:>

პირველი კურსი დავამთავრეჰ! იეეეეეი :დ

შეტენილი საგნები – 0;
A-იანი საგნები – ანთროპოლოგია (98) და მგონი ლიტერატურა და ხელოვნება (თუ ნიშნებს გვაღირსებენ!).

ეს ზაფხული ასე გავთვალე :
15-ში გამოცდებს მოვრჩებოდი, მერე სტაჟირებაზე ვივლიდი და 6 აგვისტოს საველეზე წავიდოდი.
რეალურად როგორ მოხდა:
15-ში ვწერე ბოლო გამოცდა, ავღნიშნე ჯგუფელებთან და დავიქრაშე კიდეც.
ლაბში მივედი, ცოტა შემეშინდა ისეთი სერიოზული საქმე იყო, მერე ზღვიდან დამიძახეს და წამოდიო მთხოვეს. 3 დღე სახლში გავატარე იმაზე ფიქრით, რა მექნა, ვუყურე ვოჩმენს, გავაგრძელე “კაცი მაღალ კოშკშის” კითხვა და ჰენგაუთი მქონდა მეგობრებთან ერთად დღეს #მიყვარხართყველა

goals: ვითამაშე ბირპონგი;
ძალიან ბევრი ვეფერე ნუცას კანე-კორსოს;
გადასარევი აწ უკვე ყოფილი ჯგუფელები;
Watchman Continue reading

Advertisements

მიმოხილვის მსგავსი

 უმეტეს დროს ზამთარში ვატარებდი ნიკასთან და ჩემს ქუჩის მუსიკოს მეგობრებთან ერთად. ნიკა, ანუ პოვეტი, მთელი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემს გვერდით და ერთად მოგვიწია ბევრი კარგი და ცუდის გადატანა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი წლის ერთგული მეგობარია! თებერვალში ბლოგერების შეხვედრების ციკლი … Continue reading

პირზე ხელი აიფარე როცა ამთქნარებ.

რა ძნელად შესაჩვევი ჩვევაა.
ჩემი მეგობარი მთქნარებით არაჩვეულებრივად ლაპარაკობს.
მეც ვცდილობ.

images

სასაცილოა, რომ მე9 კლასში, ჩემს მათემატიკის მასწავლებელ დოდოს არაფერი უსწავლებია ჩემთვის იმის გარდა, რომ მთქნარებისას პირზე ხელი უნდა აიფარო.

Continue reading

მინდოდა

მოკლე შესავალი : ზამთარია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ჩემი საყვარელი შორტების ჩაცმაში და წეღან შემთხვევით ჩემი ყვავილებიანი შორტის ჯიბეში ვიპოვე ძველი დღიურიდან ამოხეული ფურცელი, რომელსაც დიდი ხანი ჯიბით ვატარებდი, იმ იმედით, რომ რომელიმე დღეს მაინც შემხვდებოდა და ამ ფურცელს მიმტვრეულ ცხვირზე გადავახევდი :დ მაგრამ როგორც ხედავთ ფურცელი ისევ ჩემთან დარჩა, მისია ვერ შეასრულა.

ეს ადამიანი არის ჩემი, მე10 კლასის კოშმარი. რომელზეც მთელი მე10 კლასის განმავლობაში ვფიქრობდი. ვფიქრობდი არც მეგობრულად და არც არამეგობრულად. ამ ადამიანს ჩემი არ ესმოდა და არც ახლა ესმის. ამიტო ვერ ვხვდები ეს ყველაფერი საწყენია თუ კარგი. კარგი დავიწყოთ, ვნახოთ რა ეწერა ფურცელზე: 

მინდოდა შენი ხმა ღამე, აივნის ქვეშ.

მინდოდა შენი SMS საღამოს სახლთან.

მინდოდა შენი ახალი ფეხსაცმლის მიზომება ჩემსასთან.

მინდოდა გედარდა, გეფიქრა მაინც.

მინდოდა ფასი გცოდნოდა. აზრი მაინც.

მინდოდა ჩემს ხუმრობებზე გაგცინებოდა (ნუ ამის პატიება კიდევ შეიძლება).

მინდოდა სკოლაში მოკითხვა და სახლამდე გაცილება.

მინდოდა შენი დახვედრა ღამით, ოდნავ მძიმე ჩანთის გამორთმევა. ჯელტმენობა.

მინდოდა სკამზე ჯდომა ბუნებაში.

მინდოდა ისევ მოგეწერა “ძილინებისა” ან რამე მაგდაგვარი.

