ორიოდ სიტყვა ბახმაროზედ

ბახმაროში წასვლამდე ბევრს ვნერვიულობდი, რაც, პრინციპში, ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაციაა. სანერვიულო ნამდვილად მქონდა, რაც პირველ ორ ღამეზეც აისახა. იმ ღამეებზე, უეჭველად რომ ვაპირებდი წამოსვლას და ჯერ ნათიას, შემდეგ კი ყველას ძალისხმევით როგორღაც გადავიტანე. ვაღიარებ, ასეთი ხანგრძლივი დრამა არასდროს მქონია და არც ასეთი მგრძნობიარე ვყოფილვარ ვიღაცების კომპანიაში. … Continue reading

მიმოხილვის მსგავსი

 უმეტეს დროს ზამთარში ვატარებდი ნიკასთან და ჩემს ქუჩის მუსიკოს მეგობრებთან ერთად. ნიკა, ანუ პოვეტი, მთელი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემს გვერდით და ერთად მოგვიწია ბევრი კარგი და ცუდის გადატანა, შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი წლის ერთგული მეგობარია! თებერვალში ბლოგერების შეხვედრების ციკლი … Continue reading

მინდოდა

მოკლე შესავალი : ზამთარია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ჩემი საყვარელი შორტების ჩაცმაში და წეღან შემთხვევით ჩემი ყვავილებიანი შორტის ჯიბეში ვიპოვე ძველი დღიურიდან ამოხეული ფურცელი, რომელსაც დიდი ხანი ჯიბით ვატარებდი, იმ იმედით, რომ რომელიმე დღეს მაინც შემხვდებოდა და ამ ფურცელს მიმტვრეულ ცხვირზე გადავახევდი :დ მაგრამ როგორც ხედავთ ფურცელი ისევ ჩემთან დარჩა, მისია ვერ შეასრულა.

ეს ადამიანი არის ჩემი, მე10 კლასის კოშმარი. რომელზეც მთელი მე10 კლასის განმავლობაში ვფიქრობდი. ვფიქრობდი არც მეგობრულად და არც არამეგობრულად. ამ ადამიანს ჩემი არ ესმოდა და არც ახლა ესმის. ამიტო ვერ ვხვდები ეს ყველაფერი საწყენია თუ კარგი. კარგი დავიწყოთ, ვნახოთ რა ეწერა ფურცელზე: 

მინდოდა შენი ხმა ღამე, აივნის ქვეშ.

მინდოდა შენი SMS საღამოს სახლთან.

მინდოდა შენი ახალი ფეხსაცმლის მიზომება ჩემსასთან.

მინდოდა გედარდა, გეფიქრა მაინც.

მინდოდა ფასი გცოდნოდა. აზრი მაინც.

მინდოდა ჩემს ხუმრობებზე გაგცინებოდა (ნუ ამის პატიება კიდევ შეიძლება).

მინდოდა სკოლაში მოკითხვა და სახლამდე გაცილება.

მინდოდა შენი დახვედრა ღამით, ოდნავ მძიმე ჩანთის გამორთმევა. ჯელტმენობა.

მინდოდა სკამზე ჯდომა ბუნებაში.

მინდოდა ისევ მოგეწერა “ძილინებისა” ან რამე მაგდაგვარი.

მინდოდა შენი სულელური სახის დანახვა გორში.

მინდოდა გაგეღვიძებინე საღამოს ძილისგან.

მინდოდა გეთხოვა პატიება.

მინდოდა შემემოწმებინა რამდენ წრეს დაარტყავდა შენი უსაშველოდ გრძელი ხელები ჩემს წელს…

მინდოდა გენახა რა კარგად გამოვიყურებოდი 🙂

მინდა მხედავდე რა თავისუფალი გავხდი.

მინდოდა…

გადამინდა იცი?

FUCK YOU!

582138_468442636518617_667823205_n

WhoreSummer

 რამდენი პოსტი ვწერე შენზე, რამდენ ფოტოში ვიპოვე ჩვენი თავი. რამდენი დრო გავიდა და კიდე რამდენი გავა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ერთი რამ ცხადია, “ცხელი” ზაფხული წავიდა თავისი მოგონებებით და გინდა თუ არ გინდა ეს ყველაფერი უნდა გაუშვა… გაუშვა რა, … Continue reading

CH2=CH2

შენ, როგორც ნახშირბადატომი ორგანულ ქიმიაში ისე ხარ. მუდამ გაგაჩნია ოთხი ვალენტობა და მიისწრაფვი იმისკენ რომ ნაჯერი გახდე, ოთხივე ბმა უნდა შედგეს.  როცა გაგიცანი, აშკარად მიერთების პროცესში იყავი. ახლა ვხედავ საბედნიეროდ მეთანიდან, ეთენი გახდი, იპოვე შენი მეორე ნახშირბადატომი და მასთან ორმაგი ბმა დაამყარე, ხოდა გამოდის, ახლა თქვენ ისე ხართ როგორც მეთენი :

CH2=CH2

well, პიბმა კი შედარებით სუსტია და შეიძლება გაწყდეს, ალბათ ხანდახან წყდება ხოლმე და ერთ წყალბადს მიიერთებს, თუმცა მალევე წყალბადი გონს მოდის და ტოვებს მოლეკულას (ეს უკვე ქიმიას აღარ შეესაბამება უცოდინარობაში ნუ ჩამომართმევთ ) და ისევ მყარდება ორმაგი ბმა.

ახლა კი არის ის წყალბადი, წერს ნახშირბადზე, რომელიც ერთ დროს მასთან იყო სიგმა ბმებით მჭირდოდ დაკავშირებული, ეხლა კი თავისუფლად მოხეტიალე მეთანიდან ეთენად გადაიქცა და მშვენივრად გრძნობს თავს.

Oh God… Natalie, Just

!!!

ლაპარაკი მინდა შენზე.
შეუჩერებლად.
თბილად.
უმტკივნეულოდ.
უცრემლოდ.
უშიშრად.
შენიშვნების გარეშე.
არა უიმედოდ.
არა წარსულ დროში.
მომავალშიც.
ბოლომდე.

ლაპარაკი მინდა შენზე, უსასრულოდ.