შეჯამებაი წლისაი

2016 წელი ჩემთვის ვეს ანდერსონის Fantastic Mr Fox-ით დაიწყო.

იანვარში, ბოლოს წინა ფინალური ვწერეთ და ჯგუფელები საგამოცდოსთან შევიკრიბეთ. დავიწუწუნე, სამსახური უნდა ვიშოვო-მეთქი, კაკაბაძემ დამცინა, ესე მალე რა უნდა იშოვოო და მეორე დღეს მომწერა ჩემს მეგობარს ბარში მიმტანი სჭირდება და ხო არ გინდაო. ასე დავიწყე Soul Train Bar-ში მუშაობა და 6 თვეს დავრჩი. იმდენი რამე მახსოვს ამის შესახებ, რომ არც კი ვიცი რა ავარჩიო მოსაყოლად. ამ ბარში მუშაობა იყო ერთ დიდ სამეგობროსთან ურთიერთობა, რომლებიც თავიდან უცხოდ მეჩვენებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში გავშინაურდით და ჩემს ადამიანების ბიბლიოთეკას ბევრი კარგი ეგზემპლიარი შეემატა. როგორც ჩვენთან, ბარში, იტყოდნენ, “სმა!”

25 თებერვალი. ესენი დამპალას მეგობრები არიან. ციტრუსს სახლში უნდოდა წასვლა და ნებას არ აძლევდნენ, პინკის კიდევ ჩემი რკინის ღილის ჭამა მოუნდა და არც მაგას დავრთეთ ნება.

25 თებერვალი. ესენი დამპალას მეგობრები არიან. ციტრუსს სახლში უნდოდა წასვლა და ნებას არ აძლევდნენ, პინკის კიდევ ჩემი რკინის ღილის ჭამა მოუნდა და არც მაგას დავრთეთ ნება.

 

ხო, მერე მარტში სწავლა დაიწყო. ბარში მხოლოდ შაბათ-კვირას დავდიოდი და დანარჩენ დღეებს უნივერსიტეტში გვიანობამდე ვრჩებოდი მეგობართან ერთად. მართლა იმდენ დროს ვატარებდი იქ, რომ სახლში სტუმარივით მოვდიოდი.

უფროს ბიოლოგებს და თათოს უფრო დავუახლოვდით. ჟოლოს და თათოს სტუმართმოყვარეობის გამო.

ყველა ამბობს, რომ ძნელია აქ კურსის ხელმძღვანელის და სტუდენტების გარჩევა

ბიოლოგიური ოჯახი ❤

უნიში საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკური ქიმია მიჭირდა და იმდენად მიჭირდა, რომ არაფერი ეშველებოდა და ევგენის დახმარებით ჩავაბარეთ ყველამ. კიდევ ბიოქიმიაში მყავდა ცუდი სემინარისტი და ყველაფრის სწავლა Khan Academy-ის დახმარებით მომიწია. მე და კაკაბაძე კლუბში ან მასთან დავსხდებოდით, ვიდეოებს ვუყურებდით, დაფაზე ვწერდით რეაქციებს და მერე ერთმანეთს ინტრიგნულ კითხვებს ვუსვამდით ხოლმე. ასე ჩავაბარეთ ბიოქიმია, იმან 100-ზე, მე 96-ზე.

ჯგუფელებმაც მოვუხშირეთ ერთად სმა და ურთიერთობა. ნატალის ან რამიშვილის სახლში დროის ტარება არ დავიკელით.

ამასობაში მოგვადგა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაც. ერთთვიანი გადარბენები, სიგიჟე.

