გუშინ, დედაჩემმა, რომელიც მთელი ცხოვრება ცისარტყელებზე მატარებს, მითხრა, რომ თმა საშინლად მაქვს და უკვე დროა, დაყენება ვისწავლო ან, საერთოდ, სტილისტთან წავიდე და თავს რამე მოვუხერხო. შოკისმომგვრელი ამბავია. მთელი ცხოვრება იმას მიმეორებს, როგორი ლამაზი და კარგი ვარ. სახლში, ყველაზე ცუდად ჩაცმულს და მუცელგაბერილსაც კი მეუბნება, ტოპ მოდელი ხარო; სახეზე ორი თვის ეპილაცია გასაკეთებელს მეუბნება, ვერ გამიგია რას იკეთებ ამდენს, არაფერი გაქვსო; მეუბნება, რომ ყველაზე ლამაზი ხელები გამიკეთა და კვარკვარა თვალები მაქვს. ჰოდა, გუშინ, იგივე ადამიანი მეუბნება, რომ გამოქვაბულიდან გამოქცეულ ადამიანს ვგავარ და ასე არ შეიძლება, რადგან დიდი გოგო ვარ უკვე. ეს ამბავი კიდევ არაფერი იქნებდა, ორი კვირის წინ ჩემთვის რომ არ ეკითხა, შეყვარებული რატომ არ გყავსო, მერავიცი-მეთქი ვუთხარი, ჩემზე ლამაზებსაც ყავთ შეყვარებულები და ჩემზე უშნოებსაც, ჩემზე გაუნათლებლებსაც და ჩემზე განათლებულებსაც, ჩემზე მსუქნებსაც და ჩემზე გამხდრებსაც და ვერაფერი გამიგია-მეც მეთქი, მერე კიდევ Pinterest-ის სქროლვისას ვიღაც გოგოების ფოტოები მაჩვენა, გაპრანჭული, კოხტა გოგოების – აი ასეთებს ყავთ შეყვარებულებიო. ანუ, რა გამოდის, დედა, ფიქრობ, რომ…
View original post 241 more words