Oasis

და აი დადგა მომენტი, როდესაც იწყებ წერას პოსტისას, რომელსაც ელოდება შენი ყველა ბლოგერი მეგობარი და არამარტო. ბუნებრივია ზედმეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მომიწევს პოსტის წერა ალბათ 2 საათი(სინამდვილეში ორი დღე ვწერდი).

მე და ლაშა მცხეთაში 12ზე ჩავედით, რომ ჩვენი კუთვნილი ბეიჯები აგვეღო. მისულებმა ჯერ გავიარ-გამოვიარეთ, ჩავწერეთ Jahcoozi-ს რეპეტიცია, რომელიც მოგვიანებით ლაშამ წამიშალა მეხსიერების სიმცირის გამო : mad : და შემდეგ დაველოდეთ თათა სადრაძეს, რომელსაც უნდა გადმოეცა ბეიჯები. შესასვლელთან თათას ელოდებოდა რამდენიმე პრესის წარმოამდგენელი და მისი ლოდინი სასაცილო პროცესი იყო :დ გაგვახსენდა  აქციის ლოზუნგები “დღეს ჩვენ ყველანი პატიმრები ვართ” და გადავაკეთეთ “დღეს ჩვენ ყველანი თათა ვართ” და ასე ვირთობდით თავს. თათა მოვიდა და აღმოჩნდა ძალიან გულისხმიერი ადამიანი, ყველა კითხვაზე გვიპასუხა,  და მთელი დღის განმავლობაში გვმფარველობდა, ის რომ არა ბექსთეიჯში ვერ ვიქნებოდით, რისთვისაც, მეორე მადლობა მას!

მოკლედ, ფესტივალი ჩვენთვის გაიხსნა…

19:00-ზე არა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, ფესტივალი გახსნა პირველმა ჯგუფმა, Jetbird-მა. ეს ბიჭები იმაზე ბევრად მაგრები აღმოჩდნენ, ვიდრე მეგონა და ვიდრე ვიდეოებში ჩანდნენ. მსმენელმაც მოახერხა და ანახა მათ სიყვარული, ემოცია და ენერგია და საბოლოოდ მათი გამოსვლა გადაიქცა პირველ, ძალიან სასიამოვნო პერფორმანსად. მათ შეგვისრულეს “I want you so bad “, “Back in town”, “Would you be mine” და მგონი სხვა…  საერთოდ პირველად რომ უსმენ ჯგუფის სხვა სიმღრებს და არ იცი მათი სახელები ძნელია დაწერო  რა შეასრულეს :დ ტონისთან და დათოსთან პირადად გამოლაპარაკებაც მოვახერხე, მაინტერესებდა მაყურებელმა გაამართლა თუ არა, რადგან რამდენიმე დღის წინ angel.ge-ზე მათი სტატია ვნახე, სადაც ისინი მაყურებლისგან ენერგიის მიღბას და აყოლას იმედოვნებდნენ. პასუხი დადებითი იყო, ხალხმა გაამართლა. უბრალოდ, მეორე საღამოს, დათო ცოტა გაბრაზდა, როცა ყველაზე მეტი პრესის წარმომადგენელი მხოლოდ ბოლო წუთებში მოგროვდა მუმიტროლისთვის, რაც  ბუნებრივია დასანანი იყო.  თუმცა მათ ყველაფერი წინ აქვთ!

ის ფოტოები, რაც ლაშას გადაურჩა (ლაშა &^$*ჭ# ვერ გდამირჩებიიიიი!!!!!)

This slideshow requires JavaScript.