მინდოდა შენი სულელური სახის დანახვა გორში.

მინდოდა გაგეღვიძებინე საღამოს ძილისგან.

მინდოდა გეთხოვა პატიება.

მინდოდა შემემოწმებინა რამდენ წრეს დაარტყავდა შენი უსაშველოდ გრძელი ხელები ჩემს წელს…

მინდოდა გენახა რა კარგად გამოვიყურებოდი 🙂

მინდა მხედავდე რა თავისუფალი გავხდი.

მინდოდა…

გადამინდა იცი?

FUCK YOU!

582138_468442636518617_667823205_n

Spleet is absolutly crazy…

სახლში ვერ ვჩერდებიო, სახლში გაჩერებას ყველაფერი მირჩევნიაო – აქ მეწყინა, მეთქი ეს ნახე, ოღონდაც სახლიდან გასულიყო იფიქრა “ჯააანდაბას ვნახავ ნატას (ნატოს მეძახის არადა)”-ო და გამოვიდა მეთქი …
უცნაური ტიპია 😀 ეს ზოგადად, თორე უფრო დაწრვილებით რომ ვთქვა აქვს წარმოდგენის განუზომელი უნარი ხანდახან მართლა მთვარეზე რომ მიდის ხოლმე და არაპროგნოზირებადი ხასიათი, ერთ წამს რომ დაითანხმებ სკამზე დაჯდომაზე და მეორე წამს რომ შორს უნდა ფეხით წასვლა…  საშლელების საყიდლად შევედით მაღაზიებში, მე ავიღე და პატიოსნად ვუყიდე 50 თეთრიანი საშლელი 😀 და თვითონ… თვითონ მაჩუქა ჯადოსნური კალამი, უბრალოდ წვრილწვერიანი კალამი და ბლოკნოტი, რომელზეც ვეხვეწე არ მაჩუქო მეთქი, მაგრამ რად გინდა…  ახლა ყველანაირად ვცდილობ დანიშნულება მივცე ფუმფულა ვარდისფერ ბლოკნოტს. ისე ახლა გამახსენდა ყიდვისას ვამმბობდი არ მინდა ბავშურია მეთქი და გამყიდველი მეკითხება რამდენის ხარო და გიგამ 28-ისო და ქალი მიყურებს მართლა 28-ის ხარო? ვერ მოვატყუე კი მეთქი რულავს რო იტყუები მაგრამ რა ვქნა რომ ნიჭი არ მაქვს ტყუილიის… მოგვიანებით წუწუნს შევეშვი და პირველი ფურცლებიც გავაფორმეთ.. არ ვიცი რატო ან რანაირად გამოვიდა ასე, მაგრამ მადლობ spleet, ყოველთვის მეცინება ჯადოსნურ კალამს რომ ვუყურებ …
სახლში მოვედი და ჩემებმა რომ ნახეს ჩემი საჩუქრები, ჩემი და გაგიჟებული მეკითხება რა ამბავში ხარო? და გამწარებული ურეკავს შეყვარებულს, ნატას საჩუქრებს ჩუქნიანო (ცდილობს შეყვარებული მიახვედროს … 😀 ) … ამ დღეებში ეს ჩემი მეორე საჩუქარი იყო, პირველი საჩუქარი რამდენიმე დღის წინ დამხვდა სახლში, უძვირფასესი წიგნია “ხელოვნების ამბავი”, რომელიც თოვლის ბაბუს უნდა მოეტანა და კეთილმა მეგობარმა დაასწრო ^^ თან უბრალოდ არასდროს არ უჩუქნიათ ჩემთვის ასეთი რამეები და ახლა მგონია რომ აწი აღარავინ არაფერს არ მაჩუქებს იმიტომ, რომ ლიმიტი ამოვწურე… 😀 ხო აეგეთი სულელი ვარ…

ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ❤ ΞΘΩ

WhoreSummer

 რამდენი პოსტი ვწერე შენზე, რამდენ ფოტოში ვიპოვე ჩვენი თავი. რამდენი დრო გავიდა და კიდე რამდენი გავა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ერთი რამ ცხადია, “ცხელი” ზაფხული წავიდა თავისი მოგონებებით და გინდა თუ არ გინდა ეს ყველაფერი უნდა გაუშვა… გაუშვა რა, … Continue reading

