ჩანაცვლება

ქიმიაში ჩანაცვლება მარტივ ნივთიერების რთულ ნივთიერებასთან რეაქციისას ხდება, ელექტროუარყოფითობის მიხედვით ძლიერი ატომი სუსტს აძევებს და ანაცვლებს მას, ან მოლეკულები თავის ადგილებზე რჩებიან და  რეაქცია არ წარიმართება.

ქიმიის არ ვიცი, მაგრამ ადამიანებში ჩანაცვლების პროცესი ყოველთვის უფრო რთული და მტკივნეულია.large

წარმოიდგინეთ, რომ  გაქვთ მყარი ბმა დამყარებული ადამიანთან (მეგობართან, მეგობარზე მეტთან, შეყვარებულთან, პოტენციურ შეყვარებულთან, ყოფილ შეყვარებულთან თუ ა.შ) და უცებ თქვენი ჩანაცვლება ხდება სხვა, უფრო აქტიური ადამიანით. ვერ იტყვი, რომ ჩანაცვლება ყოველთვის ცუდის – კარგით ან კარგის- ცუდით ხდება, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ყველა ისტორია განსხვავებული, მაგრამ თურმე ფაქტი ერთია, ჩანაცვლება ყოველთვის მტკივნეულია.

ყველა შესაძლო ადამიანს და მათ შორის ჩემს თავსაც ვეკითხები და მაინც ვერ გამიგია რატომ არის მტკივნეული როცა განაცვლებს ის ადამიანი, რომელიც შენ არ (ან საკმარისად არ) მოგწონდა და ცდილობს ბედნიერი იყოს. ჩემმა პატარა დაქალმა მითხრა :

” კარგი რა, ყოველთვის საწყენია მაინც, მე  ახლა წამალაშვილს რომ  ვუყვარვარ და ასი წელი მის მიმართ სხვანაირი გრძნობა არ გამიჩნდება, რომ გავიგო, რომ სხვა მოსწონს, რაღაც დონეზე მაინც მეწყინება, აი ისეთი მომენტია რა…- დადუმდა და მე მივხვდი რომ იმის თქმას ცდილობდა, რომ ასეთ მომენტში ფიქრობ, რომ სხვამ გაჯობა, არადა უბრალოდ ბიჭი იღლება მუდმივი უარით და სხვასთან ცდილობს იყოს ბედნიერი – აი ხო ხვდები რა, აი მირზას რომ ახალი შეყვარებული ყავდა არ გაგიტყდა?”

მე ნამდვილად არ გამტყდომია ის, რომ ბიჭი, რომელსაც ძალიან უიმედოდ და არაადამიანურად ვუყვარდი უპერსპექტივოდ, ბედნიერი იყო, ნუ ცდილობდა მაინც, მაგრამ ჩემი პატარა დაქალის პასუხი მაინც მივიღე.

დიდმა ძმაკაცმა, რომელსაც რამდენიმე გოგო ერთბაშად მოსწონდა და სინამდვილეში არცერთ მათგანს სერიოზულად არ აღიქვამდა, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ ერთ-ერთს ახალი შეყვარებული ყავდა  მითხრა რაღცნაირად თავს დამარცხებულად გრძნობო.

ერთმა საერთოდ ვერ ამიხსნა, რატომ ხდებოდა ასე.

საერთოდ მგონი ჯობდა უფრო მეტ ადამიანთან მელაპარაკა ამაზე, მაგრამ ვგონებ, საერთო სურათი ისევ იგივე იქნებოდა “შენ არ მოგწონს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს შენთვის კარგი იყოს და როცა ის ამას წყვეტს, შენ თავს დამარცხებულად გრძნობ” – მეეჰ, როგორ მინდება ასეთ მომენტში ჩემს თავსაც და სხვა დანარჩენებსაც ვუთხრა ” შე ბოზო!” 😀 დაკარგულის ფასს მერე გაიგებო, აი ეგ მომენტია.

