Relationships are messy and people’s feelings get hurt

უკვე მეოთხე ურთიერთობა დავიწყე და დავამთავრე ამ ფრაზით. სამერს ეს რომ არ ეთქვა, რა მეშველებოდა ნეტა?

ფაქტია რომ ასეა. ძნელია ურთიერთობები. მეგობარმა დამასწრო და დაწერა პოსტი იმაზე, რამდენი “ჩალიჩი” გჭირდება გაცნობიდან ოფიციალურად ერთად ყოფნამდე. არადა ერთად ყოფნაც როგორი აბსურდულია? ჩვენ 18წლისები ვართ, ჯერ კიდევ ვუყურებთ Cartoon Network-ს, Nickelodeon-ს, JetX-ს,  ანიმეებს, დისნეის, პიქსარის, ლაიკას ანიმაციებს, სასაცილო ვიდეოებს და ყველა მოგვწონს ვინც კარგად გველაპარაკება. ჩემმა  მეგობარმა მითხრა ერთ საღამოს, კოცნის წინ, ძალიან ახალგაზრდები ვართ და ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენს ასაკში ვინმეს ერთგული შეიძლება იყოო,  სისულელეაო, კი-მეთქი, დავეთანხმე და მერე მაგრად მიკბინა. ახლაც ვეთანხმები. უამრავი საინტერესო ადამიანი ჩნდება ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში და ძნელია შენი ყურადრება მუდამ ერთზე იყოს ორიენტირებული. ამიტომ არ უნდა დაიიმედო თავი, რომ სხვა გიერთგულებს და სჯობს უფრო რეალურად შეხედო ყველაფერს. მარტოობა არავის უნდა, ყველას უნდა ფლირტი, მოხვევა, წვიმიან დღეს ვინმესთან cudle, შეიძლება dirty talk-იც, და neck kisses.  ამიტომ თუ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იპოვი სოულმეითს, რომელთანაც ზედმეტი გართულებების გარეშე ამ ყველაფერს გააკეთებ, უბედნიერესი და უმდიდრესი იქნები.  

ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით ერთი კვირის წინ ჰამაკში მე და ის. გადასარევი. სოულმეითი. კბენა რომ უყვარს ჩემსავით.  I cant even describe how fortunate I was. მაგრამ, როგორც არქთიქ მანქისის სიმღერაშია, მგონი მთავარი მიზეზი რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა ღამე იყო და მეორე დღეს რა როგორ იქნებოდა, წარმოდგენაც არ მქონდა.

ასეთი შემთხვევების შემდეგ ყველაფრის გაგრძელება ან დაშორებაც ლამაზად უნდა შეგეძლოს, რაც სამწუხაროდ ჯერ ვერ ვისწავლე. ყოველთვის ან ისინი დრამატიზირებენ, ან მე.  ამჯერად მე გავაფუჭე ყველაფერი და იმის გამო, რომ სოულმეითს არ ეფიქრა, ჩემს თავისუფლებას საფრთხეს უქმნისო, ყველაფერს წერტილი დავუსვი, საკუთარი სურვილის საპირისპიროდ. ახლა მთელი კვირაა ვიტანჯები და არ ვიცი როგორ გამოვასწორო ყველაფერი.

67219_862315310500227_5844447753752986184_n

გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტიპის ურთიერთობა რთულია და მცირე ტკივილის ან იმედგაცრუების გარეშე არ არსებობს.

It’s kinda sad.

მე კი, დღეს მარტო ვარ სახლში და ჩაიც კი არ მაქვს… 

Advertisements

5 thoughts on “Relationships are messy and people’s feelings get hurt

  1. ჩვენ 18წლისები ვართ, ჯერ კიდევ ვუყურებთ Cartoon Network-ს, Nikolodeon-ს, JetX-ს, ანიმეებს, დისნეის, პიქსარის, ლაიკას ანიმაციებს, სასაცილო ვიდეოებს და ყველა მოგვწონს ვინც კარგად გველაპარაკება.

  2. Pingback: ^^ | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s