გვანც, გესლება, მეშენთვის ცანცარა არასდროს მიკადრებია :დ ზუსტად ვიცი! იმიტომ რომ გენიოსი ხარ და გენიოსებთან სიცანცარე არაფერ შუაშია. გენიოსების ყველა ქმედება გენიოსობით აიხსნება და არა სიცანცარით.

  2. ძალიან სასაცილო და მასტიმულირებელი პოსტია :დ მაგრამ ვერასდროს ვერ გადავლახავ ალბათ იმ ზღვარს,რასაც ბიჭისთვის სიყვარულის ახსნა ეწოდება :XX

  3. გამოხმაურება: kind a review | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s