ჩემი საყვარელი შეგრძნებები

ვისაც charlieissocoollike უყვარს, უეჭველად მიხვდება, რომ შთაგონება სწორედ მის ერთ-ერთ ვიდეოდან მივიღე. არ დავმალავ, ჩარლის ვიდეოები პირველად ამ ზაფხულს ვნახე, ნუ, Film for Ella-ს თუ არ ჩავთვლით, ადრე 9gagtv-ზე ვნახე. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ მისი ვიდეოების ყურება უახლესებიდან დავიწყე და როცა My favorite feelings ვნახე ვიფიქრე, რომ ამაზე საყვარელი და ჩასაყლაპი კაცი არ მინახავს ცხოვრებაში. სერიოზულად, ნახეთ რაებს ამბობს 1 წუთსა და მეცხრე წამზე…

მოკლედ, მგონი ჩარლიზე საუბარი საკმარისია, ჩემს საყვარელ შეგრძნებებზე გადავალ. ჩემმა მეგობრებმა ალბათ კარგად იციან, რომ რაღაცების სიების კეთება მიყვარს, ამიტომ ჩემს საყვარელ შეგრძნებებს სიის სახით წარმოვადგენ. ცუდი მხოლოდ ის იქნება, რომ ამ სიაში “მოსაპწიჩკი” არაფერი მექნება. Continue reading

Advertisements

შეჯამებაი წლისაი

2016 წელი ჩემთვის ვეს ანდერსონის Fantastic Mr Fox-ით დაიწყო. იანვარში, ბოლოს წინა ფინალური ვწერეთ და ჯგუფელები საგამოცდოსთან შევიკრიბეთ. დავიწუწუნე, სამსახური უნდა ვიშოვო-მეთქი, კაკაბაძემ დამცინა, ესე მალე რა უნდა იშოვოო და მეორე დღეს მომწერა ჩემს მეგობარს ბარში მიმტანი სჭირდება და ხო … Continue reading

ორიოდ სიტყვა ბახმაროზედ

ბახმაროში წასვლამდე ბევრს ვნერვიულობდი, რაც, პრინციპში, ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა. სანერვიულო ნამდვილად მქონდა, რაც პირველ ორ ღამეზეც აისახა. იმ ღამეებზე, უეჭველად რომ ვაპირებდი წამოსვლას და ჯერ ნათიას, შემდეგ კი ყველას ძალისხმევით როგორღაც გადავიტანე. ვაღიარებ, ასეთი ხანგრძლივი დრამა არასდროს მქონია და არც ასეთი მგრძნობიარე ვყოფილვარ ვიღაცების კომპანიაში. … Continue reading

რატომ ტყეში?

დიდი გამოცდილება არ მაქვს აქეთ-იქით სიარულში, სულ 3-ჯერ ვიყავი, მაგრამ, რის დასაწერადაც მოვედი, ის შეგრძნება საკმაოდ განვიცადე, რომ დარწმუნებით ვთქვა:

ორჯერ ორივითაა ალბათ, მაგრამ
როცა ქალაქს გასცდები და დანიშნულების ადგილი ბუნება გაქვს,
კომუნიკაციებს მოწყვეტილი ხარ და მხოლოდ თანამგზავრებს და მშობლებს ეკონტაქტები,
ეს ყველაფერი კი რამდენიმე დღეს გრძელდება,
სულ სხვა, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ხარ. Continue reading

შენი დავიწყების ორი თვე

Hi.
სასაცილოა როგორ ზუსტად ვიცოდი რომ იმ დღეს მე ვიტირებდი, შენ იცინებდი.
სახე გავიძრე ტირილით, რომ იტყვიან. მაგდენი ოპერაციის დროს ვიტირე
მხოლოდ. მეორე დღეს თვალები ისე მქონდა დასიებული, უნივერსიტეტში არ
წავედი. რა მატირებდა ახლა აღარ მახსოვს, კონკრეტულად რისი მეშინოდა და
რაზე მწყდებოდა გული, მაგრამ “ეხლაროგორღაუნდავიყო” ფიქრები მახსოვს.
დღეს რა რიცხვია არ ვიცი, მაგრამ მგონი ერთი თვე გავიდა მას მერე. შენი
ქიუთობა მონაწერები ჯერ კიდევ მანდომებს ტირილს და, შენი დანახვაც,
მარისთან ერთად, მაგრამ გაცილებით უკეთ ვარ. ცუდი ისაა, რომ ამ ბოლო დროს
ვაანალიზებ, რომ ძალიან კარგი წელი მქონდა და ყველაფერი მაქვს
ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც მოწყენილი ვარ ხოლმე და სრულყოფილი
(complete) ბედნიერებისთვის შენ მჭირდები თითქოს, არადა არაა ეგრე და თან
არი :დდდ ანუუუუ მე მინდა როო, იქიდანაცც იმას გიქნა და, აქედანაც და, არ
გამოვა ეგრე რა.
გუშინ ძალიან უხერხული შეხვედრა გამოვიდა. ანუკა და დეა დათოს
დასდევდნენ, შენც იქ გაჩნდი და თავს ცუდად ვგრძნობდი. Then i saw u
kissing her and i was like duuude what’s the matter with you? :d That
morning i told myself that i was ready to get over you and then i saw
that :dd it sucked. I wasn’t jealous or something, i just felt really
sad and lonely, plus the weather sucked. Yeap, life is pain 😀
I really like the idea of talking to you in my head :d Continue reading

._.