Underground

IFLT:  შედიხართ, შენს წინ ჯდება, ყურსასმენებით, კოლით და დიდი ღიმილით. ფეხზე ვანსები -Not bad, Skinny Jeans – not really bad, მოვარდისფრო ჟაკეტი – ამმმ ალბათ თამამი ტიპია ვარდისფერი რომ აცვია, მაისური? მწვანე, რაღაც ისეთები ახატია, უეჭველი ვიცი ლაშას რომ მოეწონებოდა … Continue reading

Moony thoughts

მე5 სართულის აივანზე ვიდექი და სულ მეკიდა სიმაღლის შიში რომ მქონდა, ჩემთვის მთავარი იყო მთვარე, რომელიც მთელს ქალაქს დაჰყურებდა, ქალაქი კიდევ ჩუმი და თბილი იყო. არანაირი ზედმეტი ხმა, არანაირი ზედმეტი მოძრაობა. ვიდექი და ვუყურებდი, მერე ზემფირას Мы разбиваемся გამახსენდა, კერძოდ … Continue reading

ბლოგერების არშემდგარი შეხვედრა

სანამ დავიშლებოდით, ვიხუმრეთსავით, სახლებში რომ წავალთ აუცილებლად დავპოსტავთო 😀 აბა მეტი რა შეგვიძლია ბლოგერებს.

ხო , 200 ადამიანიდან, სადღაც 15მა მისცა attending, 20-იც maybe, მაგრამ რად გინდა 😀 დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას მარტო მე და ლაშა შევრჩით ერთმანეთს (ორგანიზატორები ვიყავით, ეგეც რო არა მკიდია ხალხი არ ვიყავით) . ველოდეთ სადღაც ნახევარი საათი დანარჩენ 13 ბლოგერს… თან დღეს ვისწავლე როგორ უნდა გაარჩიო ბლოგერი სხვა ადამიანისგან : D ანუ მაგალითად, ტიპი გაივლის და ვეკითხები ლაშას : “ლაშა იქნებ ეგაა?” ლაშას პასუხი : “are you fuckin kidding? ბლოგერი მასე არ ჩაიცმევდა : D” არ იფიქროთ ახლა სნობები არაიანო, ყველაზე ბლოგერებეეეეე და ეგგეთებიო, უბრალოდ მართლა მარტივად შეიძლებოდა ხალხისგან თინეიჯერი ბლოგერებისს გარჩევა, რომლებიც სამწუხაროდ არ გამოჩნდნენ….  მაი სატნები 😀

ხო , ბოლოს თაკოს იმედითღა ვიყავით. ველოდებოდით : ) მაგრამ თაკო იმაზე სტუმართმოყვარე და ჯიგარი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა (უფროსწორედ ლაშა წესივრად არც იცნობდა, მეც ისე რა მაგრამ….), ხოდა შემოგვთავაზა მოგვენახულებინა : ) მოკლედ, ავიბარგეთ (ბარგი არ გვქონდა რათქმაუნდა გამოთქმა მომეწონა)  და დავაწექით თაკოსკენ : ) გუგლ მაპსის და თაკოს დახმარებით სასტუმროსაც მივაგენით და მერე დაიწყო ყველაზე კარგი მომენტი : ) თავიდან ცოტა მსუბუქად გავერკვიეთ, ვინ ვიყავით, საიდან ვიცნიობდით ერთმანეთს და მერე სანამ თაკო თავის სადილს ელოდებოდა მე და ლაშამ სამომავლო გეგმებზე და კარიერაზე ვიმსჯელეთ. მერე თაკო დაგვიბრუნდა და დავიწეთ “მე არასოდეს”… თან ვამაყობ ჩვენი თავებით, არანაირი ტყუილი და ჩაკეტილობა : )ჯიგრულად ვთამაშობდით . შემდეგ სიმართლე და მოქმედება დავიწყეთ, 4ნი ვიყავით სულ , სასტუმროს ნომერში. თქვენ რას იზამდით თქვენს მეზობლად ბოლო ხმაზე რომ ეყვირა ვიღაცას ქალი მინდაო?  ეგეც ლაშამ იკისრა. თან იმ დროს ქალი მიდიოდა ქვემoთ, იმის რეაქცია მაგარი იქნებოდა..  სასაცილო და მეგობრული საღამო იყო 🙂 მოკლედ რომ ვთქვა, კარგი დრო ვატარეთ, აი ისეთი, თან რომ ვფიქრობ, იქნებ ჯობდა კიდეც მეთქი, არავინ რომ არ მოვიდა ივენთზე…

I’m really very happy ^-^ ❤

ხო მართლა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა :)))

