წლის მიმოხილვა

მგონია, რომ რევიუ გავაფუჭე, თუმცა ჩემი ამბავი რომ ვიცი, წელიწადში რამდენჯერმე მივუბრუნდები და  დავარედაქტირებ, ასე რომ, რაც არის – არის.

მინდა ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვე და იანვრით დავიწყო, თუმცა რატომღაც არაფერი მახსენდება ისეთი და ჩემი თაიმლაინიც არაფერს მაუწყებს გარდა საყვარელი, გიქური პოსტებისა. მახსოვს რომ რთული პერიოდი იყო, რადგან სახლს ვარჩევდით, უნივერსიტეტში არ დავდიოდი და რომც მევლო, იქ არაფერი ხდებოდა და ალბათ ხანდახან სადმე ანდეგრრაუნდ ბარში ვსვამდი ხოლმე.

თებერვალში მახსოვს უნივერსიტეტის მოხალისეობა, ფინალურები, აბაშვილთან უთანხმოება და საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნი.  მოდი ამ პერიოდსაც გადავახტეთ, ისეთი არაფერი. აუ, მიშა გავიცანი მგონი ამ დროს. არ მახსოვს.

ჰომ, მარტში გავხდი 19 წლის,  ვიყავი ბაზალეთზე უმფროსად, სადაც გარდა იმისა, რომ არაადეკვატურ აბიტურიენტებს ვპატრონობდით, “ჩემმა მეგობარმა” ყელზე საშინლად მიკბინა და ორი დღე ამით სიარული მომიწია, კოშმარი იყო. უნივერსიტეტში დამეწყო მეორე სემესტრი და ორი ძალიან საინტერესო საგანი – ანთროპოლოგია და ლიტერატურა და ხელოვნება. გარდა ამისა, პირველი სემესტრისგან განსხვავებით უნივერსიტეტში ყოფნა უფრო სასიამოვნო გახდა ახალი, უფრო კარგი (მე-11) ჯგუფის გამო. სულ სოფოს, ანანოს ან აივის მეგობრებთან აღარ მიწევდა ყოფნა :დ ვაშა!

11110806_1010180825678126_1262250720393110337_n

რეივენ ბარში სცენას სანთლები ანათებს. თორნიკე და დათო იმ საღამოს საუკეთესოს ცდილობდნენ

ჰმ, აპრილი და მაისი. რა ვუყო ამათ? არაფერი მახსოვს :დ
ამ, აპრილში რეივენში იყო ჯეთბირდის ლაივი, სადაც მარტოს მიწევდა წასვლა, რადგან მე და გიორიმ ისევ შევწყვიტეთ მეგობრობა – მაწყენინა, ამჯერადაც, ნამდვილი იდიოტია :დ ჰოდა ამის გამო  წამომყვა სალომე. მას წამოჰყვა მისი შეყვარებული თორნიკეც და, მთელი საღამო თავს უხერხულად ვგრძნობდი იმის გამო, რომ თორნიკესთვის ის გარემო და ხალხი სრულიად უცხო იყო. Live was good, tho.

ჰმ, აპრილში გადავედით ახალ სახლში. ეს გადასვლა სააღდგომო არდადაგებს დაემთხვა, რის გამოც ერთი კვირა სახლში ინტერნეტი ვერ შევიყვანეთ (ათეისტები O:1). ამ სახლში გადმოსვლა იყო ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ცხოვრებაში დამმართნია (მგონი ცალკე სია უნდა გავაკეთო იმ კარგი რამეების, რაც ცხოვრებაში დამმართნია :დ), ამას ვხვდები ყოველდღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის აირჩიეს ჩემებმა.
ასევე, აპრილში  აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის მეგობარი ბექა აქვე, ვარკეთილში გადმოცხოვრდა. მას მერე მე და ბექა ხშირად ვხვდებოდით და ვჰენგაუთობდით.  კარგი იყო, როცა ვიცოდი, რომ დღის ბოლოს შემეძლო სპონტანუტად მენახა და ბევრი გვესაუბრა ან გვესეირნა.

