დაცული: მე და ტომი

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Advertisements

შენი დავიწყების ორი თვე

Hi.
სასაცილოა როგორ ზუსტად ვიცოდი რომ იმ დღეს მე ვიტირებდი, შენ იცინებდი.
სახე გავიძრე ტირილით, რომ იტყვიან. მაგდენი ოპერაციის დროს ვიტირე
მხოლოდ. მეორე დღეს თვალები ისე მქონდა დასიებული, უნივერსიტეტში არ
წავედი. რა მატირებდა ახლა აღარ მახსოვს, კონკრეტულად რისი მეშინოდა და
რაზე მწყდებოდა გული, მაგრამ “ეხლაროგორღაუნდავიყო” ფიქრები მახსოვს.
დღეს რა რიცხვია არ ვიცი, მაგრამ მგონი ერთი თვე გავიდა მას მერე. შენი
ქიუთობა მონაწერები ჯერ კიდევ მანდომებს ტირილს და, შენი დანახვაც,
მარისთან ერთად, მაგრამ გაცილებით უკეთ ვარ. ცუდი ისაა, რომ ამ ბოლო დროს
ვაანალიზებ, რომ ძალიან კარგი წელი მქონდა და ყველაფერი მაქვს
ბედნიერებისთვის, მაგრამ მაინც მოწყენილი ვარ ხოლმე და სრულყოფილი
(complete) ბედნიერებისთვის შენ მჭირდები თითქოს, არადა არაა ეგრე და თან
არი :დდდ ანუუუუ მე მინდა როო, იქიდანაცც იმას გიქნა და, აქედანაც და, არ
გამოვა ეგრე რა.
გუშინ ძალიან უხერხული შეხვედრა გამოვიდა. ანუკა და დეა დათოს
დასდევდნენ, შენც იქ გაჩნდი და თავს ცუდად ვგრძნობდი. Then i saw u
kissing her and i was like duuude what’s the matter with you? :d That
morning i told myself that i was ready to get over you and then i saw
that :dd it sucked. I wasn’t jealous or something, i just felt really
sad and lonely, plus the weather sucked. Yeap, life is pain 😀
I really like the idea of talking to you in my head :d Continue reading

Summer love

Ok.

უცბად დავწერ.

მთელი სიყმაწვილე როცა ერთმანეთზე უარეს ბიჭებს ხვდები უკვე ეჩვევი და გგონია, რომ უკეთესს ალბათ არც იმსახურებ. მერე რწმუნდები, რომ პრობლემა მხოლოდ შენშიც არაა და ყველაფერს ასაკს აბრალებ და რაღაც კანონზომიერებას ადგენ, რომ ჩვენ ასაკში სიყვარულები და პატივისცემები არ იციან და ა.შ და ა.შ. მოკლედ, რჩები მარტო, კედლის საშენ მასალას ზიდავ (მაგრამ აშენებას ვერ ახერხებ) და ყოველთვის როცა შეყვარებულზე გეკითხებიან აი ამ ყველაფერს უყვები. ფილმებს უყურებ სადაც, შენნაირი უიღბლო პერსონაჟები არიან, მაგრამ ბოლოს რამენაირად მაინც ხვდებიან იმ რჩეულს და შენ ამ დროს გინდა პოპკორნი მიაყარო და იყვირო : “ბუუუუუუუუუუუუუუუუ, ასეთები ცხოვრებაში არ ხდება, ესეც ჰოლივუდური კლიშეა : ჰეფი ენდის დდშვც”. სადღაც, გონების სიღრმეში მაინც იცი, რომ თუ როდესმე ბიჭი შეგიყვარებს ან, ისე მაინც მოეწონები, როგორც შენ გინდა, აუცილებლად შენზე მაღალი და ძლიერი იქნება, რადგან შენ არ ხარ ფემინური გოგო და ის, ვისაც უნდა მოეწონო სავარაუდოდ უფროსი იქნება, ვისაც უკვე ფემინური სატყუარები აღარ იზიდავს და უფრო ღრმა ხედვა აქვს.

Continue reading

:>

პირველი კურსი დავამთავრეჰ! იეეეეეი :დ

შეტენილი საგნები – 0;
A-იანი საგნები – ანთროპოლოგია (98) და მგონი ლიტერატურა და ხელოვნება (თუ ნიშნებს გვაღირსებენ!).

ეს ზაფხული ასე გავთვალე :
15-ში გამოცდებს მოვრჩებოდი, მერე სტაჟირებაზე ვივლიდი და 6 აგვისტოს საველეზე წავიდოდი.
რეალურად როგორ მოხდა:
15-ში ვწერე ბოლო გამოცდა, ავღნიშნე ჯგუფელებთან და დავიქრაშე კიდეც.
ლაბში მივედი, ცოტა შემეშინდა ისეთი სერიოზული საქმე იყო, მერე ზღვიდან დამიძახეს და წამოდიო მთხოვეს. 3 დღე სახლში გავატარე იმაზე ფიქრით, რა მექნა, ვუყურე ვოჩმენს, გავაგრძელე “კაცი მაღალ კოშკშის” კითხვა და ჰენგაუთი მქონდა მეგობრებთან ერთად დღეს #მიყვარხართყველა

goals: ვითამაშე ბირპონგი;
ძალიან ბევრი ვეფერე ნუცას კანე-კორსოს;
გადასარევი აწ უკვე ყოფილი ჯგუფელები;
Watchman Continue reading

