უფეისბუქოდ…

Hola : )

ახლა მგონი წვიმას დაიწყებს და იდეალური გარემოა დასაპოსტად.

ამ პოსტის იდეა უნარების გაკვეტილზე გამიჩნდა. მინდოდა თავი მომეყარა რაღაცებისთვის, რასაც ვუთმობ დროს უფეისბუქობის ჟამს. მინდოდა მეჩვენებინა რა განსხვავებაა ფეისბუქით და უფეისბუქოდ. ვნახოთ რა გამომივა.

უფეისბუქობა თავიდან დოქტორ ჰუმ გამაძლებინა, მაგრამ მალე დამთავრდა და Misfits-ზე გადავედი, გრიგოლის რჩევით.

კიდევ ვუყურებ გლის ახალ-ახალ ეპიზოდებს.

Glee_517_KEYART

გუგლ პლასზე გამოწერილი გვერდებიდან ვკითხულობ რაღაც-რაღაცებს, ვაკვირდები როგორ იღებდნენ მონაწილეობას Google Science Fair-ში.

ვათვალიერებ National Geographic-ის ქართულ ვებ გვერდს, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ნომერი ვიყიდე დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ “საინტერესო არაფერია” :|||| და ცოტახნით აღარ მყიდულობს.  და კიდევ, დღეში 2 მეილს ვიღებ მათგან, რაღაც ლაივებზე მეპატიჟებიან კოსმოსიდან და რაღაც საინტერესო ადგილებიდან მაგრამ დროის სხვაობის გამო  არ ვისახავ ხოლმე მიზნათ მათ ყურებას.

ვკითხულობ ჩრდილოეთის ციალს ^_^

ვუყურებ Ted-ed-ის ახალ  ვიდეოებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციაა

სამზარეულოში ტარდისებიანი ჭიქით ვსვამ ხოლმე მარწყვის ჩაის და მენდელეევის პერიოდულ სისტემას ვაშტერდები. სამივე მიყვარს :დ

ვუსმენ Foals-ს (ამწამსაც), Atlas Genius-ს, 1975-ს, Tegan And Saraს, London Grammar-ს, Haim

 

ვფიქრობ მწვანეზე და გარემოს შენარჩუნების რაციონალურ გზებზე…

კომპანიონობას მიწევს ლეგენდარული 9Gag, და 9Gag-TV

კიდევ მიყვარს BBC Radio 1’s Live Lounge, რომელიც ნამდვილი საჩუქარია, როცა ორიგინალი ვერსიები გბეზრდება. ოღონდ, რაღაც,  ხანგრძლივი პაუზა აქვთ.

ვამოწმებ ხოლმე ჯი მეილს <natalie.kuljanishvili@gmail.com> და ველოდები ვინმეს გამოჩენას ჰენგაუთში

 და, რა თქმა უნდა, ვსწავლობ.  ვსწავლობ, მე მგონია რომ ძალიან, ბევრს და ხანდახან ანარქიის პატარ-პატარა გამოხტომები მაქვს.

არა, სინამდვილეში ეს მხოლოდ 5 წუთს გრძელდება.

Meanwhile ხალხს ფესიბუქზე ცხოვრება აქვს. ასათიანი თუ ამას კითხულობს მეტყვის, ხომ გეუბნები, აღადგინეო და მართალიც იქნება, მაგრამ ფეისბუქით მომიწევს ამ ყველაფერს დავემშვიდობო და ყველაფერი რაც დამრჩება იქნება ფეისბუქი, მეილი (თვეში ერთხელ), translate.ge და ვორდპრესი კვირაში რამდენჯერმე. უი მასწავლებლების მოღუშული სახეები კიდევ, მოუმზადებელი რომ მივალ.

ასე რომ, ცოტასაც ვიმარტვილებ.

Advertisements

10 thoughts on “უფეისბუქოდ…

  1. როგორ ემთხვევა შენი უფეისბუქო საქმიანობა ჩემს უფეისბუქო საქმიანობას 🙂 ვკითხულობ ჯეოგრაფიქს, ნაინგაგას ვათვალიერებ, ვარ გუგლე პლასზე და ა.შ. )))

  2. ამ ყველაფრის კეთება ფეისბუქთან ერთადაც შეგიძლია პროსტა არ უნდა იყო დიდხანს და ეგაა :> იეი პოსტში ვარ ნახსენები ^^

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s