“ნინიკო” პოსტი ყოფილ ნაძირალა შეყვარებულზე

დღეს დაქალები იყვნენ ჩემთან, მათ შორის იყო დეა, გოგო, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს და ამ საერთოებს შორის, ერთი ბიჭიც მყავს. ამ ბიჭს დეაზე ადრე ვიცნობდი და ვხვდებოდი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით და როცა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ, დეამ ის მაშინ გაიცნო. დეას და მე ის ბიჭი მოგვწონდა. იმ ბიჭს, არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ მე ამირჩია, ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ დროში და ფულში ნაკლები ხარჯი იყო ვარკეთილში სიარული, ვიდრე რუსთავში. მაგდენს ვერ გაქაჩავდა, თორემ საქმე ჩემსა და დეას კარგობა-ცუდობაზე არ იყო.

ველ, სამწუხაროდ მაშინ ეგ ყველაფერი არ ვიცოდით, მხოლოდ ის გავიგეთ მოგვიანებით, რომ ჩვენს შორის სამკუთხედი, კიარადა ოთხკუთხედიც იყო, მაგრამ ის მეოთხე გოგო ახლა ანგარიშსაცემად არ ღირს, ნუ, თუ რა თქმა უნდა, ის ყმაწვილი მასთანაც არ დადიოდა ჩვენს ჩუმათ. ეს სამკუთხედი, ვაჟბატონმა ალბათ სარგებლის და ალტერნატიული ღირებულებების გადაფასებით გადაჭრა. ჩემთან დარჩა, მაგრამ თურმე პარალელურად ჩადიოდა დეასთანაც, პიცას უკეთებდა და მის მოფერებას ცდილობდა. მერე იქიდან ჩამოსული ერთ დღეს დაისვენებდა და მეორე დღეს ჩემთან სახლში ჩუმად იპარებოდა და მახარებდა. უი, არ დამავიწყდეს, კიდევ ძველ ყოფილთანაც დარჩენილდა 12-საათამდე და მეტროზე დაგვიანების გამო, ფეხით მოუწია ნუცუბიძიდან ნაძალადევამდე გასვლა, არადა მაგ ამბიდან წინა დღეს იმაზე ვსაუბრობდით, რომ უკვე დიდები ვართ და შეგვიძლია დიდებივით მოვიქცეთ…

კიდევ ერთ დაქალს, რომელიც იქ იჯდა და ამ ყველაფერს ისმენდა, გაუჩნდა კითხვა, როგორ შეიძლება გქონდეს იმის თავი, რომ ვიღაც ვისთანაც ყოფნა არ გინდა გაანაწყენო და მერე ისევ შეირიგო და ასე უსასრულოდ იყო. ჭკვიანური კითხვა იყო, მართლაც და, რა ჯანდაბააა? ის  იდიოტი დინ მორიარტისთვის ბევრჯერ შემიდარებია, ყველა პარამეტრით : უტვინობა, ძალიან დიდი ძალა გარეგნობასთან შედარებით და უნარი, რომ თავისი დრო რამდენიმე ქალს მოახმაროს და ყველასთან მაქსიმალურად დაიხარჯოს. ვინმეს ეს შესაძლოა “საყვარლობად” მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ დიდი ტყუილი და მარაზმია. ყოველ წელს, ეტაპობრივად იგებდე რაღაც საზიზღრობას, რომელზეც წარმოდგენაც არ გქონდა, არის ძალიან მწარე. იგებდე როგორ და ვის ეფლირტავებოდა მაშინ, როცა ყოველ საღამოს ერთად ატარებდით, არის გულის რევა.

ჩემს დაქალს, რომელსაც ყოველთვის გამომწვევად ეცვა, ეუბნებოდა ხოლმე, სადმე გავიაროთო, როცა მე სამჯერ უნდა მეთხოვა ტრაკი აეწია და სადმე გამოსულიყო. ბიჭო, ვშორდებოდი! ვშორდებოდი აბა რას ვშვებოდი, დავურეკავდი ტელეფონზე, ვტიროდი, ვლანძღავდი, ის თავს ილანძღავდა, ჩუმად იყო, მისმენდა და როცა გათიშვას ვაპირებდი მეუბნებოდა, ხვალ დაგირეკავ და ამოვალო. რა ჩემ ყლეედ, რაღა ჩემ ყლედ უნდა ამოსულიყო? რატო არ მეშვებოდა? რა ჯანდაბადღა რჩებოდა?

იმის გამო, რომ 2 წლიანი ურთიერთობა იყო და 1 წლიანი მეგობრობა, უამრავი რამაა მასთან დაკავშირებული და ხშირად, როცა მახსენდება, რატომღაც მარტო კარგი მახსენდება და სიყვარულითაც კი მოვიხსენიებ ხოლმე, მაგრამ სხვები მახსენებენ ხოლმე, რომ არ უნდა ვიყო მასე და დღეს ამ საუბარმა კიდევ ერთხელ გამომაფხიზლა.

დუდ ნაგავი ხარ და ყოველთვის მასეთად დარჩები.
მეც მენაგვეე ვარ შენთან რომ მქონდა საქმე, მთლად წმინდანი არ ვარ.
მე და დეა მეგობრები ვართ და ყველაფერი ვიცით.
იმედია შენი დებილი შეყვარებული ამასაც ნახავს და კიდევ ერთი პრობლემა შეგექმნება.

Advertisements

4 thoughts on ““ნინიკო” პოსტი ყოფილ ნაძირალა შეყვარებულზე

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s