ძალიან პირადული პოსტი 13-ზე

14.06.2015

გუშინ თბილისში იწვიმა. ძალიან ცუდად იწვიმა და ერთმა, უწყინარმა მდინარემ ბევრი სიცოცხლე წაიღო. ღამით მოვიდა და არავის აცალა ბრძოლა. დასტაცა ხელი ახალგაზრდა გოგოენებს, ახალდაქორწინებული გოგო ქმარს წაართვა, მოხუცი წაიყვანა და ცხოველების დედიკო დაუნდობლად ჩაყლაპა. შეჭამა ქუჩები და სახლები. ხეები იდგა მხოლოდ უძრავად. ვერეს ხეობიდან როცა პირველი ფოტოები გავრცელდა, Starry Night დავინახე, სადაც ტალღები ცაში კი არა, მიწაზე ირეოდა. კვიპაროსები ჩვეულებრივად იდგნენ, სახლებიც, როგორც ნახატზეა, ბუნდოვნად იყვნენ ჩაკარგულები, ოღონდ წყალში და არა მიწაზე.

არ ვიცი ის ღამე მაშველებმა როგორ გაათენეს. აუზად ქცეული ზოოპარკიდან როგორ გამოიყვანეს ცხოველები, ცხედრები… არადა ვერემ რამდენიმე კვირის წინ გაგვაფრთხილა, დაერია უპატრონო ძაღლებს და ბევრი დახოცა, გამოვიტირეთ და გავაგრძელეთ Keep calm and carry on- პრინციპით. ნუ, არავის დადანაშაულება, მათ შორის საკუთარი თავის, ახლა არაფერს შეცვლის, უბრალოდ სამწუხაროა ეს ყველაფერი და აღარ შემიძლია.

ვინ წარმოიდგენდა რომ აქ ასეთი ამბავი დატრიალდებოდა. ბეჰემოტი როგორღაც ამოცურავდა და გმირთა მოედანზე იბოდიალებდა დიდხანს, შველის მოლოდინში. This is insane. უკვე ისე მტკივა თავი და მეწვის თვალები, რომ ძილი მინდა, მაგრამ მეშინია.

საშინელი ისაა, რომ მთელი დღე ამ ყველაფერთან მარტო ვიყავი, ჩემი ოთახის კედლები მეგონა გაინგრეოდა ამდენი ბოღმით და სევდით. სუნთქვა და მოძრაობა მიჭირდა და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როცა ეზოში ერთად თამოყრილი ადამიანი დავინახე. Jesus, such a good feeling it was.

ბექამ მარწყვი ამომიტანა, სალომემ და თორნიკემ ნაყინი. არ მიტირია, გამიხარდა  რომ ერთმანეთი მოეწონათ, რაც სალომეს შემთხვევაში იშვიათი ამბავია.

არადა სინამდვილეში მინდა ვინმე მომეხვიოს და დავიძინო. გიორგი მართალია, არ ვიცი როგორ ვაპირებ მარტო ცხოვრებას. საშინელებაა. ყოველთვის მენდომება ვინმეს ყოფნა. განწირული ვარ. იმედია ეგ მაინც დარჩება. That’s the only hope I’ve got for today.

P.S გიორგი არ დარჩენილა.

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s