დიოდი სჯობს, თუ ალექსანდრიტი?

ამასწინად ვიდეო ვნახე, რომელიც ქალების მიერ თმის მოშორების ისტორიას მიმოიხილავდა. როგორც აღმოჩნდა, მეცხრამეტე საუკუნემდე, ფაქტი, რომ ქალებს სხეულის თქმა ჰქონდათ, სენსაცია არ იყო, რადგან ქალებს გრძელი კაბები ეცვათ და შიშველი სხეულის ექსპოზიცია არ უწევდათ. მერე და მერე, როცა მოდა შეიცვალა და ქალებმა უსახელურო კაბების ტარება დაიწყეს, ჯილეტმა საპარსი გამოიგონა და ქალები დაარწმუნა, მოდაში უსახელურო კაბებია, იღლიები გლუვი უნდა იყოს და საუკეთესო საშუალება მაგისათვის, ჩემი გამოგონილი საპარსიაო. ფეხის თმის დასაფარად, ქალები ნეილონის წინდებს იცვამდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნეილონი ძვირფასი და მიუწვდომელი მატერიალი გახდა, რადგან პარაშუტებში გამოიყენებოდა და ნეილონის წინდების გარეშე დარჩენილმა ქალებმა ფეხების პარსვაც დაიწყეს.

გამოდის, რომ ქალებმა (ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში) თმის პარსვა იმიტომ დაიწყეს, რომ ჯილეტს ძალიან კარგი მარკეტინგის გუნდი ყავდა და არა იმიტომ, რომ ზოგადად საზოგადოებაში იყო გავრცელებული აზრი, რომ ქალის თმა უჩვეულო და უშნო იყო. Well done, Gillette.

შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმოხილვა რთულია რადგან ისტორია საკმაოდ გრძელია, მაგრამ შედეგი ნათელია – დღეისათვის, მეინსტრიმ მედიაში ქალის თმა არაესთეტიკურად აღიქმება და სილამაზის ინდუსტრია თმიანობასთან ბრძოლის მრავალფეროვან, არაპერმამენტულ მეთოდებს გვთავაზობს.

თმის მოცილება დიდი თავის ტკივილია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხეულზე ჭარბი თმა აქვს. პარსვა, აფხრეწა, დეპილაცია, ლაზერით ეპილაცია – დროს, ენერგიას, ბევრ ფულს და უმეტეს შემთხვევაში, ბევრ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილთან გამკლავებას. მოითხოვს.

საბედნიეროდ, მე თმა არ მეზიზღება და არც არაესთეტიკურად მიმაჩნია. I’m all hair and I’m good with that. საკმაოდ დიდი ხანია ვფიქრობ, რომ თმის მოცილებას შევეშვა და უფრო ძლიერი ხასიათი რომ მქონდეს, აუცილებლად ვიზამდი, მაგრამ სამწუხაროდ ისეთ გარემოში ვარ, სადაც სხვის საქმეში ჩარევა, ძალიან ბუნებრივი ამბავია. მაგალითისთვის, შენმა დაქალმა, შენმა თანამშრომელმა, შენმა ნათესავმა, შენმა ფეისბუქელმა მეგობარმა შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად გითხრას, რომ “თმის მოშორება კი რთულია, მაგრამ აი ძაააან არ მეესთეტიურება ქალზეც და კაცზეც” და ამით გაგრძნობინოს, რომ რაც შენ გახასიათებს, არაესთეტიკურია და არასასურველია, ბონუსად შეიძლება რაღაც მეთოდიც გირჩიოს, რადან შენზე გული შესტკივა.

როცა კაცებისგან მესმის, რომ ქალი პრიალა უნდა იყოს, თუმცა საკუთარი თმა ეესთეტიკურებათ, აღარც მიკვირს ხოლმე, რადგან, რავი, პატრიარქატი. მაგრამ ბოლო დროს გოგოებისგან ვისმენ იგივეს და ვერ ვიგებ, საკუთარი თავის მტერი როგორ შეიძლება იყო. Ok, ვინც არ უნდა იყო, თმა არ მოგწონს, შენი გაუაზრებელი კომპლექსები და მიზეზები გაქვს, მაგრამ რა გაძლევს უფლებას, რომ მითხრა, რომ მეც არ უნდა მომწონდეს? ანუ, შენი ძალაუფლება არ არის, მე რა მომწონს და ჩემს სხეულს რა უნდა ვუქნა, რატომ ვერ აღიქვამ, რომ თავხედი ხარ? იგივეა, რომ მოხვიდე და მითხრა, “შენი გრძელი ცხვირი არ მეესთეტიკურება” და ელოდებოდე, რომ ამ ფაქტს პოზიტიურად შევხვდები. იგივე კითხვა მაქვს ადამიანებთან, ვინც მეკითხება რატომ არ ვატარებ მაკიაჟს ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და, მაშასადამე, რატომ არ გამოვიყურები გოგოსავით (სულ მემართება).

და მაინც, დიოდი სჯობს თუ ალექსანდრიტი?
შეგვიძლია ვიყოთ წესიერი ადამიანები?
შეგვიძლია აღარ ვუთხრათ ქალებს რა გაუკეთონ საკუთარ სხეულებს და რა არა?

Advertisements

Got Anything To Say?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s