სრულიად სხვა მომენტია როცა ჩანაცვლება ორმხრივი სიყვარულის შემდეგ ხდება, ამას მე პირდაპირი კატასტროფას ვეძახი. იწყება სტალკერობა, ჭორაობა კონკურენტის დადებით და უარყოფით მხარეებზე და უსასრულო შედარება. გვერდიდან უყურებ როგორ კარგად ეწყობიან ან ვერ ეწყობიან ახალი კავშირები და გულდაწყვეტილი ფიქრობ, რომ შენ ამით დამარცხდი < ყველაზე ცუდი რამაა,  რაც კი შეიძლება დედამიწაზე არსებობდეს შიდსის, კიბოს, რადიაციის, ბირთვული და ქიმიური იარაღების, ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ფანატიზმის, შიშველი მაილის – მეტალის ბურთზე და რავიცი კიდევ,  რის  შემდეგ. არ მინდა ვცხოვრობდე პლანეტაზე, სადაც  ასე  ხდება და  შეიძლება მსგავსი რამ მეც დამემართოს.

რატომ არ შეიძლება უბრალოდ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, კარგად შევაფასოთ ერთმანეთი, მაგრად მოვეხვიოთ და არსად გავუშვათ ადამიანები, რომლების წასვლაც თავს დამარცხებულად გვაგრძნობინებს?

(ნახევასაათიანი პაუზა)

აი აქ უბრალოდ მახსენდება, რომ ყველანი იდიოტები ვართ და ამაზე დარდს აზრი არ აქვს.

მაინც გისურვებდით, რომ არავის ჩაენაცვლებინეთ, არავინ ჩაგენაცვლებინათ და მყარად გქონოდეთ თქვენი ბმები მნიშვნელოვან ადამიანებთან.

ნუ მისცემთ უფლებას ძლიერ ელექტროუარყოფითად დამუხტულ ადამიანებს, დადებითად დამუხტული ადამიანები წაგართვან ^_^

P.S Just hold on we’re going home

Advertisements

17 thoughts on “ჩანაცვლება

  1. ნატა,სასწაული გოგო ხარ! იცი,რამდენ ხანს ველოდი შენ რეაქციას ამ თემასთან დაკავშირებით? რომ აი ახლა მეტყვის,თუ რა მტკივნეულია,აი ახლა,ახლა… მაგრამ შენ დუმდი და მეც არ მინდოდა ეთიკის ნორმები დამერღვია და ხელშეუხებელ თემას შევხებოდი. სასწაული გოგო,იმიტომ ხარ,რომ თვით ჩემნაირ ადამიანსაც კი (რომელიც ქიმიის გარტყმაში არ ვარ) ისე კარგად გააგებინე და ისე ლამაზად დააკავშირებინე,რომ მივხვდი რატომ გიყვარს ქიმია. იმიტომ,რომ ყველანაირ ადამიანურ მოვლენასთან შეგიძლია დააკავშირო.
    რატომღაც მგონია,რომ ატომებს დიდად არ ადარდებთ ჩაანაცვლებენ მათ თუ არა. ან იქნებ ეს მათთვისაა ნიღაბი,ისევე როგორც ჩვენთვის? ჩვენც ხომ არაფერს ვიმჩნევთ გარეგნულად,მაგრამ შინაგანად ერთბაშად ვიწვებით და ვიყინებით,ვფეთქდებით!
    ჩანაცვლება ძალიან მტკივნეულია,მტკივნეულია ის მომენტი,რომ აცნობიერებ რომ ვიღაცამ გაჯობა,რომ შენი კვალი ადამიანის ცხოვრებაში იმდენად ღრმა არ აღმოჩნდა,რომ ასე სწრაფად მოეძებნა შენი შემცვლელი,რომელიც კვალს გააუფერულებდა.
    პოემა დაგიწერე,მაგრამ,პოსტმა მაიძულა. არაა ჩემი ბრალი :დ! გკოცნი ბევრს და пошли они на фиг ♥