 

 

 შემდეგ იყო Juveniles, რომელსაც მე ვერ მოვუსმინე, რადგან დანარჩენ ბლოგერებთან (ჩემს გიგასთან, ჩემინავასთან და თამოსთან) ერთად სანაპიროზე ვიყავი. ისე შორიდან რაც ისმოდა არ მიზიდავდა და იმიტომ არ დავბრუნდი სცენასთან (ძალიან გვიან გავარკვიე რომ ჯუვენილს არ ჩამოსულა და ის რაც შორიდან ისმოდა რაღაც სხვა იყო :დ ).
და ლაუდსფიქერსი , რომელსაც ბოლომდე ვერ დავესწარით, რადგან ამსტერდამელი ბიჭი აიკიდეს ჩემმა დამ და მისმა შეყვარებულმა და ციხეზე ასვლა მოინდომეს. ამსტერდამელს საქართველოზე ველაპარაკეთ,  ვასწავლეთ “უ რა ფეხია” და “უ შენ გენაცვალე”, ორივე იმ შემთხვევაში, თუ ლამაზ გოგოს დაინახავდა :დ კიდევ საინტერესო ის იყო, რომ Jurre (ასე ერქვა ჩვენს ამსტერდამელს) გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ საქართველოში ტუჩებში კოცნა არის რთული გოგოებისთვის, მაგრამ ხელჩაკიდებული სიარული არაფერს ნიშნავს, მან გვითხრა, რომ ჰოლანდიაში ხელჩაკიდებული სიარული მეტად ინტიმურია, ვიდრე ვინმესთვის ტუჩებში კოცნა. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს თვითონ გოგოზეა დამოკიდებული, რომ გოგოების უმეტესობა ისევ ქართული მენტალიტეტის ტყვეობაშია და ქართული მენტალიტეტი, ბრბოს მენტალიტეტია, რომელიც არ აძლევს გოგოს საშუალებას, ვისაც უნდა და როგორც უნდა აკოცოს, მაგრამ რათქმაუნდა უმცირესობაც არსებობს, ვისაც უბრალოდ ეცინება ამაზე, ჩვენ ბევრი ვიცინეთ :დ  მაგარი ტიპი იყო, რას ვერჩით.
როცა სცენასთან დავბრუნდით, მხოლოდ ამის მოსმენა მოვასწარით :

 
და რათქმაუნდა Jahcoozi, რომელიც პირველი დღის ყველაზე მუსიკალურად ნოყიერი და გემრიელი ნაწილი იყო. დაფსთეფი ასეთ დიდ მასშტაბში როდისმე მოგვისმენია ქართველებს? როგორც შემდეგ საშამ ლაშასთან ინტერვიუში აღნიშნა, მათი მუსიკა  ფესტივალზე მონაწილე სხვა ჯგუფებსიგან საკმაოდ განსხვავდებოდა და ეს განსხვავება ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან არ დარჩენილა მსმენელი, გემრიელად რომ არ ეცეკვა მათ ელექტროშოკივით მამოძრავებელ beat-ებზე. პირველ დღეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ მათთან შეხვედრა, მაგრამ მეორე დღეს ძალიან გაგვიმართლა, ქუჩაში შემთხვევით დავინახეთ საშა და მოტორამის “კლავიშნიკი”, ლაშამაც ელვის სისწრაფით ჩაწერა ისინი ბლოგისთვის და აკანკალებული, ლამის გულწასული დაბრუნდა უკან :დ საშა აღმოჩნდა ძალიან მხიარული და კეთილი (თუ რატომ , ამას ლაშას ვიდეო პოსტიდან გაიგებთ, რომელსაც უახლოეს მომავალში დაპოსტავს), როცა დაახლოებით 3 კვირის წინ, როცა მე და ლაშა პოსტისთვის მათ მუსიკას ვუსმენდით და ფოტოებს ვნახულობდით  ნააამდვილი შეშლილები გვეგონენ.

This slideshow requires JavaScript.

Motoramaიზ რასიი კსტაწე… რავიცი, რა გავიხსენო მათზე, ინდი ძალიან მომწონს მთელი თავისი განშტოებებით და გამიხარდა მათი ლაივში მოსმენა.

