თავად “ჩემინავასთან”

ამ დღეზე პოსტი რო არ დამეწერა, უბრალოდ ჩემი მომავალი თაობა ვერ მაპატიებდა!

დილით ჩვეულებრივ სკოლაში წავედი, სასწავლო დღემ რაღაც სწრაფად და კარგად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით რო ლევანი მთელი დღე უჟმური გამოხედვით გონებას მიწამლავდა. ელეს და ანას წანწალი უნდოდათ დღეს და გადავწყვიტეთ რო შეიქზე წავიოდით და ეს შეიქი ზე რამე გვეგონა :დ

მოკლედ წავედით სკოლიდან ანისთან (ჩემს კლასელთან რომელიც წელს გადმოვიდა, მაგრამ ბევრ 3 წლიან კლასელს ჯობია  ჩვენთან მეგობრობით), სადაც გადავწყვიტეთ გვესადილა და საჭმელზეც ჩვენვე ვიზრუნეთ ^^ ვიქალეთ, ვიცინეთ და წამოვედით ანისგან, მე სასახლეში, გოგოები – მე9 საავადმყოფოში.

სასახლეში მოვიდა ჩემი ბანდა ❤ კლან “ჩათლაშკების” უბადლო წევრი, შამანის ასისტენტი მარი და ირინა. ჩვენმა ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილმა სასახლესი როგორც ყოველთვის ისე ჩაიარა, რომ წამოსვლაზე გული დამწყდა. მასწავლებელი გვყავს გადასარევი და ბავშვებიც უკვე აღრაფერში ვერიდებით.

სასახლიდან გამოვედი და ელენე, მე და ანა (ისევ) წავედით შეიქზე :დ შეიქი იყო (ნუ ჩემი) დებილობა. დამენანა რუსთავში წასასვლელი ფული რომ მივახარჯე. ცოტახანს რკინიგზელთა სასახლესთან დავსხედით (პარასკევი გავიხსენე მე) და წამოვედით იქიდანაც წანწალით და მე გადავწყვიტე წავსულიყავი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აუქციონზე, რომელსაც ჩემი მეგობარი ორგანიზაციიდან “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი” ესწრებოდა, თან მე, როგორც მომავალი ხელოვნებათმცოდნე (იმედია) ყველა შესაძლო გამოფენაზე მივდივარ. მოკლედ მარშუტი იყო ასეთი :

სკოლა-სამგორი-რუსთაველი-აღმაშენებელი-გუდიაშვილი.

გამოფენის გახსნის დღე იყო, ამიტო ბევრი ხალხი იყო და გადავწყვიტე სხვა დროს შემოვივლი და ნამუშევრებსაც მერე დავათვალიერებ მეთქი, ჩემი მეგობარი ლაშა ვნახე, დიდიხნის უნახავი და ჩემინავასაც დავურეკე, რომელმაც თავისთან დამპატიჟა, “ჩათლაშკების” კლანი ვიკრიბებით, მე, მარი, ანი და შენო და მეც სიხარულით გავიქეცი, თავად “გიორგი ჩემინავას” სახლში….

ესეიგი მარცხნიდან ბელადის ასისტენტი მარი, ბელადი და მე . ფოტო გადაღებულია Anna Collins Leto-ს მიერ ❤

მარშუტს დაემატა დიდუბე. დამხვდნენ ჩემები და გურუ “ჩემინავა” გაგვიძღვა სახლისკენ. გზაში როგორც ყვოელთვის ვიცინეთ, ვიჭყივლეთ და მივედით გიორგის სახლამდეც. იქ ზოგი პუფზე მოკალათდა, ზოგი საწოლზე, ზოგი ძირს და წვენით და ხრუხუნებით ვერთობოდით და ვლაპარაკობდით ათას რამეზე. როგორი იყო თავად ჩემინავას სახლი?

სააბაზანოში იმხელა ჯაკუზს რომ თავი დავანებოთ, შუქი იცი როგორ დასტოინად ინთებოდა? აი პირდაპირ დასტოინად რა, რო გამორთავდი ჩამრთველს ეგრევე კი არ ქრებოდა, ნელ ნელა რა , დასტოინად :დ :დ მართლა ეგეთი შეგრძნება დამრჩა :დ მეც ვისარგებლე შემთხვევით და თავად ჩემინავასთან, თავად ჩემინავას აიფონით მის სააბაზანოს სარკეში გადავიღე ფოტო, რომელიც მინდოდა მიმეწოდებინა გვერდისთვის  “50 ტუალეტი, რომელშიც ფოტო უნდა გადაიღო, სანამ ცოცხალი ხარ”. ასევე იყო კარებიც, დაჯახუნება რომ გდომოდა ვერ დააჯაუნებდი, ისინიც ისე წყნარად და დასტოინად იხურებოდნენ… :დ
გიორგის ოთახი იყო დიდი, 3 საწოლით (არადა ორნი არიან, ის ერთი ვისი იყო ვერ გავარკვიეთ და მე, მარიმ და ანიმ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ დავიძინებდით და მერე ჩავეწყობოდით კაიზერის სოსისებივით :დ).
კიდევ ქონდა ტრენაჟორი საკუთარ ოთახში :დ საკუთარი და ძმის სასწავლო ზონა გაყოფილი, კედელზე ქათამაძის პოსტერი ხელმოწერით და სხვა წვრილმანები, ერთი unicorn არ ეხატა არსად. ძალიან მყუდრო და იზოლირებული ოთახი აქვს, რაც ჩვენ იქ ვიცელქეეეთ…  სულ აესე ვცელქობდით :დ

გიორგისთან ძალიან კარგი იყო, საჩუქრებიც მივიღეთ, გიორგიმ მარის აჩუქა ზღვის ვარსკვლავი, მარიმ კი მე და ანის მეტროში ჩასადებები გვაჩუქა პლასტიკურების ❤ ჩემი პირველი საჩუქარი იყო მარისგან ❤ ძალიან მაგრად გავერთეთ, ეს ბავშვები არიან ერთადერთები ვისთანაც თავიდან ბოლომდე, კეტის ძირიდან თმის ბოლომდე ის  ვარ, რაც ვარ და მათ მაინც ასეთი მოვწონვარ. არ ვიცი რა გვეშველება ❤ აბსოლიტურად იგივე მათი მხრიდანაც და ეს კავშირი მაგიჟებს ❤ ძალიან მიყვარან!!!!!

მარშუტი საბოლოოდ :

სკოლა-სამგორი-რუსთაველი-აღმაშენებელი-გუდიაშვილი-დიდუბე-ისანი-ვარკეთილი-სახლი.

და ბოლოს ფოტო სერიიდან – “მსოფლიო ჩემს კედებს მიღმა”

image_1364323976640421

მარი, ჩემი Convers და ანის Vans ❤

Advertisements

4 thoughts on “თავად “ჩემინავასთან”

  1. გამოხმაურება: kind a review | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s