ერთ-ერთი ძალიან გადამღლელი სამუშაო დღის მერე მე, თენგო და ევგენი კაფეტერიის წინ ვისხედით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მანქანა წაგვიყვანდა სახლებში.  ამ ფოტოში დროებითი სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევს

ერთ-ერთი ძალიან გადამღლელი სამუშაო დღის მერე მე, თენგო და ევგენი კაფეტერიის წინ ვისხედით და ვისვენებდით. ცოტა ხანში მანქანა წაგვიყვანდა სახლებში. ამ ფოტოში დროებითი სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევს

ჰო, წელს პირველად ვიყავი ოფენ ეაზე.  პირველ დღეს ვიყავი Badford falls-ის, Motorama-ს და Air-ის მოსასმენად. ყველას ლაივი იმედგაცრუება იყო, და, ზოგადად, ეგ დღე იმედგაცრუება იყო. ოფენ ეას მესამე დღე მირომ და სოფიომ მაჩუქეს ❤ ოლიმპიადაც მაგ დღეებში მთავრდებოდა და ეგ ნათელი დღეები რომ არა არ ვიცი, როგორ გადავიტანდი რაღაც-რაღაცებს.

ოლიმპიადა რომ დასრულდა, აგვისტოს დასაწყისში, საბედნიეროდ, ასტროფოტოგრაფმა დიტომ აბასთუმანში გადაღებები დაგეგმა და ჩვენმა მეგობარმა ბექამ, მეც დამპატიჟა. ავტოსტოპით წავედით და ახალქალაქში უსერიოზულეს სეტყვაში მოვყევით. მაინც ჩავედით აბასთუმანში და 2 დღე გავატარეთ ზემოთ, კარვებში. მაგ პერიოდში, სამწუხაროდ, ყველაფრის მეშინოდა და ბიჭებისგან სერიოზული მხარდაჭერა მქონდა. მინდა ვთქვა, რომ ტყუპები და ბექა საუკეთესო ადამიანები არიან ლაშქრობაში ერთად წასასვლელად.

ჩვენი მოწყობილი ბანაკი საკმაოდ მყუდრო აღმოჩნდა

ჩვენი მოწყობილი ბანაკი საკმაოდ მყუდრო აღმოჩნდა

 

აბასთუმნიდან წამოსვლის დღეს გავიგე, რომ ოლიმპიადის ხელფასი დამერიცხა და დიდი თენგო ჩემთვის ჩანთასაც აიღებდა 3:) რომ ჩამოვედი, საშოპინგოდ წავედი და ნანატრი Swatch-ის საათი ვიყიდე :დ ასევე წესიერი ფანარი სალაშქროდ და კიდევ რაღაცები.

მერე იყო ბახმარო.

IMG_3778

და მერე დაიწყო მეორე სასწავლო სემესტრი და მაგრად აირია ყველაფერი. ახლაც, რაც რაღცებს ვიხსენებ და სწავლის დაწყებამდე მოვედი, აღარაფერი მაქვს გასახსენებელი მთელი სამი თვის განმავლობაში. ჩემ OneNote-ში ყველაფერია მიმდინარე 15 კვირის შესახებ, მაგრამ, ჩემთან რა ხდებოდა, მეც არ ვიცი. ფოტოებსაც კი აღარ ვიღებ აიპოდით, ჩემს ალბომს აღარაფერი ემატება. სახლი-უნიმდე დავიდა ყველაფერი. ეავიცი.

img_4350

ეს ბოლო ერთი კვირა არის სამაგიეროდ უცნაური. ყველაზე დიდ დროს იმ ადამიანთან ვატარებ, ვისზეც ამ ბლოგზე ბევრი სალანძღავი რამ წერია :დ იმედია ყველაფერი ისე არ დასრულდება, რომ კიდევ ერთი სალანძღავი პოსტი დაიწეროს და წყნარად გაივლის ყველაფერი.

მთლიანობაში დიდად არ მომწონს ეს წელი, და ვფიქრობ, 2015 ჯობდა. ამას ისიც ემატება, რომ მომავალი წლისთვის გეგმები არ მაქვს და შეშინებული ვარ. ცუდი კიდევ ისაა, რომ ბევრ ადამიანთან გამიფუჭდა ურთიერთობა და ამ ურთიერთობების შეკეთებას დიდად არ ვცდილობ. მოკლედ, როცა 20-ის ხარ, თურმე ძალიან ბევრი რამ გეჩვენება სხვანაირად.

სულ ეს არის. თუ რამე სასწაულით ახლა  აქ ხარ და ამას კითხულობ, გილოცავ დამდეგს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ NEW YEAR IS WORTHLESS, GET OVER IT!

სიყვარულით,

ნატალი.

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s