Drunkness

გამარჯობა! შენები როგორ არიან? მე მიყვარხარ ძალიაან… დანამდვილებით მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მგონია, რომ ბედნიერების მომენტებს არ ვაფასებთ იმ წამს და იქ, როცა ბედნიერები ვართ, და მაგიტო გვგონია, რომ უბედურები ვართ. რამდენჯერ გამიხსენებია რაღაც და მითქვამს, აუ იმ დროს რა გამხდარი ვიყავი,  ან, ის შარვალი როგორ მიყვარდა რომ მეცვა, რა ბედნიერი ვიყავი როცა მეცვა და მსგავსი საოცრებები, მაგრამ ყველა შემთხვევას საერთო ის აქვს, რომ წარსულში მომხდარ მოვლენას რატომღაც დადებითად ვაფასებ, მენატრება და ვხვდები, რომ მაშინ ბედნიერი ვიყავი და არ დავაფასე. მერე გადის რამდენიმე დღე, კვირა, თვე ან წელი და მაგ მომენტზეც იგივეს ვფიქრობ და სულ ეგრე გრძელდება. ნუ, ეს ყველაფერი ისეთივე ცხადია, როგორც მოდუსი ბარბარა და ამას ამდენი წერა არც სჭირდებოდა, უბრალოდ, ამაზე ველაპარაკებოდი დღეს გიორგის, დროის გასაყვანად, როცა ბანკომატს ვეძებდით და იცი რაა? ვიფიქრე, ავდგები და ახლა მაინც დავაფასებ რომ ბედნიერი ვარ მეთქი!

ჩავედით ბარში, მე ისევ საპირფარეშოში შევედი (მერამდენედ ღმერთმაც აღარ უწყის) და ბავშვებს რომ დავუბრუნი, რაღაცებზე დავიწყეთ საუბარი, ჭეშმარიტებაზე და იმაზე, რომ ობიექტური აზრი არ არსებობს, ქეთიკო და სანდრო (საოცარი წყვილი) გვიმტკიცებდნენ რომ არსებობს, მე და გიორგი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ლუზერები –  საპირისპიროს და ასე კამათში და ფრის და მექსიკურის ჭამაში სრულიად გააზრებული მქონდა, რომ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ რაც მერე მოხდა, იმან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა. ფლეშბექში, სადღაც ანდერგრაუნდ ბარში, ზუსტად იმ დროს როცა ჩვენ იქ ვისხედით და ვლაპარაკობდით, მე11 დოქტორის theme song ჩაირთო და  არ ვიცი, პულსი, წნევა და რაღაც ამიჩქარდა :დ  გავაფრინე. ნუ, მერე ჩემ თავზე ამეშალა ნერვები რო ეგეთი რამე მემართება და რაღაც იმ დონეზე მომწონს, რომ ხალხში უცებ თავზე კონტროლი დავკარგო და ეგრე გავბედნიერდე :დ წარმომიდგენია რა უცნაურად გამოვიყურებოდი.

ხოდა, რისი თქმა მინდოდა. არ ვიცი :დ ამ ბოლო დროს საეჭვოდ მოვუხშირე დალევას, მთელ კვირებს უნიში და სახლში ვატარებ, იმ ხალხს ვეჩვევი, მთელი ჩემი სამყარო იმ ხალხით შემოიფარგლება და მერე, ნამდივლ მეგობრებთან ერთად რომ გავდივარ ძველ ადგილებში, ვხვდები რა კაია ცხოვრება და მთელი წინა დრო კოშმარში ვიყავი.  Go to the university they said, it will be fun they said…. ._. იავიცი. ცუდია, არ ჩაიკეტოთ უნიში.

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s