Decisions

დღეს 6 სექტემბერი ღაფავს სულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი დასრულდება, რომელიც სულ რაღაც 2 თვეს გაგრძელდა, მაგრამ იმის გაგება იყო ეს საუკეთესო თუ ყველაზე უარესი პერიოდი, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გასტანს.  ბოლო გამოცდის დღიდან უკან მოვიტოვე სკოლა, გამოცდები და “ჰარეში გამოვეკიდე”, პირდაპირი  და არაპირდაპირი მნიშვნელობებით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,  არანაირი სტატუსი არ მქონდა იმ დროს, არც მოსწავლე ვიყავი, არც სტუდენტი.  სკოლის მოშორების გამო ბედნიერი ვიყავი, უნივერსიტეტისა მეშინოდა, იმიტომ რომ ამ წამამდეც კი არ ვიცი სწორი გადაწყვეტილება მივიღე თუ არა.

ახლა უკვე აგრარულის გოგო ვარ, თავისუფალში ჩემი გოგოები არიან და ყველა ბედნიერია! მე კიდე ვერაფერს ვერ ვგრძნობ და მეშინია. ასე მეშინოდა ფაკულტეტების არჩევამდე, ასე მეშინოდა მასწავლებლებთან მისვლამდე და ასე მეშინოდა დაბადებიდან მგონი :დ რა უბედურებაა!

პირად ცხოვრებას რომ ვეძახით, იქ მთლად კოშმარია. მგონია რომ 18 წელი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებებისთვის საუკეთესოდ გამოვიყენე.

: (

umph

აბაშას ვეხვეწებოდი, არ დაიკარგო მეთქი … მიმიქარავს იმის დაკარგვა ამ ყველაფერთან.

Advertisements

3 thoughts on “Decisions

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s