ბექასთანაა დაკავშირებული ჩემთვის მაისის ერთ-ერთი ნათელი მოგონებაც, ერთდღიანი ფესტივალი რუსთავში Plug Emotion 2015. ბევრი რამ იყო ჩემთვის საყვარელი მაგ დღეში: ბექა, რუსთავი, გაზაფხული, შორტი(:დ), კარგი ქართული ბენდები, სრულიად უცხო ხალხი, ლუდი, პლედები, ბექას ჰუდი და ღამის ორზე რუსთავიდან ავტოსტოპით წამოსვლა წვიმაში (!).

ახლად ამოსულ ბალახზე ჩემი და ბექას ფეხები პოზიორობს

ივნისსში იყო დედაენის ბაღი ისევ, პირველი კურსის ბოლო, პრეზენტაციები, ანუკასთან დამეგობრება ^_^ ანუკა ჩემი ჯგუფელია, ძალიან ენერგიული და მოუსვენარია,  უყვარს ფილმები, ძაღლები და პიცა. ჰოდა ერთმა პრეზენტაციამ დაგვაახლოვა და მას მერე განუწყვეტლივ ახალისებს ჩემს დღეებს უნივერსიტეტში და მის გარეთ. აქვე მოვიხსენიებ დეასაც, ჩემს მეორე კრეკერს, რომელიც ასევე ჩემი ჯგუფელია და, რომელთანაც ასევე დავახლოვდი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მათ გარეშე უბრალოდ აღარ წარმომიდგენია. + ივნისში დაახლოებით 3 კვირა ვიყავი სახლში სრულიად  მარტო, თუმცა #ნაშობაარიყო #გართობაარიყო ნუ, ერთადერთი, ნოდარი და ები დარჩნენ ჩემთან და მაგ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი და ჩამოვიდა :დ

უამინდობის გამო აუზში მხოლოდ სამმა იბანავა, ამ ორმა ეს ეპიკურად გააკეთა. ფოტო ჩემი გადაღებულია

ივლისში მოვიშორეთ ფინალურები და პირველი კურსის დამამთავრებელი წვეულება გვქონდა ნუცასთან. ე.ი, მთელი სემესტრი ჰომ ნეტარებაში ვიყავი ასეთი კარგი ჯგუფელების გამო და საბოლოო წვეულება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ჭეშმარიტად კარგი დღე იყო და წლის ერთ-ერთი ჰაილაითია  ჩემთვის. ამ დღეზე აქაც მიწერია

DSCN6510

ზღვაზე წასვლამდე ჩემს საცურაო კოსტიუმს ვიზომავ და ტაიმერით სხვადასხვა რაკურსში ფოტოებს ვიღებ

ივლისში ტბელთან ერთად წავედი აჭარისკენ  ავტოსტოპით. ამ მოგზაურობაში გადახდენილ თავგადასავალზე ამ პოსტშიც მიწერია. სხვათა შორის, ამ მოგზაურობის დროს მიყვებოდა ამერიკაზეზე და ლიბერალ არტსზე და მაშინ ცოტა შორეული ოცნება დღეს რომ აშკარა რეალობაა ძალიან კარგი რამაა და, აქედანაც კიდევ ერთხელ გილოცავ ტბელ :3 მაგ თრიფში მოანყოლი რამეები თუ ასრულდა არც ცოლს მოიყვან და როდესმე ინდოეთშიც წახვალ სპონტანურად  6 თვით :დ პირველად გავჩერდი ბათუმში დიდხანს და ვნახე ნოდარა და ანა :დ შევიარე მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” სადაც, აღტაცებულმა ფასდაკლებებით, სამკერდე ნიშანი და წიგნი ვიყიდე. ანასთან ერთად ვიყავი ვინილში და გემრიელად ჩავთვერი, ისე, რომ იმ ვიწრო ბარში ადგომის და კოორდინაციის დაკარგვის მეშინოდა და ბუნდოვნად მახსოვს ანამ როგორ გამაცილა. ცოტა უკეთ ვისწავლე ცურვა ან ცურვის საწყისები და კარგად დავისვენე.

