:>

პირველი კურსი დავამთავრეჰ! იეეეეეი :დ

შეტენილი საგნები – 0;
A-იანი საგნები – ანთროპოლოგია (98) და მგონი ლიტერატურა და ხელოვნება (თუ ნიშნებს გვაღირსებენ!).

ეს ზაფხული ასე გავთვალე :
15-ში გამოცდებს მოვრჩებოდი, მერე სტაჟირებაზე ვივლიდი და 6 აგვისტოს საველეზე წავიდოდი.
რეალურად როგორ მოხდა:
15-ში ვწერე ბოლო გამოცდა, ავღნიშნე ჯგუფელებთან და დავიქრაშე კიდეც.
ლაბში მივედი, ცოტა შემეშინდა ისეთი სერიოზული საქმე იყო, მერე ზღვიდან დამიძახეს და წამოდიო მთხოვეს. 3 დღე სახლში გავატარე იმაზე ფიქრით, რა მექნა, ვუყურე ვოჩმენს, გავაგრძელე “კაცი მაღალ კოშკშის” კითხვა და ჰენგაუთი მქონდა მეგობრებთან ერთად დღეს #მიყვარხართყველა

goals: ვითამაშე ბირპონგი;
ძალიან ბევრი ვეფერე ნუცას კანე-კორსოს;
გადასარევი აწ უკვე ყოფილი ჯგუფელები;
Watchman
ანუკა, ლიკო, დეა, მამუკაშვილი და ტბელი ერთ დღეში.

ვაბშე ზაფხული კაია, ყველგან ფასდაკლება და ხალხნაკლებობაა.
ხოდა ლაბს ხელიდან დავუსხლტი და ზღვაზე მივდივარ.

ველ ახლა უკვე ზღვიდან მატარებლით მომავალი ვწერ ამას, “სევდიან ფიქრთ გასართველად”. არადა, სევდიანი ფიქრები ნამდვილად არ მაქვს, ძალიან კარგი 4 დღე გავატარე ზღვაზე და დღეს, როგორც მეგობრები კედელზე წერენ, ძალაინ ცხელ ქალაქში ვბრუნდები (მიხარია, რომ კონდინციონერი მაქვს). აი იმ რაღაცების სია, რამაც ზღვაზე აღმაფრთოვანა:
ის, რომ ტყუპებმა იაკობსინის ორგანოს შესახებ იცოდნენ და დაუხატავთ კიდეც;
მთლიანი საცურაო კოსტუმი;
ირინას გაკეთებული პიცა;
ცურვის უკეთ სწავლა;
წყლის სათვალე;
ვუი, ავტოსტოპით ჩამოსვლა;
მაკფლარი;
ბათუმის საკათედრო ტაძარი (?);
“წიგნები ბათუმშის” ბეიჯ ბათონები;
“წიგნები ბათუმშის” ფასდაკლებები :დ
ების წინდები;
გვარიშვილის რუჯი;
ვინილი;
ვინილის სტაფი;
შემთხვევითი შეხვედრები ნოდართან და ნაცნობებთან;
ჟელატინი.

იმ რაღაცების სია, რაც არ მომეწონა:
ბათუმის მაკდონალდსის საპირფარეშო!
სამარშუტო ტაქსების მძღოლების რეპერტუარი;
შარდის სუნი სანაპიროს ჩასასვლელთან;
იმ მაღაზიის პერსონალი, სადაც ნოდარს მობილური უნდა დაებრუნებინა.
და რავიცი, მეტს ვერაფერს ვიხსენებ.

ასე თუ ისე საინტერესო ბევრი რამ მოხდა ამ 4 დღეში, მაგრამ ჰედლაინერებად ავტოსტოპით ჩამოსვლა (დედაჩემს არ უთხრათ!! (მე ვეტყვი ჯასთ, დამაცადეთ)) და ბათუმში ჰენგაუთებია. ავტოსტოპით მე და ტბელმა ჯერ ბათუმის და ზუგდიდის გზაგასაყარამდე (სხვანაირად ვერ მოვიფიქრე რა დამერქმია) ვიმგზავრეთ ბიბლუსის კურიერის მანქანით, ცხელოდა საშინლად მაგრამ კარგად ვიყავით, ტბელს ნახევარი გზა ეძინა, ღამენათევი იყო, ძმაკაცებთან ფეტიშებზე ლაპარაკში გაათენა. მერე კი, აი იმ გზაჯვარედინიდან რომ ჩავსხედით ერთ მანქანაში, დაახლ.10 წუთში პოლიციამ გაგვაჩერა და მძღოლი გადავიდა, გვერდითმჯდომიც მიყვა და მანქანაში დავრჩით მე, ტბელი და ვიღაც ძიაკაცი, რომელიც გვეუბნება: “არა განა რამეა კაცო, აი მე, მაგალითად, 8ჯერ-ა ვარ ნასამართლევი..” და ამ დროს ტბელმა იდაყვი მომცხო და ერთმანეთს “ჩემიკარგიცმოვტყანაქსადჩავჯექი” სახეებით შევხედეთ. როცა ის მესამეც გადავიდა მანქანიდან, მითქმა-მოთქმა ავტეხეთ, ტბელს სანახაობა და თავგადასავალი უხაროდა, მე იმას ვნატრობდი დედაჩემს არ დაერეკა :დდ საბედნიეროდ ბოლოს ეგ ყველაფერი ნასამართლევი კაცებისთვის 120 ლარიანი ჯარიმის გამოწერით და ჩვენი ქობულეთში ჩამოსხდომით დამთავრდა.

ხოდა მოკლედ, ასე და ამგვარად განვლო ამ დღეებმა. ახლა უკვე სადაცაა გორში შევა მატარებელი, ჩემი და ახლოს მჯდომი გოგოს ბავშვს ეთამაშება, მე ამას ვამთავრებ. ალბათ თბილისამდე “წყვდიადის მარცხენა ხელის” კითხვას გავაგრძელებ.

უი და ხო, მოკლედ მთელი ეს დრო ვფიქრობდი ხოლმე შენზე და, როგორც მასწავლეს, კოსმოსს სურვილსაც კი ვუგზავნიდი, რომ ისევ დაებრუნებინე ჩემთვის მაგრამ დღეს, როცა წამოსვლის წინ კბილებს ვიხეხდი და წელს ზემოთ შიშველი სარკეში ვიყურებოდი უცებ დავფიქრდი “ჯიზაზ, საოცარი ვინმე ვარ, საერთოდ, რატომ მჭირდები? კოსმოსს შენს დაბრუნებას კი არა, ჩემი თავის არ დაკარგვას უნდა ვთხოვდე”-მეთქი.

Advertisements

3 thoughts on “:>

  1. გვარიშვილის რუჯი :დდ ვინილი და ვინილის სტაფი ❤ და "წიგნები ბათუმში" ❤

    ხოდა, აუ, ბოლო აბზაცი განსაკუთრებულად მომეწონა. მართლაც საოცარი გოგო ხარ და არავის დაბრუნებას არ უნდა სთხოვდე კოსმოსს. კარგი პოსტია, მონატრებული შენგან ! ^^

  2. გამოხმაურება: წლის მიმოხილვა | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s