kind a review

 უმეტეს დროს ზამთარში ვატარებდი ნიკასთან და ჩემს ქუჩის მუსიკოს მეგობრებთან ერთად. ნიკა, ანუ პოვეტი, მთელი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემს გვერდით და ერთად მოგვიწია ბევრი კარგი და ცუდის გადატანა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი წლის ერთგული მეგობარია!

თებერვალში ბლოგერების შეხვედრების ციკლი დაიწყო და გავიცანი ბავშვვები, რის გამოც განსაკუთრებით მომწონს ეს წელი.

პირველად “აღვნიშნე” ჩემი მე17 დაბადების დღე საყვარელ ხალხთან ერთად.

შნაიდერის მიერ გადაღებული ფოტო

მომწონდა გიგა, თან ძალიან.

შევქმენით “ჩათლაშკების კლანი”

მე და ლაშა როგორღაც ისევ “შევრიგდით” და დავიწყეთ ახლიდან რილეიშენშიფი.

გაზაფხულის ერთ საღამოს ნათია დემეტრაშვილს ვთხოვე დახმარება, როგორც უფროს მეგობარს, რომელიც რატომღაც მეგონა, რომ საუკეთესო რჩევებს მომცემდა ურთიერთობასთან დაკავშირებით და ეს ასეც მოხდა. აი მე რამდენად გავითვალისწინე მისი რჩევები უკვე სხვა ამბავია, მაგრამ მაინც.

პირველად ვიყავი სახურავზე ბავშვებთან ერთდ, მერე ხშირად ავდიოდით ხოლმე მე და ლაშა ერთად და საღამოობით ჩამავალი მზით გაფორმებული თბილისით, ანარქიით და ერთმანეთის კომპანიით ვტკბებოდით.

პირველად ჩავედი რუსთავში  და იქიდან, ღამით პირველად წამოვედი ავტოსტოპით!!!

კედელი რუსთავში, რომლის აღმოჩენამაც გამაოცა!

პირველად შემეყარა ჩუტყვავილა. ჩუტყვავილას დაემთხვა პარამორის ახალი ალბომი და სინგლი “Still into you” რომლის მოსმენისასაც ლაშას ვუთხარი, რომ მიყვარდა :დ

სადღაც გაზაფხულის ბოლოს ვნახე ნოდარი, მეგობარი ბათუმიდან, რომელიც 2012 წლის ივლისში გავიცანი, პირველ ბლოგერების შეხვედრაზე და მას შემდეგ სულ უფრო და უფრო მიყვარდება!

1 ივნისს იყო კიდევ ერთი ბლოგერების შეხვედრა სადაც ვიყავით გიგა, ჩემინავა, მე, შნაიდერი და თათია. ვისხედით სმარტში, მე და გიგა იმ დროს ვიყავით გაბუტულები და როცა მზიურში წავედით დემეტრაშვილის სანახავად და ბავშვებმა გაიგეს ჩვენი ჩხუბის ამბავი და უცბად შეგვარიგეს. მერე მე და გიგა წამოვედით და სადღც ვაზისუბნის გადასახვევთან, რომელიღაც კორპუსის ეზოში დავსხედით და მან მომიყვა ის ამბები, რომლებსაც მასთან ჩხუბის გამო ვერ მოვესწარი და მეც ანალოგიურად მოვუყევი. ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო მალიკთან გატარებული და მისი ნაჩუქარი გემის საჭე დიდხანს მეკეთა ყელზე, თუმცა ის პირობაც, რის გამოც ის მაჩუქა, რა თქმა უნდა ვერ შევასრულე.

22-23 ივნისს ვიყავი ოაზისზე, საიდანაც  მეორე ღამეს მე და ჩემი და წამოვედით მარტოები ავტოსტოპით  და ე.ი მცხეთიდან ვარკეთილის მეურნეობამდე, ანუ ჩემს უბნამდე მოგვიყვანა ერთმა უცნობმა, რომელის სახელი და გვარი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ მისი და ყოველთვის სიამაყით ვყვები რა გრძელი გზა გაგვატარა სრულიად უსასყიდლოდ.

