ჩემი საყვარელი შეგრძნებები

ვისაც charlieissocoollike უყვარს, უეჭველად მიხვდება, რომ შთაგონება სწორედ მის ერთ-ერთ ვიდეოდან მივიღე. არ დავმალავ, ჩარლის ვიდეოები პირველად ამ ზაფხულს ვნახე, ნუ, Film for Ella-ს თუ არ ჩავთვლით, ადრე 9gagtv-ზე ვნახე. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ მისი ვიდეოების ყურება უახლესებიდან დავიწყე და როცა My favorite feelings ვნახე ვიფიქრე, რომ ამაზე საყვარელი და ჩასაყლაპი კაცი არ მინახავს ცხოვრებაში. სერიოზულად, ნახეთ რაებს ამბობს 1 წუთსა და მეცხრე წამზე…

მოკლედ, მგონი ჩარლიზე საუბარი საკმარისია, ჩემს საყვარელ შეგრძნებებზე გადავალ. ჩემმა მეგობრებმა ალბათ კარგად იციან, რომ რაღაცების სიების კეთება მიყვარს, ამიტომ ჩემს საყვარელ შეგრძნებებს სიის სახით წარმოვადგენ. ცუდი მხოლოდ ის იქნება, რომ ამ სიაში “მოსაპწიჩკი” არაფერი მექნება.

  1. როცა გასაკეთებელი საქმეების სიიდან რაღაცებს გაკეთებულად ვნიშნავ
  2. როცა დილას სარკეში ვიხედები და თმა კინოვარსკვლავივით მაქვს
  3. როცა ზუსტად ვიცი, რომელ წინდას ჩავიცვამ
  4. როცა ჩემი საყვარელი ტრუსი გარეცხილია
  5. როცა აღმართზე ასვლა არ მიწევს და სადმე 103 ნომერი სამარშუტო ტაქსით ვარ წასასვლელი
  6. როცა ლოდინი მიწევს და სადმე Tbilisi Loves You-ს უპრობლემოდ და მალე ვუკავშირდები
  7. როცა მეგობართან გარეთ გასვლა ჭამით ან სმით გრძელდება
  8. როცა აბაშვილი ჩემს ხუმრობაზე :dddddddddd-ს მწერს (d-ების რაოდენობა გახარებასთან პირდაპირპროპორციულია)
  9. ხანდახან, სრულიად შემთხვევით დროს და ადგილას, ძირითადად სხვა ადამიანების კომპანიაში, წამიერ ბედნიერების მოზღვავებას ვგრძნობ და მინდა მოსაუბრეს ჩავეხუტო, თავს კი ისე ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა. ამას dopamine rush-ს ვეძახი და მჯერა, რომ ეს ნამდვილად ასეა
  10. როცა კაფეტერიაში ნაყიდი საჭმელი ზუსტად მყოფნის
  11. როცა ვინც მოგწონს იმასაც მოწონხარ და ურთიერთობთ და საუბრები ფლირტით არის გაჟღენთილი
  12. როცა კოცნის დროს ვიღაც ყელზე გადადის
  13. ლაშქრობაში, ღამით, კარავში რომ წვები  და არაკომფორტულ გარემოში კომფორტს პოულობ
  14. როცა აგაროზას გელს ან აგარს ვჭყლეტ
  15. როცა პიპეტის წვერს ვაგდებ (წკაპ-ის მომენტი, კერძოდ)
  16. როცა გაკეთებული საქმის პარალელურად ლაბ ჟურნალში ყველაფერი ჩავიწერე
  17. როცა ტანსაცმლის მაღაზიაში რაღაც მომწონს, მიხდება და მყიდულობენ კიდეც
  18. როცა ვიცი, რომ ჩანთაში ყველაფერი საჭირო მიგდია
  19. როცა შოკოლადი ისეთია, როგორიც მიყვარს
  20. როცა სახლში ყველაფერი კარგადაა

ამ ეტაპზე მეტი არაფერი მახსენდება. გასულ სემესტრში ფილოსოფიის სწავლა დავიწყეთ და პირველად პლატონი გავიცანით. სანამ სილაბუსით მოცემულ წიგნს წავიკითხავდი School Of Life-ს მივაშურე და პლატონზე ვიდეო ვნახე, რომელმაც პლატონი შემაყვარა. მოკლედ, პლატონის ფილოსოფიაში სამი ძირითადი რაღაც გამოყვეს და პირველი იყო Know yourself-რაც, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია არსებობაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთულად შესასრულებელი. ყოველთვის მეზარება ან მეშინია იმაზე ფიქრი როგორი ვარ, რა შემიძლია, რა მინდა და რა უნდა გავაკეთო. ჩემი საყვარელი შეგრძნებების აღნუსხვა, ამ მხრივ, წინ გადადგმული პატარა ნაბიჯია. უფრო დიდი ნაბიჯებისთვის მოცალეობას დაველოდები, ფილოსოფია ჩემს მხარესაა.

რაღაც დროის მერე ამ პოსტს რომ გადავიკითხავ ტავტოლოგიის არ გამოსწორებას ვინანებ და კიდევ იმას, რომ დავწერე, არსებობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შეცნობაა მეთქი, რადგან მანამდე, საერთოდ რომ იარსებო ეგაა მთავარი.

 

Notes:

* (because, food makes better conversations!).

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s