გასაპარსი ფეხები

რამდენჯერ მიფიქრია, “მოდი ვნახავ ბიჭს, რომელიც მომწონს, რამდენი ხანია არ მილაპარაკია, გავისეირნებთ, ღვინოს დავლევთ…”, მაგრამ მერე გამხსენებია, რომ ფეხები მაქვს გასაპარსი და გადამიფიქრებია.

უამრავჯერ.

ვერ ვიტან თმას ჩემს ფეხებზე. მუხლს ქვემოთ უპრეტენზიოაა, როცა და რასაც გინდა, იმას უზამ, მუხლს ზემოთ რომ თმა მაქვს, ისე იზრდება, რომ გაპარსვიდან მეორე და ხანდახან მესამე დღესაც არ აქვს აზრი ახლიდან გაპარსვას. ძალიან ნერვების მომშლელია ხოლმე, საიმისოდ მოკლეა რომ გავიპარსო და საიმისოდ გრძელი (იჩხვლიტება), რომ ისე დავტოვო. თუ მეორე დღეს ვიპარსავ, თმის ნაცვლად კანს ვითლი ხოლმე და მერე სულ შეშუპებული ჭრილობები მრჩება და თმის ძირები, რომლებიც წესივრად არც იყო ამოწვერილი.

ეპილაცია მიცდია, ეპილატორით, რამდენიმე ზაფხული ვიკეთებდი ხოლმე, მერე თმა მიბრუნდებოდა და უამრავი შრამი მაქვს დღემდე დარჩენილი. ლაზერული ეპილაცია ფეხებზე არასდროს მიცდია, სხვა ზონებზე ძლივს მყოფნის ნებისყოფა, რომ წარმოვიდგენ ამსიგრძე ფეხების ლაზერის ქვეშ მოქცევას და დაბრაწვას, გული მიკვდება.

untitled-1

ჰოდა მაინც, რამდენი მომენტი გამომიტოვებია გასაპარსი ფეხების გამო? რამდენჯერ დამითმია ლამაზი კაბის ჩაცმა ან შორტით პარკში, პლედზე კოტრიალი? რამდენ დროს ვატარებ საკუთარი თვის არასრულყოფილად აღქმაში, იმის გამო, რომ სხეულზე თმა მაქვს?

12 წლიდან დღემდე, 24/7.

 

2 thoughts on “გასაპარსი ფეხები

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s