ყველა წარუმატებელი ურთიერთობის ამბავი ever

ბიჭი, რომელთან ერთადაც ყოფნა ისედაც არ მინდოდა, მეუბნება (წინასწარ მაფრთხილებს) რომ ურთიერთობისთვის მზად არ არის (rejects me) და უცებ, რატომღაც, მთელი ძალით მინდება, რომ ურთიერთობაში ვიყოთ.

“ჩემთან ყოფნა არ გინდა? რა სისულელეა. აბა ნახე ერთი შენ, რა გიყო”

“ცოტა მოიცადე, ნახავ რომ ზუსტად ის ვარ, ვინც შენ გჭირდება”

“მე? მერე რა რო არც მომწონხარ, ყველაფერს ვიზამ, რომ შენ კარგად იგრძნო თავი”

“აჰ, ეს რა შითი მიმი გამოგიგზავნია, არაფერია, ნახე მე უფრო კარგი მიმი მაქვს და შენთვისაც უფრო კარგი ვარ, ვიდრე ყველა ის გოგო, ვისაც სიზმრებში ნახულობ”

“ზაფხულში, 2 კილოს რომ დავიკლებ და ჩემს ლამაზ ყვავილებიან სარაფანს ჩავიცვამ, ქვემოთ ნაიკებს, ბაუჰაუსთან რომ შეგხვდები, არც შემოგხედავ, მერე ნახე შენ”

“რომ გადავალ ორი წლით საზღვარგარეთ საცხოვრებლად და ცხრაას ბიჭს შევხვდები შენს მერე, მერე ნახე შენ”

“ნობელის პრემიას რომ ავიღებ ბიოლოგიის დარგში, მერე ნახე შენ”

“კოსმოსში რომ ვიქნები პირველი ქალი , ვინც დედამიწის ორბიტას ყველაზე მეტად დაშორდა, მერე ნახე შენ”

“მარსზე პირველი კოლონიზატორი რომ ვიქნები, მერე ნახე შენ”

“პატარა, მარსელი ბავშვები რომ მეყოლება და 9 დედამიწელი ქმარი, მერე ნახე შენ, თუ არ ინანო, რომ მაშინ, დედამიწაზე, დამარეჯექთე”

funky lover

 

 

Advertisements

January has been the worst!!!!!

So bad, I started blogging again.

ჯერ იყო და ახალ წლამდე უძველეს მეგობარს დავშორდი, რაც სრულიად მატრაუმატიზირებელი იყო და 3 დღე უბრალოდ ყველაფერზე ვტიროდი. მაგრამ ახალ წელს 3 მეგობართან ერთად შევხვდი და მეთქი უკეთესი დღეების იმედი არსებობს.

არაფერიც.

ისე მოხდა, რომ რატომღაც ჩემმა კიდევ ორმა მეგობარმა დაიჭირა ჩემგან დისტანცია. არადა ორივე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ერთი შეყვარებულს შეურიგდა და ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ქონდა, ოქეი, არ მწყინს, მეორემ კიდევ თითონ მაწყენინა და 2 კვირაზე მეტი არ ვწერდი, გაბრაზებული. ერთ ტიპს ველაპარაკებოდი ხოლმე კიდევ, 24/7, მაგრამ რაღაც ვეღარც იმასთან აეწყო ლაპარაკი და დავრჩი ეგრე. უფეისბუქოდ, უკომუნიკაციოდ -_-

სამაგისტრო პროგრამებზე ერთგან მოვახერხე საბუთების გაგზავნა, მაგრამ დანარჩენი ვარიანტების გამო სრულიად დაბნეულობაში და ქაოსში ვარ. მარტო ვარ, ჩემით ვცდილობ რაღაცების გარკვევას და როცა მგონია რომ ბევრი გავიგე და კარგი გოგო ვარ, ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მოვა ვიღაც, მომიყვება რა ეწერა თავის სამოტივაციოში და მერე როგორ გადააკეთა და მე ვხვდები რომ ჯერ-ჯერობით, კარგი გოგო კი არა, პინგვინი ვარ.

ხო, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ხელფასს სამ თვეში ერთხელ მიხდიან სამივე თვისას, თან ცოტას და უფულობის გამოც უბედური ვარ ძირითადად.