ვიყავი ვაგინა მონოლოგებზე

მე და ლაშამ დავიწყეთ დაშორება :დ ერთხელ ისე გამაბრაზა დავემუქრე დავწვავ  შენს ნივთებს ან აივნიდან გადავყრი ყველაფერს, თუ არ მოხვალ და დამელაპარაკები მეთქი. მართლა ვაპირებდი, ისე ვიყავი, თან მენანებოდა  მისი შარვალი, რომელიც ძალიან მიხდებოდა და რამდენჯერმე გარეთ მეცვა, მაგრამ საბედნიეროდ არაფრის დაწვა არ მომიხდა. მასთან დაშორება საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი იყო, ერთ დღეს ყველაფერს ვამთავრებდი და მეორე დღეს კართან ლაშა მხვდებოდა ღიმილით, როგორ დავშორებოდი, მე თქვენ გეკითხებით :დ მერე ერთ დღეს დაღლილმა კარგადაც ვაგინე (გონებაში), მასთან ლაპარაკს გავერიდე და წავედი ზღვაზე.

ჩემი კედები, ზღვა და მზე, რომელიც საყვარელთან მიიჩქარის.

ზღვაზე ვნახე გვანცა, ასანიძე. ამის შესახებ ჩემს პირად დღიურში მაქვს ჩანაწერები. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა რომ გვანცასთვის მოსაწყენი აღმოვჩნდი, რადგან ის ძალაინ წყნარი იყო და თან არც ემენდემსს ჭამდა და მე მივეხმარე 😦 :დ მერე აღმოჩნდა, რომ გვანცას იმ დღეებში სიცხე ქონდა და მე არაფერ შუაში ვიყავი და დავისვენე. ძალიან გამიხარდა მისი გაცნობა და ვიცი რომ მომავალ 2014 წელს კიდევ ვნახავ და უკეთეს დროს გავატარებთ.

გვანცა დამთანხმდა ფოტოს გადაღებაზე დაგახდა ჩემი უნიჭობის მსხვერპლი, მაპატიე გვანცა, გადასარევი ხარ!

ზღვიდან ჩამოვედი ზედ ლუდის ფესტივალზე, მეორე დღეს და სამწუხაროდ ვერ მივუსწარი სვანსიხის ლაივს, რაზეც ძალიან დამწყდა გული. ხო ფესტივალზე პირდაპირ გარუჯული ჩავედი და ყველა აღნიშნავდა რომ კარგად გამოვიყურებოდი და I was feeling sexy and free and that was great : D : D

მე და თოდუა ნიკამ ვცადეთ სურპრიზის მოწყობა ჩვენი ანუკასთვის, რომელიც სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, თუმცა  სასიამოვნოდ დაგვამახსოვრდა.

77710003

გავიცანი აბაშა, რომელსაც მოყვა უამრავი ივენთი ჩემს ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობა ფაქტობრივად მკვდარია, იმედი მაქვს, რომ ყოველთვის საუკეთესო გვემახსოვრება ერთმანეთზე.

შევიცვალე თმის ფერი ვარდისფერით 3:)

ვუსმენდი Arcric Monkey-ს, Imagine Dragons-ს და მოკლედ ამათ

მერე დაიწყო სწავლა, ჩავაბარე 4 საატესტატო, აქედან 2-ში, ქიმია/ბიოლოგიაში მივიღე 10ები :3
მივედი მასწავლებლებთან
შევიღებე თმა ლურჯად :დდდ

დავიწყე აბიტურიენტული ცხოვრება
და ეგარი!

საბოლოოდ, სინანულით ვაცილებ ჩემს 2013 წელს, ვივიწყებ ყველა წყენას (ვტყუი) და ვიმედოვნებ ყველაზე მთავარს, მოახლოებული დედლაინის გადალახვას, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი იქნება 14-ში :დ

მოგილოცავდით, მაგრამ რა, სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი უფრო მოწყენილს მხდის, ვიდრე მახარებს. წლები გვემატება, აბა რა არის კარგი ახალ წელში, თვეების განმავლობაში რომ მოგვიწევს დაწერილი 2013-ების 14-ებით გადასწორება? ხოდა მოკლედ ჩავხურე ახლა ეს ფანჯარა, თორე მომადგება აქ 2014.

Advertisements

3 thoughts on “kind a review

  1. საინტერესო წელი გქონდა, მართლა ვერაფერს დაუწუნებ, თან ბევრი რამ გასწავლა ^^ 2014-ში უმტკივნეულოდ გესწავლოს ♥♥ ბედნიერებას გისურვებ და ჩვენი გოგოშკური ალიანსი ლაივში გადაგვეტანოს მომავალ წელს :** ცელუიუ, აბნიმაიუ, წავედი :***

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s