^^

Ok.

უცბად დავწერ.

მთელი სიყმაწვილე როცა ერთმანეთზე უარეს ბიჭებს ხვდები უკვე ეჩვევი და გგონია, რომ უკეთესს ალბათ არც იმსახურებ. მერე რწმუნდები, რომ პრობლემა მხოლოდ შენშიც არაა და ყველაფერს ასაკს აბრალებ და რაღაც კანონზომიერებას ადგენ, რომ ჩვენ ასაკში სიყვარულები და პატივისცემები არ იციან და ა.შ და ა.შ. მოკლედ, რჩები მარტო, კედლის საშენ მასალას ზიდავ (მაგრამ აშენებას ვერ ახერხებ) და ყოველთვის როცა შეყვარებულზე გეკითხებიან აი ამ ყველაფერს უყვები. ფილმებს უყურებ სადაც, შენნაირი უიღბლო პერსონაჟები არიან, მაგრამ ბოლოს რამენაირად მაინც ხვდებიან იმ რჩეულს და შენ ამ დროს გინდა პოპკორნი მიაყარო და იყვირო : “ბუუუუუუუუუუუუუუუუ, ასეთები ცხოვრებაში არ ხდება, ესეც ჰოლივუდური კლიშეა : ჰეფი ენდის დდშვც”. სადღაც, გონების სიღრმეში მაინც იცი, რომ თუ როდესმე ბიჭი შეგიყვარებს ან, ისე მაინც მოეწონები, როგორც შენ გინდა, აუცილებლად შენზე მაღალი და ძლიერი იქნება, რადგან შენ არ ხარ ფემინური გოგო და ის, ვისაც უნდა მოეწონო სავარაუდოდ უფროსი იქნება, ვისაც უკვე ფემინური სატყუარები აღარ იზიდავს და უფრო ღრმა ხედვა აქვს.

ხოოოომდა, ხარ ასე შენთვის და ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, სრულიად წარმოუდგენელ ადგილზე, შენც გხვდება ის რჩეული, ზუსტად ისე, როგორც ჰოლივიდურ ფილმებში. პირველი ხელების ჩაკიდებაც რო ისე ხდება, ნებისმიერ სცენარისტს რომ შეშურდება: ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ, ღამის 2 საათზე, მიწაზე. ისე ხდება, რომ მაღალიცაა და ძლიერიც, ფიზიკურად და მორალურად, საინტერესოცაა და გაცინებს კიდეც, კიდევ საოცარი გემოვნებაც აქვს. თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, შეგიყვარდებათ თუ არა  ერთმანეთი, მაგრამ სანამ ერთად ხართ ზუსტად ისე გექცევა, როგორც შენ გინდა რომ მოექცე და, როგორც ყოველთვის გინდოდა, რომ მოგგქცეოდნენ. გიცავს სხვების უაზრო შეკითხვებისგან, გამხნევებს, როცა ძალიან დაღლილი ხარ და ჩუმადაც გკოცნის, რომ გზა გააგრძელო. ღამით გდარაჯობს ყველაზე უხერხულ ადგილასაც კი, თბილად გაცმევს ან თვითონ გათბობს და პერსონალურ სამოთხეს გიქმნის. ასეთი კარგი რომ გყავს, შენც ნერვიულობ, არ იცი რამდენად კარგი ხარ მისთვის, ის კიდე გეფერება,  დიდ წერილებს გწერს და გამშვიდებს.

ხოდა, შენ  უკვე ვეღრ ერკვევი შენს თავს მართლა ხდება თუ არა ეს ყველაფერი და გასული დრო და მანძილიც, თავისას შვება, მაგრამ, როცა ერთ საღამოს, ეს უშველებელი და ძლიერი არსება გწერს, რომ ცუდადაა და უბრალოდ შენი მოწერაც კი დააამშვიდებდა, მაშინ ხვდები, რომ რეჟისორები არ ტყუოდნენ, არც დედა და უფროსი თაობა ტყუოდა და არც მეგობრები, რომლებიც, ყველა ერთად, გარწმუნებდა, რომ ყოველთვის მოიძებნება სწორი პერსონა. აი იმ დროს, იმ მომენტში, ყველაზე ძლიერად გრძნობ თავს და ყველაზე საჭიროდ, ყველაზე -loved-ად (I am human, I need to be loved).

ugh

Heaven knows how happy I was

Advertisements

2 thoughts on “^^

  1. გამოხმაურება: წლის მიმოხილვა | Wybie's

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s