January has been the worst!!!!!

So bad, I started blogging again.

ჯერ იყო და ახალ წლამდე უძველეს მეგობარს დავშორდი, რაც სრულიად მატრაუმატიზირებელი იყო და 3 დღე უბრალოდ ყველაფერზე ვტიროდი. მაგრამ ახალ წელს 3 მეგობართან ერთად შევხვდი და მეთქი უკეთესი დღეების იმედი არსებობს.

არაფერიც.

ისე მოხდა, რომ რატომღაც ჩემმა კიდევ ორმა მეგობარმა დაიჭირა ჩემგან დისტანცია. არადა ორივე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ერთი შეყვარებულს შეურიგდა და ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ქონდა, ოქეი, არ მწყინს, მეორემ კიდევ თითონ მაწყენინა და 2 კვირაზე მეტი არ ვწერდი, გაბრაზებული. ერთ ტიპს ველაპარაკებოდი ხოლმე კიდევ, 24/7, მაგრამ რაღაც ვეღარც იმასთან აეწყო ლაპარაკი და დავრჩი ეგრე. უფეისბუქოდ, უკომუნიკაციოდ -_-

სამაგისტრო პროგრამებზე ერთგან მოვახერხე საბუთების გაგზავნა, მაგრამ დანარჩენი ვარიანტების გამო სრულიად დაბნეულობაში და ქაოსში ვარ. მარტო ვარ, ჩემით ვცდილობ რაღაცების გარკვევას და როცა მგონია რომ ბევრი გავიგე და კარგი გოგო ვარ, ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მოვა ვიღაც, მომიყვება რა ეწერა თავის სამოტივაციოში და მერე როგორ გადააკეთა და მე ვხვდები რომ ჯერ-ჯერობით, კარგი გოგო კი არა, პინგვინი ვარ.

ხო, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ხელფასს სამ თვეში ერთხელ მიხდიან სამივე თვისას, თან ცოტას და უფულობის გამოც უბედური ვარ ძირითადად.

ჰოდა ის სერილებიც, რასაც ვუყურებ (Speechless, Splitting Up Together, I Feel Bad, High Maintenance, ჩცდ), ეხლა გადის და კვირიდან-კვირამდე ველოდები გამოსვლას.

messenger 1-24-2019 9-20-38 pm

ა და კიდევ, რამდენი ივენთი გამოვტოვე ნოემბრიდან დღემდე წარმოდგენაც არ მინდა, მაგრამ ამასწინად გავიგე, რომ Kordz იყო ელეკტროვერკში, ჩემ სამეზობლოში, პირდაპირ და არაფერი ვიცოდი. ბლია. კიდევ SLEEPERS POETS SCIENTISTS-ის პრეზენტაციაზე დამწყდა გული და, თანასწორობის მოძრაობის რაღაც ივენთზე. მინდა ფეისბუქი, მაგრამ მაგისტრატურების ძიებას უამრავი დრო მიაქვს, თან როცა რამეს ვერ ვაკეთებ ვბრაზდები და მინდა რო მოვწყდე იქაურობას და ფეისბუქი თუ მექნება,  “გასაქცევი” მექნება. თან, bottomless pit გასაქცევი :dd so thank u, next!

update: დაპოსტვიდან მეორე დღეს ტელეფონი გამიტყდა. fml for real.