“ნინიკო” პოსტი ყოფილ ნაძირალა შეყვარებულზე

დღეს დაქალები იყვნენ ჩემთან, მათ შორის იყო დეა, გოგო, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს და ამ საერთოებს შორის, ერთი ბიჭიც მყავს. ამ ბიჭს დეაზე ადრე ვიცნობდი და ვხვდებოდი, მაგრამ ერთმანეთს დავშორდით და როცა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ, დეამ ის მაშინ გაიცნო. დეას და მე ის ბიჭი მოგვწონდა. იმ ბიჭს, არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ მე ამირჩია, ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ დროში და ფულში ნაკლები ხარჯი იყო ვარკეთილში სიარული, ვიდრე რუსთავში. მაგდენს ვერ გაქაჩავდა, თორემ საქმე ჩემსა და დეას კარგობა-ცუდობაზე არ იყო.

Continue reading

იმ რაღაცების სია, რასაც ბავშვობაში აღტაცებაში მოვყავდი

ხვალ კალკულუსში ქვიზი მაქვს,  მე კიდე ზღვარი, წარმოებული და ინტეგრალი რა არის წარმოდგენა არ მაქვს. უნდა ვსწავლობდე და ისედაც მოკლედ დაწერილ განმარტებებს ვკითხულობდე, მაგრამ ამ დროს სხვა ყველაფრის გამკეთებელი ხარ გარდა იმისა, რაც მართლა გჭირდება. ამიტო გადავწყვიტე  ის სიები შევადგინო, რაზეც ნაივური სუპერის კითხვის დროს დავფიქრდი.

იმ რაღაცების სია, რასაც ბავშვობაში აღტაცებაში მოვყავდი:

ბარბები
ვიდეომაგნიტოფონი
ბოთლიდან წყლის დალევა
მანათობელი ბოტასები Continue reading

პოსტი 13-ზე

14.06.2015

გუშინ თბილისში იწვიმა. ძალიან ცუდად იწვიმა და ერთმა, უწყინარმა მდინარემ ბევრი სიცოცხლე წაიღო. ღამით მოვიდა და არავის აცალა ბრძოლა. დასტაცა ხელი ახალგაზრდა გოგოენებს, ახალდაქორწინებული გოგო ქმარს წაართვა, მოხუცი წაიყვანა და ცხოველების დედიკო დაუნდობლად ჩაყლაპა. შეჭამა ქუჩები და სახლები. ხეები იდგა მხოლოდ უძრავად. ვერეს ხეობიდან როცა პირველი ფოტოები გავრცელდა, Starry Night დავინახე, სადაც ტალღები ცაში კი არა, მიწაზე ირეოდა. კვიპაროსები ჩვეულებრივად იდგნენ, სახლებიც, როგორც ნახატზეა, ბუნდოვნად იყვნენ ჩაკარგულები, ოღონდ წყალში და არა მიწაზე.

Continue reading

კიდევ ერთი რამ, რაც აქამდე უნდა მცოდნოდა

დღეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე და ბოლოდროინდელი ამბების მოყოლა დავიწყეთ. ზუსტად ჩემს ისტორიებს მიყვებოდა, არადა ჩემთან სულ ისე იქცევა, რომ ყველა სურვილს ისრულებს და მგონია რომ ძლიერია და მასთან დაჯახებას, კედელს დაჯახება სჯობს. ხოდა, აბა რას წარმოვიდგენდი თუ ისიც მსგავსი პრობლემებით იტანჯებოდა და ისიც უბედური იყო?

წამოსვლისას გზაში ავტობუსიდან ჩამოვედი და ფეხით ბევრი გავისეირნე. ჩემს გატეხილ ტარდისის ჭიქაზე ვფიქრობდი და კიდე ერთ დამსხვრეულ მეგობრობაზე. მივხვდი რომ არცერთს ეშველება და უბრალოდ უნდა გავუშვა. ჭიქის ამბის გაშვებაში ის უფრო მიწყობს ხელს, რომ შეუძლებელოა ადამიანს მებრძოლთა კლუბიც მოსწონდეს და ერთ ჭიქასაც მისტიროდეს, ამიტომ, მე მებრძოლთა კლუბს ვირჩევ.

Continue reading

აქტიური გოგოების მძიმე ხვედრი სოციუმში

მგონია, კიარადა ვიცი (მაგრამ კამათისთვის მზად ვარ), რომ ბიჭების უმრავლესობას ეშინია აქტიური გოგოების. დედაჩემმაც მითხრა ეგ, მე კიდე ვიცი, რომ mother knows best. კი, მოსწონთ გოგოები, რომლებიც პირველები წერენ ბიჭებს და არ ელოდებიან საპირისპიროს, მაგრამ საკმარისია საქმე ფლირტზე, ან სადმე დაპატიჟებაზე წავიდეს, იბნევიან და დაცვის რეჟიმს რთავენ.  Continue reading