ეს ჩვენი საბრალო ტვინი, რამდენს მუშაობს მთელი დღის განმავლობაში.

საწყალი, მუდამ ანგარიშობს, სულ იმის საზრუნავშია რამე არ დაგვაკლოს. დილას სტრესულ ჰორმონებს გამოიმუშავებს რომ ძილს თავი მივანებოთ და გავიღვიძოთ. აკონტროლებს კუჭში მჟავა არის შექმნას, რათა მიღებული საკვების სტერილიზაცია და გადამუშავება მოხდეს, მაგრამ დილას ჩემნაირი ზარმაცები ჭამას ვერ ვასწრებთ და, ეს ჩვენი მჟავა არე ჩვენს კუჭსვე შლის საკვების ნაცვლად. გვაწუწუნებს ძალიან ბევრს, რომ ვისაუზმოთ. გვძაბავს (აშკარად, მარტო ზოგიერთს), რომ სადმე არ დავაგვიანოთ. უწევს გლუტამინის მჟავის დახმარებით ჩაწერილი მოგონებების გაცოცხლება, ნეირონებს შორის კავშირების (წრედების) აღდგენა, რადგან ქვიზი გაქვს დასაწერი და ყველაფერი, რაც წინა ღამით ისწავლე, უნდა გადაიმეორო გადავსებულ ვაგონში.  გამოიმუშავებს ადრენალინს, რომ 5 სართული აირბინო საგამოცდომდე, შუა გზაში კი გახსენებს, რომ ქურთუკი გაქვს დასაკიდი და ისე არ შეგიშვებენ. როცა საკიდთან მიხვალ ადრენალინი უფრო ძლიერ გამოიყოფა, რადგან მის ქურთუკს ხედავ, მაგრამ ამის დრო არ გაქვს და უკან გამორბიხარ. არც საგამოდოში იკლებს  ადრენალინის დონე, ატფ-ის მოლეკულების დაშლა ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და შენ წერ ძალიან ბევრს.

Continue reading

^^

Ok.

უცბად დავწერ.

მთელი სიყმაწვილე როცა ერთმანეთზე უარეს ბიჭებს ხვდები უკვე ეჩვევი და გგონია, რომ უკეთესს ალბათ არც იმსახურებ. მერე რწმუნდები, რომ პრობლემა მხოლოდ შენშიც არაა და ყველაფერს ასაკს აბრალებ და რაღაც კანონზომიერებას ადგენ, რომ ჩვენ ასაკში სიყვარულები და პატივისცემები არ იციან და ა.შ და ა.შ. მოკლედ, რჩები მარტო, კედლის საშენ მასალას ზიდავ (მაგრამ აშენებას ვერ ახერხებ) და ყოველთვის როცა შეყვარებულზე გეკითხებიან აი ამ ყველაფერს უყვები. ფილმებს უყურებ სადაც, შენნაირი უიღბლო პერსონაჟები არიან, მაგრამ ბოლოს რამენაირად მაინც ხვდებიან იმ რჩეულს და შენ ამ დროს გინდა პოპკორნი მიაყარო და იყვირო : “ბუუუუუუუუუუუუუუუუ, ასეთები ცხოვრებაში არ ხდება, ესეც ჰოლივუდური კლიშეა : ჰეფი ენდის დდშვც”. სადღაც, გონების სიღრმეში მაინც იცი, რომ თუ როდესმე ბიჭი შეგიყვარებს ან, ისე მაინც მოეწონები, როგორც შენ გინდა, აუცილებლად შენზე მაღალი და ძლიერი იქნება, რადგან შენ არ ხარ ფემინური გოგო და ის, ვისაც უნდა მოეწონო სავარაუდოდ უფროსი იქნება, ვისაც უკვე ფემინური სატყუარები აღარ იზიდავს და უფრო ღრმა ხედვა აქვს.

Continue reading

“ნინიკო” პოსტი ყოფილ ნაძირალა შეყვარებულზე

დღეს დაქალები იყვნენ ჩემთან, მათ შორის იყო დეა, გოგო, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს და ამ საერთოებს შორის, ერთი ბიჭიც მყავს. ამ ბიჭს დეაზე ადრე ვიცნობდი და ვხვდებოდი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით და როცა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ, დეამ ის მაშინ გაიცნო. დეას და მე ის ბიჭი მოგვწონდა. იმ ბიჭს, არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ მე ამირჩია, ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ დროში და ფულში ნაკლები ხარჯი იყო ვარკეთილში სიარული, ვიდრე რუსთავში. მაგდენს ვერ გაქაჩავდა, თორემ საქმე ჩემსა და დეას კარგობა-ცუდობაზე არ იყო.

Continue reading