და 22 ივნისის ბოლოს, Who Made Who ანუ ყველაზე კომუნიკაბელური, ყველაზე დაუზარელი, ყველაზე გულღია ჯგუფი, რომელმაც ჩემს ორ კითხვას დაუზარელად უპასუხა.

კითხვაზე, თუ რა იყო მათი მთავარი შთაგონება პასუხი იყო ის, რომ ისინი არიან უბრალოდ მშიერი მუსიკის მოყვარული ადამიანები, რომლებიც შთაგონებას ნახულობენ ყველაფერში, რასაც ისინი აკეთებენ, ადგილებში, რომლებსაც ისინი სტუმრობენ, მათი პირადი ცხოვრება და ეს ყველაფერი ქმნის მათ მუსიკას, რომელიც ჩემი დამატებით არის “Very beautifull”…  ასევე კითხვაზე, რამდენ სიმღერას დაუკრავთ დღეს ჩვენთვის პასუხი იყო 14.  თომასი და ჯეფი იმდენად კარგები აღმოჩნდნენ, რომ სიტყვები არ მყოფნის, არც მე და არც ჩემს ანის, რომელსაც თომასმა მისალმება ჩაუწერა. ეს უბრალოდ სიზმარი იყო 🙂 მე, ტომასი, ჯეფი, ლაშა, ჩემინავა, სხვები და მოკითხვა ანის. Still can’t find my miiiind.

23 ივნისი დაიწყო ღამე ლაშასთან გათენებით და დღისით, სრულიად ახალი დღით.

Dzieryzynski Bitz – წარმოუდგენლად რიტმული და ენერგიული მუსიკაა, არ დავმალავ, ცხოვრებაში პირველად მოვუსმინე, ისიც იქვე, ჩემს თვალწინ რომ ხდებოდა რაღაც ძალიან სასიამოვნო, ვიცეკვე კიდეც (რაც პრაკტიკულად შეუძლებელია) და იმ ჯაზ-როკსაც სიამოვნებით ვუსმინე.  ბექსთეიჯში ჩემინავამ აღნიშნა, სოლისტი სცენაზე სულ სხვანაირი იყო, სცენის გარეთ კი ცოტა მელანქოლიური ტიპი ჩანსო… რავიცი აბა…

This slideshow requires JavaScript.

 

 

Sunsay

“Press room”-ში  პირველები მე, ჩემინავა და უცხო ბიჭი მოვხვდით და როცა იქ არავინ დაგვხვდა, უცხო ბიჭმა ჯერ დაიღრიალა გაგვიჩალიჩესო და მერე ზემოდან დაშვებულ დაბალ, ნაცრისფერებში ჩაცმულ ბიჭს მიესალმა “Сколько лет, сколько зим…” და ჩაეხუტა, ეს ბიჭი ანდრეი აღმოჩნდა… გამიკვირდა და გამეცინა, სხვა არტისტებისგან განსხვავებით, პრესის მოსვლამდე იქვე,  თეატრონის კიბეებზე ასვლა და ხედით დატკბობა მოახერხა. ის თავისუფალი და უბრალო იყო.

კითხვაზე რა ადგილების მონახულებას აპირებთ, პასუხიწარმოდგენა არ მაქვს. იემდი მაქვს რომ გვეყოლება ვინმე გამყოლი, თუ არა,  მე ხანდახან უბრალოდ  ჩემთვის დავდივარ ქალაქში და ვუყურებ რა რისთვისაა, ჩემით  ვხვდები რაღაც ადგილებში. შევხედოთ, როგორ გამოვა.

ის , რომ ნამდვილად სიმართლეს ამბობდა მისი დანახვის პირველივე წუთებში დავინახეთ, ხომ გეუბნებით, თავისით აძვრა ზემოთ და იქიდან შემოგვიერთდა. შემდეგ ჩვენ მასთან ფოტოები გადავიღეთ და მე ჩანაფიქრი ავასრულე და  ვუთხარი როგორც მიყვარდა,  რაზეც თავდახრილი ღიმილი მივიღე.