DSCN6514

აბასთუმნის სამზადისის მნიშვნელოვანი ნაწილი მოცილებულია

ზღვიდან მალე წამოვედი რადგან 6-ში საველე მეწყებოდა და უნდა მეყიდა ყველაფერი. კარავი ყოველთვის მინდოდა და წინასწარ დიდი გამოკვლევა ჩავატარე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მეყიდა. დინამოზე სამ დღიანი გასვლების შემდეგ მქონდა კარავიც, ჩანთაც, საწვიმარიც და დანაც :დდდ ყველაზე მაგარი მაინც კარვის გაშლის და ზედა ტენტის დამაგრების სწავლა იყო. შეშინებულმა იუთუბში ვიდეოები ვნახე,  მაინც ვერაფერს ვიგებდი და ტბელს ვურეკავდი, რომელსაც ზუსტად იგივე კარავი აქვს, მიშველე რამე-მეთქი. საბოლოოდ მივხვდი რას რომელ პალოზე დავამაგრებდი და დავმშვიდდი. 50 ლიტრიანი ჩანთა ვიყიდე და კარვიანად და დიდი საძილეანად ძალიან დავმძიმდი, ამიტომ ბევრი რამის დატოვება მომიწია, მათ შორის თბილი ტანსაცმლის და სასუსნავის, მაგრამ შეძენილი მეგობრების ხელში არც სასუსნავი დამკლებია და არც თბილი ჰუდები. არც თბილი მკლავები.

11909631_1003912666339838_1610694838_n

ეს თავმომწონე ხოჭო ჩემი და გუჯას პირველი დეითის თანამონაწილეა

საველეს ხსენებაზე, ერთის მხრივ, “ოოოოოს”-ვიძახი ხოლმე, ბაბულიკა სასტავის გამო და, მეორეს მხრივ, სიამოვნებისგან ვკრუტუნებ აბასთუმნის ცის, პირველი კემპინგის, ბუნებაში დიდხანს ცხოვრების, სალაშქრო ცხოვრების სტილის, უმცირესობაში მოქცეული კარგი ბავშვების და, ბოლოს, გუჯას გამო.

საველეს მიყოლებით იყო 4 დღე ლოპოტაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენინგი. ბევრს არ ვილაპარაკებ. სამოთხე: გენდერული თანასწორობა, ფემინისტები, გონება-გახსნილი მონაწილეები, ტრენერი კაცი, რომელიც ბიჭ შვილს სექსისტურ სათამაშოებს არ ყიდულობდა, რუმმეითი, რომელსაც სმიტსი უყვარს (თუმცა იგი მხოლოდ ამ ნიშნით არ იყო საოცარი რუმმეითი), საოცარი პეიზაჟები, საცურაო აუზი და n რაოდენობის საჭმელი.

წამოსვლის წინა ღამეს პირველად დავარტყით წრე ტბას და რამდენიმე ადგილას ბევრიც ვიპოზიორეთ. ეს არტი ფანცულაიას გადაღებულია

აგვისტოს დარჩენილ დღეებს საღამოობით, ძირითადად კანუდოსში, მეგობრებთან ერთად (დეა, ანუკა, შნუქამსი, ნუცა, თამარა, აბაშვილი),  ვატარებდი. მერე გუჯაც ჩამოვიდა რაჭიდან და ხან სად ვიყავით, ხან – სად.

სექტემბერში  სწავლის დაწყებამდე სიონში წავედით. ნუცას საფულე მოპარეს და განყოფილებაში მოგვიაია 2საათი ლოდინი,  შემდეგ ავტოსტოპით ჩავედით და ნუცას სახლის ეზოში დავბანაკდით.  ნუცას კარავს ვშლიდით ყველა მას გარდა და მგონი 4-ჯერ მოგვიწია დაშლა და თავიდან აწყობა. საბოლოო ჯამში, კარგი ვაკეთეთ და რაც უმფრო მეტჯერ ვიზამთ ამას, მით უმფრო კაი.

IMG_0169

წამოსვლამდე მზეს ვეფიცხებით, ვსვამთ, ვჭამთ და ვისვენებთ. მე ეს მომენტი ცუდად მახსოვს ფიზიკური მდგომარეობის გამო -_-

 

სიონიდან ჩამოსვლის საღამოს დაიდო ცხრილები, მეორე დღეს უკვე სწავლა გვეწყებოდა, დამიწყდა წყალი, რის გამოც კბილები დილით უნივერსიტეტში მისულმა გამოვიხეხე საბავშვო მარწყვის კბილის პასტით :დ ცხრილი დატვირთული აღმომიჩნდა, მაგრამ საგნები და ჯგუფელები – საინტერესო და კარგი.