P.S აბა თქვენ იცით ბლოგერნო 🙂 იჯექით სახლში 🙂 არ გაგვიცნოთ არავინ 🙂

უცნაური გოჭი

გუშინ ძალიან მაგარი სიზმარი ვნახე… მაგარი რა, კარგი ფერები იყო, თუ არ ჩავთვლით იმ გოჭს, რომელსაც მთელი სიზმარი ვიგერიებდი, ყველაფერი იდეალური იყო. ნამდვილ გოჭს ვგულისხმობ, დამსდევდა და ვერ მივხვდი ჩემი კბენა უნდოდა, თუ რა?…

სიზმარი აქედან მახსოვს : მე, მერი და თათია აღმართზე ავიდოდით, ასფალტი ეგო, ხოდა ვლაპარაკობდით,  თუმცა უცებ გავჩუმდი (ბუნების სილამაზემ დამადებილა) და გადავხედეთ სამივემ იმ გორებს, რომლებიც ჩამავალი მზის სხივების ფონზე, უამრავი, ფფერადი, ფუმფულა ღრუბლებით იყო დაფარული. არ მახსოვს რომელმა ჩვენთაგანმა თქვა  “ნახე, დედამიწა ორთქლდება, რაშეგვიძლიია ჩვენ გავაკეთოთ?”- დედამიწის ბედით დამწუხრებულები ვიდექით და ვუყურებდით იმ პეიზაჟს, რომელიც ჩვენს წინ იყო. ღრუბლები მართლა ზემოთ იწევდნენ და დითქოს ულამაზეს სამყაროს დასასრულზე მიგვითითებდნენ… ისეთი შთაბეჭდილება მქონდა,თითქოს ეს ჩემი სამოთხე იყო, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. მერე დიდხანს ყურება აღარ მოგვიწია, საიდანღაც ის გოჭი გამოიქცა და მახსოს დავიხარე და გორა, რომელზეც ჩვენ ვიდექით პურის, ან რამე ცომეულისგანიყო შემდგარი და ნაწილი ჩამოვტეხე, რომ გოჭს შეეჭამა (რა მზრუნველი ვარ), გოჭმა ნატეხი ჰაერში დაიჭირა, მაგრამ ეს არ იკმარა… წამოვიდა ჩემსკენ და მახსოვს “ფარით” ვიგერიევბბდი :დ ისე გავწვალდი გამომეღვიძა. გამეხარდა, რომ გოჭი აღარსად ჩანდა…

ახლა შენ ამას კითხულობ და ალბათ dafuq? -ო ფიქრობ, ხო? :მე ვიფიქრე და ამ ყველაფერს ჩემებური ახსნა მოვუძებნე. ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ მერი და თათია ჩემი ტკივილია, წარმოიდგინეთ, ისინი ჩემი საუკეთესო წლების, საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ახლაც ვმეგობრობთ, მაგრამ ეს იმასთან არაფერია , როგორც ადრე ვიყავით. ხოდა, ამ დღეებში მერისგანაც  გავიგე, რომ მალე ძმა ეყოლება და  თათიაზეც საბედნიერო ამბავი შევიტყვე^^, ხოდა ალბათ ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა და ზუსტად  სევდიანი, მაგრამ ბედნიერი სახით დამესიზმრა…  მერის ძმის ამბავი მართლა შოკი იყო, მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდა ^^ მაშინვე ერთი სასაცილო ამბავი გამახსენდა : მერი პირველი შვილიშვილი იყო და ყველას ძალიან უყვარდა და ანებივრებდა, მაგრამ გაჩნდა მარიამი, მისი და, ხოდა მერიც ეჭვიანობამ აიტანა და ყურადღების ნაკლებობა იგრძნო, ხოდა მოჰკიდა თავის ახალშობილ დას ხელი და ნაგავში უპირებდა გადაგდებას 😀 იმედია სწორად მახსოვს. მაშინ მერი ალბათ 5 ან 6 წლის იქნებოდა,  საბედნიეროდ მარიამი ნაგავს გადურჩა და ახლა უკვე დიდი გოგო გაიზარდა. ხოდა მოკლედ, არვიცი რას ერქმევა, მომავალ ვაჟკაც თინიკაშვილს, მაგრმა უკვე წარმომიდგენია როგორ ეყვარება მერის ის ❤

Anyway, მინდოდა ეს რაღაც მომეყოლა ვინმესთვის, მაინტერესებს ნიშნავს რამეს სიზმრები? და ეს გოჭი? რა უნდოდა, რას მერჩოდა? ღმერთმანი (მიყვარს ეს სიტყვა) უაზრო სიზმრები დამჩემდა…