სანსეი ხალხს მაგრად მოეწონა და მათ კიდევ ერთი ძალიან ენერგიული გამოსვლა ჰქონდათ, განსაკუთრებით ის მომენტი მომეწონა, როცა ანდრეისთან ერთდ მთელი პუბლიკა მღეროდა, სამღერი მარტივი იყო… :დ

მერე მე დამემართა ყველაზე ეპიკური რამ. ბატარია დამიჯდა და იმის გამო , რომ მუმიტროლი ჯერ კიდევ წინ იყო, სანსეისთვის მხოლოდ ფოტოების გადაღება მოვახერხე, რაზეც ძალიან მწყდება გული 😦

This slideshow requires JavaScript.

Salio, Balloon Shooters –  Really nice

და ბოლოს ….

Мумий Тролль

 სულ რაღაც 1 მეტრის დაშორებით ვუყურებდი მის ღიმილს და ცისფერ თვალებს, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს. ჯიზაზ  რა ლამაზი იყო!!! ეს უკვე აშკარა მიკერძოებაა… სასაცილო ის იყო, რომ თვითონაც გადაგვიღო თავისი აიფონით და შემდეგ 10 წუთის განმავლობაში უპასუხა კითხვებს. განსაკუთრებული რა შემიძლიათ გითხრათ? 😕 ვინც კონცერტზე იყო ემახსოვრება, რომ სანამ სიმღერა “კონტრაბანდის” დაიწყებდა, მან შესავალში თავისი ღმერთოჩემო ღიმილით თქვა “ეს სიმღერა ეხება კონტრაბანდას, მაგრამ არა იმ კონტრაბანდას, რომლის გამოც დღეს 16 ადამიანი დააკავეს “. ინტერვიუს დროს ილიას კითხეს თუ შეეძლო რაიმე აქცენტის გაკეთება იმაზე,  რომ ფესტივალზე დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს მარიხუანის მოწევის გამო, რაზეც ილიამ უპასუხა, რომ არაფრის თქმა არ შეეძლო, თუმცა ეს გამოსვლისას ეს ფაქტი მაინც არ დავიწყებია…

ინტერვიუ ყველა მანამდე ჩაწერილ ინტერვიუებზე სწრაფად დამთავრდა და ჩვენ სცენის წინ გადავინაცვლეთ, სადაც პირველი 4 სიმღერის განმავლობაში ისევ უახლოესი მანძილიდან ვუსმენდით მათ და ვწიოდით, ვკიოდით და გვაჟრიალებდა :დ მათ შეასრულეს “Карнавала нет ” “Дельифины” “Утекай” “Невеста”, “Акулы или паука” “Контрабанды” “Четвертый Троллейбус” “Медведица” და სულ  ბოლოს” Это по любви”.

This slideshow requires JavaScript.

 ჟრუანტელი, წივილი, earგაზმი და ენდოფრინები ერთად. ამის გახსენებაზეც კი მაჟრიალებს!!! yaaaaaaaaay!!!!!!!!!!!!!!!! კარგად გვესაუბრებოდა მსმენელებს, გვართობდა და გვაცინებდა, პრელესწ პრიამა…  შეგრძნება, როცა მედვედიცას პირველი ნოტები გავიგე – ენით აუღწერელია. ჩემს დას ემახსოვრება, როგორ განწირულად დავიყვირე “მედვედიცააააააა!”, მართლა არ მჯეროდა და როცა ძლივს დავიჯერე, ეს ვყელაფერი მაგრად ჩაჯდა სხეულში და ბოლომდე ვისიამოვნე :)))) რუსულად ამღერებული ქართველები – კიდევ კარგი!

