შენ რომ ბიჭი ხარ და დანარჩენი გოგოები – გოგოები

გორიდან რომ დაცოფილი ჩამოვედი და იქ ყოფნის 3/4 ვილანძღებოდი მოსაწყენ ქალაქზე და მეგობრებზე, რომლებსაც არ ვახსოვდი, ეს ერთი.

მეორე ის რომ ტყუპებთან ვცხოვრობდი და ბავშვები საუკეთესო რამაა გართობისთვის. ტყუპები, რომელებიც 7 წლის გახდნენ მთელი დღის განმავლობაში უამრავ რაღაცას გეკითხებიან, ზოგს სასაცილოს, ზოგს ისეთ ჭკვიანურს, რომ შენ არ მოგფიქრებია და ზოგსაც აქეთ გასწავლიან.

მესამე ის, რომ იქ ყოფნისას ბრილიანტები მოვისმინე რელიგიაზე, ქალიშვილობაზე,  ქართველობაზე და ბოლოს, ჩემი ტკივილი, ნაწილ-ნაწილ შეგროვილი წარმოდგენები გოგოზე, რომელიც სასურველია. თან ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ტოლი ბავშვებისგან. მოდი ამ უკანასკნელზე მოვყვები ცოტას.

იქ  ყველას აინტერესებს რა გაცვია  და როგორ გამოიყურები. თუ odnoklassniki-ს დედოფალი არ ხარ,  funclub არ გაქვს და არც ტონალური და წკრიალა სამკაულები გამშვენებს, გოგო არ ხარ, კაცი ხარ – კაცური, “ჩაარტყი ძმა!”. ბიჭებს (მეგობრებს) შეუძლიათ შენთან ისაუბრონ სწორედ ზემოთხსენებულ დედოფლებზე და ძნელად დასაკერ (იმიტო, რო ძერსკები და მომთხოვნები არიან) გოგოებზე. Uh! Guys! მეც გოგო ვარ! და თუ მე არ ვახდენ ჩემი მკერდის და ცხელი ტანის დემონსტრაციას, ყველა შესაძლო გზით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიჭი ვარ. მე ვატარებ თავისუფალ  მაისურებს და Boyfriendswear ჯინსებს იმიტომ, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ და არა იმიტომ, რომ მინდა შენი Bro ვიყო.  და ეს ასე იქნება მანამ,  სანამ ამ ასაკში ვარ და სანამ ჩემთვის კომფორტს უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე სხვის ყურადღებას და ბინძურს ფიქრებს (you know what I mean). ვერ ვიტან, როცა ჩემთან სხვა გოგოებს ჭორავენ და ჩემზე ბევრად კუსკუსა და დახვეწილ გოგოებზე ისე წუწუნებენ – ეს აკლია და ისო, რომ თავი მათ ფონზე მართლა კაცი მგონია. ღმერთო დიდებულო! თან, რომ ეტყვი, ეგრე მეც არ მაქვს (რაღაცის) ბედნიერებაო, განა გაჩერდებიან!

“მერე შენ გოგო ხარ, ბიჭო?” – არგუმენტი.

:სახეზე ხელი:

ხო, ზედმეტად გოგოშკებისგან განსხვავებით, მირჩევნია ვგავდე ბროს, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩემს წინ ისაუბროთ გოგოების იმ მანკიერებებზე, რომლებიც შესაძლოა მეც მახასიათებს და თან ისე მოიქცეთ, თითქოს იქ არ ვარ ! ააააააა!!!! ისეთი მოწყენილი ვარ იმ სტერეოტიპებისგან, რომლებიც თქვენთვის სასურველებია … ისეთი დაღლილი…  რამდენი სილამაზეა თქვენს გარშემო, ფიზიკური თუ სულიერი და თქვენ მაინც მარტოები ხართ. და იცით რაა? იქნებით კიდეც! რატომ? იმიტომ, რომ იმ გოგოებმა, რომლებსაც თქვენ ეთაყვანებით, საკმაოდ შეითვისეს თავისი მიუღწეველის სტილი და ასი წელი არ მიგიშვებენ თავისთან. გილცოავთ, თქვენ მათი თვითშეფასება იქამდე აიტანეთ, სადამდეც  თავად ვეღარ მიაღწევთ.

Now good luck with being alone.

 

Advertisements

8 thoughts on “შენ რომ ბიჭი ხარ და დანარჩენი გოგოები – გოგოები

  1. ასეთი ზუსტი დახასიათება პირველად მოვისმინე… ნუ მოვისმინე რა, წავიკითხე 😄
    ყველაფერი სრული სიზუსტითაა (სამწუხარო რეალობა) 😦

  2. წაკითხულიდან გამოდის, რომ ბიჭები უბრალოდ კარგ მეგობრად გთვლიან და არაფერია ამაში ცუდი, არც ნაკლოვანებების განხილვა უნდა გაბრაზებდეს (გააჩნია ვისთან). მოკლედ ნუ დარდობ ამაზე ასე ძალიან 😀

    P.S. ჩემი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე ^_^

    • ავიატორო დიახ, ნამდვილად პირველი კომენტარია და კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემს ბლოგზე ^_^

      მართალი ხარ, ნამდვილად ყველა კარგ მეგობრად მთვლის და ყოფილ მეგობარ ბიჭებთანაც კი მეგობრობა უკეთ გამომდის და როცა სულ friendzoned ვარ უკვე საწყენია ხოლმე 😀 შევეცდები აღარ ვიდარდო, მაინც აზრი არ აქვს.

  3. -აი ეს იყო ის, რასაც მე ვფიქრობდი… ზუსტად ეგ პრობლემა დგას არა მარტო გორში, არამედ მთელს საქართველოში…

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s