4 რამ უფეისბუქობაზე

  1. თავიდან უამრავი დრო გამომიჩნდა. გარდა იმისა, რომ ინგლისურის ტესტისთვის ვემზადებოდი და საზღვარგრეთ სამაგისტრო პროგრამებს და დაფინანსებებს ვეძებდი (რაც, პრინციპში გაუქმების მიზეზი იყო) ტანსაცმლის კარადის დალაგება დავიწყე, ღამ-ღამობით სარკის წინ წარბების კორექციასაც მოვუხშირე, სახლის საქმესაც შედარებით აქტიურად მოვეკიდე. ორთვიანი უფეისბუქობის შემდეგ უკვე ძალიან მენატრება ფეისბუქი და დროსაც უკვე ისევ ისე ვხარჯავ, ან სერიალის ყურებით ან იუთუბზე ძრომიალში.
  2. იმის გამო, რომ ვერ ვხედავ ჩემი მეგობრები რას პოსტავენ, რა ეცვათ, რაზე ფიქრობდნენ, რაზე ჭორაობენ, რა ხდება მაგათკენ ახალი, ხშირად პირადად ვეკითხები და ვთხოვ ხოლმე რამე მომიყვენ, რაზეც “არაფერი არ ხდება ახალი და მოვიგონო რამე?”, “ნატალი აღადგინე ფეისბუქი, ჰიპერაქტიური ხარ” და მსგავს პასუხებს ვიღებ ძირითადად. ანუ ყველასთვის ნორმალურია რომ შორიდან უყურებდე და იცოდე რა ხდება, მაგრამ პირადად თუ ეკითხები, ფიქრობენ რომ არაფერი აქვთ მოსაყოლი. სენტიმენტალური ვიქნები, ძალიან მოწყენილი ვარ უმეტესად.
  3. დიდი ხნის მოუკითხავი მეგობრის მოკითხვა არის შეუძლებელი ამბავი. აი რამდენ ვინმეზე მიფიქრია, მოდი ეხლა იმას მივწერ, ვკითხავ როგორაა, ვეტყვი რომ მომენატრა. მარა მერე სულ იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რამდენხანს გაგრძელდება ლაპარაკი ან დასასრულისკენ როგორ წავა, თავს ხომ არ მოვაბეზრებთ ერთმანეთს. აი ფეისბუქი რომ მქონდეს უბრალოდ ფოტოს დავულაიქებდი და ეცოდინებოდა რომ ცოცხალიც ვარ და მახსოვს კიდეც. აი ამით, პრინციპში, მეორე პუნქტის მეცნიერება იხსნება.
  4. უამრავ რამეს გამოტოვებ. ის კი არა, უამრავ სერვისზე ინფორმაციის გაგება მდომებია და ვებგვერდის მაგივრად ფეისბუქ გვერდები აქვს კომპანიებს ძირითადად და ცოტა ნერვების მომშლელია ეგ.

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s