ამ ყველაფრის პარალელურად, დამავიწყდა იმის დაწერა, რომ ორი დღის განმავლობაში ფესტივალზე ვიყავი მეგობრებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად.  გამიხარდა პირველ დღეს, შესასვლელთან გიგას დანახვა, რომელსაც ეგრევე სამაჯური ვაჩუქე (:დ გიგა სუ!) , ასევე ტუღუშის გაცნობა და რათქმაუნდა ჩემი კაპარჩხანა ჩემინავა, რომელიც თავისი კარიერის წყალობით მაინც მოხვდა ბექსთეიჯში და მაინც გააგრძლეა მოღვაწეობა :დ ლაშაზე არაფერს ვამბობ, ჩემი ნაპარნიკია, როგორც ყოველთვის მე ნერვებს ვუშლიდი, ის მაიგნორებდა და ასე საყვარლად ჩაიარა ორმა, ყველაზე სამახსოვრო დღემ ჩემს ცხოვერბაში 🙂 22 ივნისს იყო სუპერმთვარე, რომელიც ასე დაემთხვა ოაზისს და მუსიკა, ხალხი, მცხეთა და მთვარე რაღაც სასწაულ გარემოს ქმნიდა :inlove:

მადლობლები ვართ : კრისტინას- ბექსთეიჯ მენეჯერის, რომელიც პირველ დღეს თან გადაგვყვა და მეორე დღეს უბრალოდ ძალიან დაღლილი იყო და ირაკლისი, რომელმაც  24 ივნისს, ავტოსტოპით, ღამის 2-ზე მე და თათა მცხეთიდან სახლამდე (ვარკეთილამდე!) მოგვიყვანა. Respect to all from us!

P.S მარტო მე ვფიქრობ, რომ ორგანიზატორებმა ძალიან გაგვანებივრეს, რადგან ორი დღის განმავლობაში ევროპელი მუსიკოსების ვარსკვლავთცვენა მოგვიწყვეს?

Advertisements

18 thoughts on “Oasis

      • ასეთი სახის პოსტებს ყურადღებით მოეკიდე ხოლმე, რამდენჯერმე გადაასწორე და ქრონოლოგიას მიაქციე ხოლმე ყურადღება, აგრეთვე ლექსიკას – თემატიკის შესაფერისი რომ იყოს; ამას იმიტომ გეუბნები რომ აშკარად ჩანს, ასეთი სახის რევიუების წერა გამოგივა, თუ გააგრძელებ და რა იცი რაში გამოგადგეს, ყოჩაღი გოგო ხარ.
        პ.ს. მე რომ წერაში ტყუილად არავის შევაქებ ხო იცი 😀

  1. ვაიმე არ ვიცი რა ვთქვა !!! მოკლედ,ისეთი ბედნიერი ხარ რო ლაივში უსმენდი ამათ და ისე კარგად გადმოეცი ეს ემოცია,რო ჩემი უბედურება გადამავიწყდა :დ შენ და ანდრეი ♥

    მოტორამამ რომელი სიმღერები შეასრულა? :დ

    • ანა , როგორც ზემოთ ჯეთბირდზე დავწერე, აქაც გავიმეორებ რო როცა პირველად უსმენ, სახელები არ იცი :დ Alps დაუკრეს მაშინ, როცა ჩვენ ჰუ მეიდ ჰუს ვარტმევდით ინტერვიუს და ვერ დავტკბი, მაგრამ მაინც კარგები იყვნენ ^^ იქ რომ ყოფილიყავი, მეორე დღეს სცენასთან იდგნენ ხალხან ერთად, თავისუფლად დაეკალარაკებოდი

  2. რამდენი ხანი წერი???
    ასეთი, ნოყიერი პოსტი არც მინახავს მგონი. მთელი ფესტივალი ხელახლა დაიწყო და დამთავრდა ;დდდ
    ყოჩაღ ორივეს.

  3. გამოხმაურება: kind a review | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s