ბევრი კარგი რამ მოხდა სწავლის დაწყებიდან დეკემბრის დასასრულამდე:

IMG_1464

პირველად გავყიდე ძველმანების ბაზრობაზე ნივთები (საუბედუროდ კარგი წიგნები :დ);
ფრეშმენ ფართიზე კარგ ბავშვებთან ერთად კარგი წამები დავაფიქსირე;
თბილისობაზე ნუცას მეგობარ ჯიდუსთან, ლაფარაანთკარში ღვთაებრივი საღამო გავატარეთ;
ბაზალეთზე მეორედ წამიყვანეს უმფროსად;
ნუცა და თამარა დარჩნენ ჩემთან;
დეა და ანუკა მყავდნენ სულ ახლოს;
უკეთესად დავიწყე სწავლა;
ტბელმა და ბექამ ნეიშენალ ჯეოგრაფიკი გამომიწერეს;
ქეთიკოს დაბადების დღეზე გავათენეთ;
შეძლებისდაგვარად ხშირად ვსეირნობდით ან ბარში დავდიოდით მე და ჩემი განუყრელი მეგობარი აბაშა :დდ
ვუყურე სტარ ვორსის ეპიზოდებს.

IMG_1073

სხვისი უფროსობით დაღლილი ბაზალეთის ტრენინგ ცენტრის ჰამაკებიან ეზოში, პლედმოხვეული ვისვენებდი ხოლმე.

ცუდი რამეებიდან ორი ყველაზე დიდი უბედურება მახსოვს. ორი ივენთი, რომელმაც ჩემი ძალიან ბევრი ცრემლი შეიწირა:

ფეხზე გაკეთებული მინი-ოპერაცია, რომლის ტკივილი და შემზარავი კადრები ახლაც მირყევს ფსიქიკას
და
გუჯასთან მეგობრობის  (ან, ზოგადად, ურთიერტობის) შეწყვეტა.
ამ ივენთებმა სახე გამაძრო  ფიზიკური ტკივილისა და სენტიმენტების გამო. ორივეს შრამი ჯერ-ჯერობით, ისევ მაქვს.
არაუშავს, მგონი რომ, ორივე შემთხვევაში გმირულად მოვიქეცი.

წლის ბოლო დღეს ანუკას სახლში შევხვდი, მე რომ მიყვარს ისე და ეს წელიც გაილია.

გულწრფელად კარგი წელი იყო და მის შემდეგ 2016-ს სკეპტიკურად ვუყურებ, თითქოს, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მოხდეს, ამდენ კარგ რამეს ვერ გადაწონის და ამაზე უკეთესი წელი დიდხანს მაინც არ მექნება. ვნახოთ ვნახოთ.

 

P.S შავ-თეთრ ფილმებზე ვსაუბრობთ და გიორგი ვერ იხსენებს რაღაცას – “იმ სერიალს რა ქვია? ემო ოჯახი როა”
მე – “ადამსების ოჯახს გულისხმობ?”

P.P.S მე – ” აუ, გიორგი,  მითხარი რა, რომ არ გცივა”
გიორგი – “არ მცივა, ნატა”
“კარგი” ; “მაგრამ ეგ იმიტომ მითხარი, რომ მე გთხოვე, თუ მართლა არ გცივა?”
“მართლა არ მცივა”
“კარგი. მე წელს კოლგოტი არ მცმია, რადგან ფემინისტი ვარ და, ისე უნდა დავიტანჯო, როგორც ბიჭები იტანჯებიან” – თან ბედნიერებისგან ვხტუნავ.
“მე რეიტუზი მაცვია”
ხტუნვა შევწყვიტე, გიორგის შევხედე, გიორგიმ  მაჩვენა რასაც გულისხმობდა და ორივემ ვიცინეთ. მთელი ჩემი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა.

 

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s