აქტიური გოგოების მძიმე ხვედრი სოციუმში

მგონია, კიარადა ვიცი (მაგრამ კამათისთვის მზად ვარ), რომ ბიჭების უმრავლესობას ეშინია აქტიური გოგოების. დედაჩემმაც მითხრა ეგ, მე კიდე ვიცი, რომ mother knows best. კი, მოსწონთ გოგოები, რომლებიც პირველები წერენ ბიჭებს და არ ელოდებიან საპირისპიროს, მაგრამ საკმარისია საქმე ფლირტზე, ან სადმე დაპატიჟებაზე წავიდეს, იბნევიან და დაცვის რეჟიმს რთავენ. 

ასე მაგალითად, ფეისბუქზე თუ ამატებ ან გამატებს ბიჭი და პირველი წერ რომ გაიცნო, დარწმუნებული ვარ, აქაც, ბიჭების უმრავლესობა იფიქრებს, რომ განუზომელი ინტერესი გაქვს მის მიმართ და სამუდამოდ მიეჯაჭვები. ანუ, ფიქრობენ რო რაღაც ისე ვერაა და გაცნობა და პირველი ინიციატივა ბიჭის სამუშაოა.

ან საუბრისას, თუ ეფლირტავები ყველაფერს ხუმრობაში გიტარებენ და ვითომც არაფერი, შეიძლება სიმპატიებიც დაკარგონ, იფიქრონ რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ (ამას, ქუჩურ ენაზე, თავის ფასის ცოდნა ქვია) და მას იმიტომ ეფლირტავები და მის ადგილზე სხვასაც იგივეს ეტყოდი. ვერაფრით ვერ უშვებენ, რომ გოგოსაც აქვს ბიჭის შებმის ლეგიტიმური უფლება.

რა სჭირდება ზოგ ბიჭს, რომ მიხვდეს – ეფლირტავები

ეგეთი, აქტიური გოგოები, სხვა გოგოებსაც კი ეზიზღებათ და, ასევე, საკუთარი თავის “ფასის” არ მცოდნე გოგოები ჰგონიათ, თავად კიდევ წლების განმავლობაში კედლებს იშენებენ და ელიან მას, ვინც ხანგრძლივი წვალების შემდეგ დაანგრევს კედელს და საბოლოოდ ერთად და ბედნიერად იქნებიან. Oh my science, why? მოკლედ, თუ ღია ხარ ურთიერთობებისთვის და ბიჭსაც ისე ექცევი, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, other girls be like ,  “Good bye girl and have a little respect for yourself!”

yeah, they be like that : D

that’s a little bit, sad.

Advertisements

7 thoughts on “აქტიური გოგოების მძიმე ხვედრი სოციუმში

    • ანი შენ აქტიური კი არა, ინერტული ხარ, უკარება, ისეთი, თავისთვის რომაა და ხელს არავის უშლის

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s