._.

ეს ჩვენი საბრალო ტვინი, რამდენს მუშაობს მთელი დღის განმავლობაში.

საწყალი, მუდამ ანგარიშობს, სულ იმის საზრუნავშია რამე არ დაგვაკლოს. დილას სტრესულ ჰორმონებს გამოიმუშავებს რომ ძილს თავი მივანებოთ და გავიღვიძოთ. აკონტროლებს კუჭში მჟავა არის შექმნას, რათა მიღებული საკვების სტერილიზაცია და გადამუშავება მოხდეს, მაგრამ დილას ჩემნაირი ზარმაცები ჭამას ვერ ვასწრებთ და, ეს ჩვენი მჟავა არე ჩვენს კუჭსვე შლის საკვების ნაცვლად. გვაწუწუნებს ძალიან ბევრს, რომ ვისაუზმოთ. გვძაბავს (აშკარად, მარტო ზოგიერთს), რომ სადმე არ დავაგვიანოთ. უწევს გლუტამინის მჟავის დახმარებით ჩაწერილი მოგონებების გაცოცხლება, ნეირონებს შორის კავშირების (წრედების) აღდგენა, რადგან ქვიზი გაქვს დასაწერი და ყველაფერი, რაც წინა ღამით ისწავლე, უნდა გადაიმეორო გადავსებულ ვაგონში.  გამოიმუშავებს ადრენალინს, რომ 5 სართული აირბინო საგამოცდომდე, შუა გზაში კი გახსენებს, რომ ქურთუკი გაქვს დასაკიდი და ისე არ შეგიშვებენ. როცა საკიდთან მიხვალ ადრენალინი უფრო ძლიერ გამოიყოფა, რადგან მის ქურთუკს ხედავ, მაგრამ ამის დრო არ გაქვს და უკან გამორბიხარ. არც საგამოდოში იკლებს  ადრენალინის დონე, ატფ-ის მოლეკულების დაშლა ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და შენ წერ ძალიან ბევრს.

მოკლედ, გამოცდამოცილებული გამოდიხარ მე400-ე აუდიტორიიდან და შენს სხეულში მცხოვრები მიკროორგანიზმები უკვე ტრაფარეტებით გამოდიან რამის შეჭმის მოთხოვნით და შენი ტვინიც კაფეტერიისკენ მიგიძღვის. ჭამ და იმის მიხედვით, შენთვის (და შენი მიკროფლორისთვის) რამდენად საყვარელ საჭმელს ჭამ, შენში დოფამინის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა. ასევე აქტიურად გამოიყოფა ინსულინი, რათა მიღებული საკვებიდან საკმარისი რაოდენობის გლუკოზა ყველა უჯრედამდე მიიტანოს, ხოლო ჭარბი მოახმაროს ცილებისა და ცხიმების სინთეზს.

-შევჭამეთ? ვრთავ ისევ ადრენალინს და სტრეს-ჰორმონებს, წავედით ახლა ლექციაზე.

დერეფანში გივის დაინახავ და ოპააა! სეროტონინის მცირე დოზაც იჩენს თავს.
მაგრამ, მაგრამ…
თუ სტუდენტურში შედიხარ და იქ გუჯას ხედავ, ტვინი  ყვირის:

“Do not enter in that room! Abort Mission. I Repeat. Abort Mission!” – რა თქმა უნდა, შუა გზიდან უკან არ ბრუნდები და საკუთარ ტვინთან ჭიდილში გიწევს საუბრის გაბმა სპონტანურად შერჩეულ თემებზე. ტვინი ყოჩაღობს, გამშვიდებს და ეს საუბარი ძველებურებთან შედარებით ამაღელვებელი აღარაა შენთვის. პროგრესი გაქვს. ამ დროს მონოამინოოქსიგენაზა გამოიყოფა, რომელიც დოფამინს შლის, რის გამოც შენი სიყვარული რაიმეს ან ვინმესადმი ნელდება ან ქრება. პროგრესის გრძნობა და, რა თქმა უნდა, მისი ნახვაც, შენში ენდორფინებს იწვევს და სტუდენტურიდან სასიამოვნო ეიფორიით მოცული ბრუნდები.

ასე და ამგვარად გადის შენი დღე.
შენი ტვინი, რომელიც წამზე ნაკლებ დროში ურთულეს გაანგარიშებებს ასრულებს, საკმაოდ ბევრს იხარჯება, იმისთვის, რომ, თუნდაც, არაფერი აკეთო. ის შრომისმოყვარეა და მისი მოვალეობაც ესაა, თუმცაღა, პატივცემული და დატვირთული ტვინი ვერ იტანს, როცა ცდილობ რამე ისწავლო და ამით კიდევ უფრო დააკავო. ყველაფერს გაგაკეთებინებს, ოღონდ თავიდან მოგიცილოს და განტვირთვა მოგანდომოს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მიკრობიოლოგიის ქვიზის ნაცვლად ვზივარ და ამას ვწერ, ამის ნათელი არგუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ დასწავლის დროს ნეირონებს შორის კავშირები ჩნდება და მყარდება, ტვინს საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს და იგი ბევრად ბედნიერი იქნება, თუ სწავლას არ დააძალებ და სხვა რამეებზე ფიქრით გაირთობ თავს, მაშინაც კი, თუ ეს რამე მფრინავი ცხენირემია, რომელიცკოსმოსში მიფრინავს ანუსიდან ცისარტყელას უშვებს.

ალბათ ამ ყველაფრის ჩაწერა მომიწევს ხვალ საგამოცდო ფაილში.

:დ

Advertisements

2 thoughts on “._.

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s