ორიოდ სიტყვა ბახმაროზედ

ბახმაროში წასვლამდე ბევრს ვნერვიულობდი, რაც, პრინციპში, ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა. სანერვიულო ნამდვილად მქონდა, რაც პირველ ორ ღამეზეც აისახა. იმ ღამეებზე, უეჭველად რომ ვაპირებდი წამოსვლას და ჯერ ნათიას, შემდეგ კი ყველას ძალისხმევით როგორღაც გადავიტანე. ვაღიარებ, ასეთი ხანგრძლივი დრამა არასდროს მქონია და არც ასეთი მგრძნობიარე ვყოფილვარ ვიღაცების კომპანიაში. მივხვდი, რომ ყველგან შეთქმულების თეორია მელანდება და ვერანაირ ხუმრობას ვიგებ. სწორედ ამიტომ, ბახმარო ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდილება აღმოჩნდა. ცუდია პოსტის წერა ბახმაროს ბნელი მხარეთი რომ დავიწყე, სამაგიეროდ, აწი ბედნიერებებზე ვიტყვი.

14192170_1339697102726495_7115772497666846452_n (1)

 

ყველაზე მეტს ბახმაროში თავიდან იმაზე ვჩხუბობდი, რომ დილით უხეშად მაღვიძებდნენ, რათა ყველას ერთად გვესაუზმა. ახლა რომ ვდგები ნატალის გაკეთებული საჭმელი, ნათიას გაწყობილი და ჩემი ალაგებულ-გარეცხილი სუფრა მენატრება. დედაჩემი მეკითხება რა გჭირსო და ვეუბნები ბახმარო მენატრება, რამე მაჭამე-მეთქი.

ჭაჭის გემო არა, მაგრამ ნატალის გამოშტერებული სახე მენატრება, როცა ჭაჭის სმაც კი ვერ მასწავლა. ათიათასჯერ ნათამაშები სიმართლე თუ მოქმედებაც მენატრება, თავისი ეპიკური მოქმედებებით. მუნჯური გამოცნობანაც მენატრება, იმის მიუხედავად, რომ რამიშვილმა ყბაში ხელი გამარტყა და ორი დღე ვერ ვამთქნარებდი. გიორგის მანქანაში წინ დაჯდომისთვის გამართული ბრძოლა-სასამართლოც მენატრება, საოცარი არგუმენტებით და თენგოს ჩაგვრით.

 

IMG_3778კიდევ ნისლი მენატრება, რომელიც ყველგან იყო და ყველა ჩვენს აქტივობასთან იყო კავშირში. პირველი ღამის პიზდეცი ამინდი, რომლის გამოც ეზოში გაჭიმული ტენტი გიორგის პრადოსთან “მივიდა” და “გადაეფარა”, მე კიდევ რამდენიმე დღე ველოდი, რომ გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც ამ ქმედებას საკუთარ თავზე აიღებდა, რადგან ყველაფერი დაუჯრერებელი იყო და Pineapple accident-ს მახსენებდა.

განსაკუთრებულ მოგონებებს რა დალევს, ერთს მაინც გავიხსენებ:

IMG_3779

ნათია, ნატალი და ნატალი

ბახმაროში ჩასვლის პირველ ღამეს კოკისპირული წვიმა და ქარი იყო,  რის გამოც ელ. ენერგია წავიდა და მთელი ღამით არ გვქონდა. მანამდე Cabin In The Wood-ის ყურება მოვასწარით და მოგვიწია ძილი აბსოლიტურად ჩაბნელებულ ოთახში, სადაც ყველაფერი ჭრიალებს (სახლი ხისაა). მე და ნატალის ერთ ოთახში გვეძინა და ერთმანეთის იმედზე ვიყავით, სანამ ნატალის ყვირილმა არ გამაღვიძა. ზუსტად არ მახსოვს რას ყვიროდა მაგრამ, თვალები რომ გავახილე დავინახე ნათია, რომელიც შუა ოთახში იდგა და აიფონის ფანრის შუქზე ავისმომასწავლებლად მიღიმოდა. ეგრევე საბანი გადავიფარე და სანამ ნათიას შიშმა არ გამიარა თავი არ ამომიყვია. ნათიამ აუღელვებლად დაგვტოვა და ნატალიმ მომიყვა, რომ თურმე ჯერ კიდევ ძილში გაუგია საშინელი ხმა (ოთახის კარი არ იკეტებოდა და პატარა სკამი გვქონდა მიდგმული, გახოხებისას შემზარავ ხმას გამოსცემდა), მერე უგრძვნია ლოგინი როგორ მოძრაობდა და მერე თვალებიც რომ გაუხელია დაუნახავს მოძრავი, ბნელი ფიგურა და გული კინაღამ გაუჩერდა.  ნათიას თავისი მობილურის აღება უნდოდა, მაგრამ კინაღამ ლაშას მამის ბედს გვაზიარა. მორალი – იქნებ რეიკიც უბრალოდ ნოკიას დამტენს ეძებს და ხალხს გულს უხეთქავს?

მოკლედ, ბახმაროში ძალიან ბევრი სილამაზე ვნახე.

IMG_3774
ბოლო დღეს ზღვის დონიდან 2500მეტრზეც ვიყავით და ზღვაზეც.
გიორგის ბებომ თავისი ღვთაებრივი ხაჭაპურები არ მოგვაკლო.
მატარებელში ორი უკარგესი 16 წლის ბიჭიც გავიცანით და ძალიან კარგი მგზავრობაც გვქონდა, ვინმე მაყვალა დეიდას და ჯონდო ბიძიას გარეშე. მთელს ვაგონში მხოლოდ ჩვენ გვეღვიძა და ყველაფერი ჩვენი ჩანდა. გამთენიისას მატარებლის ფანჯრიდან ვიყურებოდით და იქაურ ლანდშაფტს ამერიკის შტატებს ვადარებდით, უტკბილესი მოგონებაა, ღმერთმანი. ნეტაი ნათიაც ბოლომდე ყოფილიყო, მარა ნიჩეო, მაინც გვიყვარს! :გულის წყდომა იმ ხალხის გამო, რომლებიც გვინდოდა ჩვენთან ყოფილიყვნენ:

ეგარი.

P.S
ნატალი კაკაბაძე – “თენგო რა კაი მეგობრები გყავს და შენ რატო ხარ ეგეთი გამოყლევებული?”

P.P.S photo credits to Natali Kakabadze

 

 

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s