stupid, crazy, dumb love.

ისევ ბლოგერობის ამბავში, თორე აბა ეს რა სალაპარაკოა.

ხოდა რა ამბავია… უკანასკნელ თვეებში (თურმე ღია და მე არ ვიცოდი) ურთიერთობაში ვიყავი ლ-სთან. ლ მაგარი ტიპი იყო, უბრალოდ ფიქრი არ უყვარდა და არც რომან”წ”იკა. ლ-ს ადრე კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რომ სიყვარულები და სიტკბოები არ შეეძლო, მაგარამ ჰოი საოცრებავ… რამდენიმე ხანში ისე მოხდა, რომ ლ-მ მეც მიყვარხარო. მე ლ-ს არ ვუჯერებდი, ხო ვიცნობდი არა.. ლ კიდე ბრაზდებოდა, ვერ ვიქნები იმ ადამიანთან, რომელსაც ჩემი არ სჯერაო. ნუ კაი.

ვიყავით მე და ლ რომან”წ”იკაში და სიტკბოში (პირდაპირი გაგებითაც სიტკბოში).

აუ რა სიგიჟეებს და სიდამპლეებს აკეთებდა ლ…

ბევრგან გვინდოდა წასვლა (და ახლაც გვინდა, ცალ-ცალკე მოგვიწევს ალბათ). ლ ბევრგან დაძვრებოდა და მერე ამ ყველაფერს საყვარლად გადააკეთებდა და მეც მჯეროდა რო არ გამებრაზებინა.

ლ-ს მე ვუწიკვინებდი. ხშირად. ოღონდ არა ტყუილად. ხოდა ეგ ვერ იტანდა. და ერთი სული ჰქონდა სადმე გაქცეულიყო, ოღონდ წიკვინი არ მოესმინა. არადა იმ დანაშაულებით სად გაიქცეოდა? Трудно-же вечно прятать скилет в гардиробе …

ლ სასაცილოც იყო ხოლმე, ხშირად იცინოდა (სხვებზე) და მაცინებდა (სხვებზე, ჩემზე). ერთი ეგ იყო ცუდი რომ შეეძლო (ახლაც შეუძლია) იცინოს რამე უფრო ჯანსაღზე, ის კი მაინცდამაინც ხალხზე იცინის, უსამართლოდ თან.

ლ ყოველთვის მეუბნებოდა “დაიკიდე!”, როცა ვთხოვდი ჭერისთვის არ ეყურებინა.

მე და ლ-ს რკინის კაცი და ბეტმენი გვიყვარს. მე მეტირებოდა პეპერის და ტონის მომენტებზე, ლ-ს ეცინებოდა, რომ მე მეტირებოდა.

ლ ჩემებსაც კარგად ეწყობოდა (ეწყობა, ახლა ჩემზე კარგად იმათ ეწყობა) და ჩემებიც კარგად ეწყობოდნენ ლ-ს.

ხოდა ლ-ს არასდროს უყვარდა ურთიერთობის დალაგება, გარკვევა ვინ ვიყავით, რა გვინდოდა და რას ვაპირებდით. ყოველთვის მოითხოვდა ნდობას და ასე ბრმად ვდგავდით ნაბიჯებს. ხოდა ძალიან ბევრჯერ დიდ ქვასაც წავკარი(თ) ფეხი.

ლ-ს შეუძლია მთელი დღე მარტოობაში ამოწყდეს, იმის ნაცვლად რომ მოვიდეს, კიდე ერთხელ ჩამომაგდებინოს ყბა და მერე მე მაინც დავუტოვო ჩემი წვენი ან ქეიქი. ლ-ს ჩემი დის გაკეთებული ორცხობილები უყვარდა და მიხაროდა ხოლმე, მერე თვითონაც ისწავლა გაკეთება და წავიდა.

სულ მცირე სასაცილოა, როცა ადამიანი გეუბნება, რომ შენთან ერთად ვერ იქნება თუ არ ენდობი და ამ დროს პარალელურად უმოწყალოდ გატყუებს გაცნობის დღიდან.

ლ ტაშს მიკრავს ხოლმე როცა ვეუბნები რა არაადამიანურად იქცევა. ლ-ს უბრალოდ კიდია და მორჩა. მეც მკიდია რო ლ-ს კიდია.

 ხოდა საბოლოოდ ისე მოხდა, რო არაფერიც არ მოხდა. ლ-მ ისევ “იხუმრა”, იმიტო რო  ისევ დაღლილი იყო და ეგრე აწყობდა და მე საბოლოოდ ვცადე ლ-სთვის ამეხსნა როგორ ატრაკებდა ამ მოჩვენებითი დაღლილობით და მერე ჩემთან, ფბში გა-ვა-შავ-თეთ-რე.

ხო მართლა თეთრს ნუ მიხსენებთ გეთაყვა, გული მტკივა.

Advertisements

13 thoughts on “stupid, crazy, dumb love.

    • იმდენჯერ წავიდა და იმდენჯერ მობრუნდა რომ არ ვიცი და აი ახლაც კი ველოდები სახლში :დ სტუმრად მოდის :დ რა ვქნა არ შემიძლია ;დ…

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s