ჰოდა ის სერილებიც, რასაც ვუყურებ (Speechless, Splitting Up Together, I Feel Bad, High Maintenance, ჩცდ), ეხლა გადის და კვირიდან-კვირამდე ველოდები გამოსვლას.

messenger 1-24-2019 9-20-38 pm

ა და კიდევ, რამდენი ივენთი გამოვტოვე ნოემბრიდან დღემდე წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ ამასწინად გავიგე, რომ Kordz იყო ელეკტროვერკში, ჩემ სამეზობლოში, პირდაპირ და არაფერი ვიცოდი. ბლია. კიდევ SLEEPERS POETS SCIENTISTS-ის პრეზენტაციაზე დამწყდა გული და, თანასწორობის მოძრაობის რაღაც ივენთზე. მინდა ფეისბუქი, მაგრამ მაგისტრატურების ძიებას უამრავი დრო მიაქვს, თან როცა რამეს ვერ ვაკეთებ ვბრაზდები და მინდა რო მოვწყდე იქაურობას და ფეისბუქი თუ მექნება,  “გასაქცევი” მექნება. თან, bottomless pit გასაქცევი :dd so thank u, next!

update: დაპოსტვიდან მეორე დღეს ტელეფონი გამიტყდა. fml for real.

4 რამ უფეისბუქობაზე

  1. თავიდან უამრავი დრო გამომიჩნდა. გარდა იმისა, რომ ინგლისურის ტესტისთვის ვემზადებოდი და საზღვარგრეთ სამაგისტრო პროგრამებს და დაფინანსებებს ვეძებდი (რაც, პრინციპში გაუქმების მიზეზი იყო) ტანსაცმლის კარადის დალაგება დავიწყე, ღამ-ღამობით სარკის წინ წარბების კორექციასაც მოვუხშირე, სახლის საქმესაც შედარებით აქტიურად მოვეკიდე. ორთვიანი უფეისბუქობის შემდეგ უკვე ძალიან მენატრება ფეისბუქი და დროსაც უკვე ისევ ისე ვხარჯავ, ან სერიალის ყურებით ან იუთუბზე ძრომიალში.
  2. იმის გამო, რომ ვერ ვხედავ ჩემი მეგობრები რას პოსტავენ, რა ეცვათ, რაზე ფიქრობდნენ, რაზე ჭორაობენ, რა ხდება მაგათკენ ახალი, ხშირად პირადად ვეკითხები და ვთხოვ ხოლმე რამე მომიყვენ, რაზეც “არაფერი არ ხდება ახალი და მოვიგონო რამე?”, “ნატალი აღადგინე ფეისბუქი, ჰიპერაქტიური ხარ” და მსგავს პასუხებს ვიღებ ძირითადად. ანუ ყველასთვის ნორმალურია რომ შორიდან უყურებდე და იცოდე რა ხდება, მაგრამ პირადად თუ ეკითხები, ფიქრობენ რომ არაფერი აქვთ მოსაყოლი. სენტიმენტალური ვიქნები, ძალიან მოწყენილი ვარ უმეტესად.
  3. დიდი ხნის მოუკითხავი მეგობრის მოკითხვა არის შეუძლებელი ამბავი. აი რამდენ ვინმეზე მიფიქრია, მოდი ეხლა იმას მივწერ, ვკითხავ როგორაა, ვეტყვი რომ მომენატრა. მარა მერე სულ იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რამდენხანს გაგრძელდება ლაპარაკი ან დასასრულისკენ როგორ წავა, თავს ხომ არ მოვაბეზრებთ ერთმანეთს. აი ფეისბუქი რომ მქონდეს უბრალოდ ფოტოს დავულაიქებდი და ეცოდინებოდა რომ ცოცხალიც ვარ და მახსოვს კიდეც. აი ამით, პრინციპში, მეორე პუნქტის მეცნიერება იხსნება.
  4. უამრავ რამეს გამოტოვებ. ის კი არა, უამრავ სერვისზე ინფორმაციის გაგება მდომებია და ვებგვერდის მაგივრად ფეისბუქ გვერდები აქვს კომპანიებს ძირითადად და ცოტა ნერვების მომშლელია ეგ.

Summer love

Ok.

უცბად დავწერ.

მთელი სიყმაწვილე როცა ერთმანეთზე უარეს ბიჭებს ხვდები უკვე ეჩვევი და გგონია, რომ უკეთესს ალბათ არც იმსახურებ. მერე რწმუნდები, რომ პრობლემა მხოლოდ შენშიც არაა და ყველაფერს ასაკს აბრალებ და რაღაც კანონზომიერებას ადგენ, რომ ჩვენ ასაკში სიყვარულები და პატივისცემები არ იციან და ა.შ და ა.შ. მოკლედ, რჩები მარტო, კედლის საშენ მასალას ზიდავ (მაგრამ აშენებას ვერ ახერხებ) და ყოველთვის როცა შეყვარებულზე გეკითხებიან აი ამ ყველაფერს უყვები. ფილმებს უყურებ სადაც, შენნაირი უიღბლო პერსონაჟები არიან, მაგრამ ბოლოს რამენაირად მაინც ხვდებიან იმ რჩეულს და შენ ამ დროს გინდა პოპკორნი მიაყარო და იყვირო : “ბუუუუუუუუუუუუუუუუ, ასეთები ცხოვრებაში არ ხდება, ესეც ჰოლივუდური კლიშეა : ჰეფი ენდის დდშვც”. სადღაც, გონების სიღრმეში მაინც იცი, რომ თუ როდესმე ბიჭი შეგიყვარებს ან, ისე მაინც მოეწონები, როგორც შენ გინდა, აუცილებლად შენზე მაღალი და ძლიერი იქნება, რადგან შენ არ ხარ ფემინური გოგო და ის, ვისაც უნდა მოეწონო სავარაუდოდ უფროსი იქნება, ვისაც უკვე ფემინური სატყუარები აღარ იზიდავს და უფრო ღრმა ხედვა აქვს.