    • შენმა კომენტარმა მთელი ჩემი ნაცრისფერი, წვიმიანი და ცივი დღე გაათბო, რისთვისაც დიდი მადლობა შენ ❤ გადასარევი ხარ შენ, ასე შორს რომ ხარ და ჩემს გვერდით მყოფებზე უკეთ იცი რა მაწვალებს და რა მიხარია, შენთან საუბარი ყოველთვის სასარგებლოა ხოლმე, შენნაირად ძირფესვიანად სიტუაციის შესწავლა და შემდეგ ძალიან გამოსადეგი რჩევების მოცემა ძალიან მინიმალურ ადამიანებს შეუძლიათ და მე მიხარია, რომ მე შემხვდა შენი სახით გამონაკლისი და შემიძლია შენს იმედზე ვიყო ^_^ ❤❤❤

      • როგორც შენ იტყოდი ხოლმე,ღიმილი ამეკერა მთელ სახეზე და ვეღარ ვიშორებ ^__^ ხომ გეუბნები,სასწაული გოგო ხარ მეთქი ♥♥♥

  2. ნატა, იმედი მაქვს რადგან ბლოგზეც დაწერე, ამ თემას ბოლოს მოუღებ და დაიწყება ააააააახალი, უფრო საინტერესო, სააააააყვარელი და კაააააარგი პერიოდი ^^

  3. სამყარო ა”ფ”სოლუტური ნულია და ეს ჩანაცვლებებიც საბოლოოდ ნული გამოდის.
    როცა ვიღაც განაცვლებს, ხვდები, რომ არ ხარ ისეთი, როგორიც უნდოდა “მას” და ვერ გახდი ისეთი, რომ შენი თავი სდომოდა. (ცოტა დირთი მაინდზ გავს, მაგრამ არაუშავს).
    მსგავსი რაღაცების შედარება ბევრ რამესთან შეიძლება, ძალიან ბევრთან… წარმოიდგინე… მე ახლა ჩემს ვიკინგს რომ ვთლი (სამი კვირაა ვთლი და ვერ დავამთავრე, იმიტო რო მეზარება), მაქვს რვა სულ განსხვავებული პირის დანა და ამ რვიდან ერთ-ერთია ჩემი “ფავორიტი”, ბრტყელი პირი აქვს და ძირითადი ფორმების მისაღებად იდეალურია ჩემს წინ მაგიდაზე დაყრილი “არჩევანიდან”, ხანდახან ვიღებ სხვებს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაშიც ასეა – ვისთანაც უფრო მოსახერხებელია, იმასთან ხდება გადანაცვლება და შენი,ჩემი თუ ლენინის ჩანაცვლება იმ სხვა ახლით (სტალინით,ჩემით, შენით, ბებიაჩემის მეზობელი ქიმიის მასწავლებლით)… მე ვიყენებ იმ ბრტყელპირა დანას… ეხლა იგივე დაგიწერე, შენ რაც გეწერა, მაგრამ არაუშავს.

    “ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
    და ნარცისების კეკლუცი დროშა”.

  4. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს პოსტი და მომეწონა დავალაიქე კიდეც, დღეს (ნუ მკითხავ რატომ) თავიდან მომინდა წაკითხვა და რადგან მეორედ დალაიქება არ შემიძლია კომენტარით გეტყვი, რომ მართალი და კარგი პოსტია 🙂 არავინ არავის და არაფერს არ ანაცვლებს თუ ეს თავიდანვე არ უნდა. ყველაზე ძნელი კი ისაა როცა ხვდები რომ უნდა წახვიდე.

    • დიდი მადლობა რომ მოიწონე და რომ იზიარებ ამ ყველაფერს. “ყველაზე ძნელი კი ისაა როცა ხვდები რომ უნდა წახვიდე.” – ნამდვილად 😦

      • სხვა რაღაცები დანამატია უბრალოდ. 😀 თორე ყველაფერი ეგოდან მოდის, ჰო, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ბანძები ვართ ადამიანები ჩვენი ღორული პატივმოყვარეობით და ამბიციებით.;/

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s