კიდევ ერთი რამ, რაც აქამდე უნდა მცოდნოდა

დღეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე და ბოლოდროინდელი ამბების მოყოლა დავიწყეთ. ზუსტად ჩემს ისტორიებს მიყვებოდა, არადა ჩემთან სულ ისე იქცევა, რომ ყველა სურვილს ისრულებს და მგონია რომ ძლიერია და მასთან დაჯახებას, კედელს დაჯახება სჯობს. ხოდა, აბა რას წარმოვიდგენდი თუ ისიც მსგავსი პრობლემებით იტანჯებოდა და ისიც უბედური იყო?

წამოსვლისას გზაში ავტობუსიდან ჩამოვედი და ფეხით ბევრი გავისეირნე. ჩემს გატეხილ ტარდისის ჭიქაზე ვფიქრობდი და კიდე ერთ დამსხვრეულ მეგობრობაზე. მივხვდი რომ არცერთს ეშველება და უბრალოდ უნდა გავუშვა. ჭიქის ამბის გაშვებაში ის უფრო მიწყობს ხელს, რომ შეუძლებელოა ადამიანს მებრძოლთა კლუბიც მოსწონდეს და ერთ ჭიქასაც მისტიროდეს, ამიტომ, მე მებრძოლთა კლუბს ვირჩევ.

სახლში მოვედი და გოგოშკებმაც დაპოსტეს. ყველას გაურკვევლობა აქვს ურთიერთობებში და საკუთარ თავთან. მე ხომ, ჩემის მხრივ, ასევე იგივეს განვიცდი. ყველას გვგონია რო დანარჩენი სამყარო უსამართლოდ გვექცევა, ჩვენი ქრაშები ჩვენზე ძლიერები არიან, რადგან შეუძლიათ არ ვახსოვდეთ და არ ვადარდებდეთ, როცა ჩვენ ამდენი წყენის მერე, მაინც გვინდა მათთან. მაგრამ საქმე ისაა, რომ ის ქრაშიც ალბათ დაქრაშულია და, ჩვენი ყველა სიძლიერის ეტალონი მეგობარიც კომპლექსებისგან და არასრულფასოვნებისგან იტანჯება. არავინაა ძლიერი და ბედნიერი. არავისი არ უნდა გვეშინოდეს და არ უნდა გვრცხვენოდეს საკუთარი უმწეობის. რომ შემეძლოს ამას 17 წლის ჩემს თავს ვეტყოდი, რადგან მაშინ ბევრი ადამიანი გავაიდეალე, რისი მსხვერპლიც დღემდე ვარ. So, 19 years old Nata, get your shit together!!! შეეშვი იდეალური ბიჭის ან მეგობრების ძებნას და მათთან გარეწრების ლანძღვას და უბრალოდ იყავი ხალხთან, რომელთანაც თავის მართლება ან თავის უკეთ წარდგენა არ გჭირდება.

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s