Continue reading

“ნინიკო” პოსტი ყოფილ ნაძირალა შეყვარებულზე

დღეს დაქალები იყვნენ ჩემთან, მათ შორის იყო დეა, გოგო, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს და ამ საერთოებს შორის, ერთი ბიჭიც მყავს. ამ ბიჭს დეაზე ადრე ვიცნობდი და ვხვდებოდი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით და როცა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ, დეამ ის მაშინ გაიცნო. დეას და მე ის ბიჭი მოგვწონდა. იმ ბიჭს, არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ მე ამირჩია, ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ დროში და ფულში ნაკლები ხარჯი იყო ვარკეთილში სიარული, ვიდრე რუსთავში. მაგდენს ვერ გაქაჩავდა, თორემ საქმე ჩემსა და დეას კარგობა-ცუდობაზე არ იყო.

Continue reading

კიდევ ერთი რამ, რაც აქამდე უნდა მცოდნოდა

დღეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე და ბოლოდროინდელი ამბების მოყოლა დავიწყეთ. ზუსტად ჩემს ისტორიებს მიყვებოდა, არადა ჩემთან სულ ისე იქცევა, რომ ყველა სურვილს ისრულებს და მგონია რომ ძლიერია და მასთან დაჯახებას, კედელს დაჯახება სჯობს. ხოდა, აბა რას წარმოვიდგენდი თუ ისიც მსგავსი პრობლემებით იტანჯებოდა და ისიც უბედური იყო?

წამოსვლისას გზაში ავტობუსიდან ჩამოვედი და ფეხით ბევრი გავისეირნე. ჩემს გატეხილ ტარდისის ჭიქაზე ვფიქრობდი და კიდე ერთ დამსხვრეულ მეგობრობაზე. მივხვდი რომ არცერთს ეშველება და უბრალოდ უნდა გავუშვა. ჭიქის ამბის გაშვებაში ის უფრო მიწყობს ხელს, რომ შეუძლებელოა ადამიანს მებრძოლთა კლუბიც მოსწონდეს და ერთ ჭიქასაც მისტიროდეს, ამიტომ, მე მებრძოლთა კლუბს ვირჩევ.

Continue reading

აქტიური გოგოების მძიმე ხვედრი სოციუმში

მგონია, კიარადა ვიცი (მაგრამ კამათისთვის მზად ვარ), რომ ბიჭების უმრავლესობას ეშინია აქტიური გოგოების. დედაჩემმაც მითხრა ეგ, მე კიდე ვიცი, რომ mother knows best. კი, მოსწონთ გოგოები, რომლებიც პირველები წერენ ბიჭებს და არ ელოდებიან საპირისპიროს, მაგრამ საკმარისია საქმე ფლირტზე, ან სადმე დაპატიჟებაზე წავიდეს, იბნევიან და დაცვის რეჟიმს რთავენ.  Continue reading

Relationships are messy and people’s feelings get hurt

უკვე მეოთხე ურთიერთობა დავიწყე და დავამთავრე ამ ფრაზით. სამერს ეს რომ არ ეთქვა, რა მეშველებოდა ნეტა? ფაქტია რომ ასეა. ძნელია ურთიერთობები. მეგობარმა დამასწრო და დაწერა პოსტი იმაზე, რამდენი “ჩალიჩი” გჭირდება გაცნობიდან ოფიციალურად ერთად ყოფნამდე. არადა ერთად ყოფნაც როგორი აბსურდულია? ჩვენ … Continue reading

ჩანაცვლება

ქიმიაში ჩანაცვლება მარტივ ნივთიერების რთულ ნივთიერებასთან რეაქციისას ხდება, ელექტროუარყოფითობის მიხედვით ძლიერი ატომი სუსტს აძევებს და ანაცვლებს მას, ან მოლეკულები თავის ადგილებზე რჩებიან და  რეაქცია არ წარიმართება. ქიმიის არ ვიცი, მაგრამ ადამიანებში ჩანაცვლების პროცესი ყოველთვის უფრო რთული და მტკივნეულია. წარმოიდგინეთ, რომ  … Continue reading